თენგიზ შარმანაშვილი

24 Mar. 2026, 15:57

"ვიდრე განაჩენი დადგებოდა, მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, რომ ამას უკანონო ხელისუფლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ამას და იმას ვიზამო, თვითდაპატიმრების პირველი ეტაპი მაშინ გამოავლინა. შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, ვინც აჩვენებენ, რომ არაკანონიერი გზით სიარულს არ აპირებენ, მათ შეწყალებაზე დავფიქრდებიო. პირობითი სასჯელის გამოყენებისთვის კანონი ერთ პირობას აწესებს, რომ დანაშაული უნდა აღიარო და სასჯელს გარეთ მოიხდი. ამაზეც უარს ამბობს. თუ ეს გზა თავად აირჩია, ჩვენ თავი დაგვანებოს. ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო, რაც გააკეთა, ჯერ დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ კანონს ისეთ საშუალებას არ აძლევს, სახელმწიფომ რომც მოინდომოს, რაიმე ნაბიჯი გადადგას. ვერანაირი გამოძიება და სასამართლო ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუ ეს იმ ადამიანს არ სურს ან საქციელს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი თავად აირჩია და რა ვთქვა? ადამიანი ამბობს, გარეთ რომ გამოვალ, დანაშაულებრივ საქმიანობას გავაგრძელებო. ამას სიტყვით კი არ ამბობს, ქცევით აკეთებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ცნობს, თავს დამნაშავედ არ გრძნობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს, რა გგონიათ, სიტყვასიტყვით უნდა თქვას, რომ გამოვალ, დანაშაულების ჩადენას გავაგრძელებო? მოსამართლე საქმეს რომ უყურებს, ხვდება, რა ტიპის ადამიანთან აქვს საქმე. შეგიძლია, სხვისი ქონება ფლომასტერითაც დააზიანო, ქვითაც. მან ქონება დააზიანა. ეუბნებოდნენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და მან ეს მაინც გააკეთა, ეს მისი არჩევანია. როგორც კი ვინმეს სიტყვა დაცდებოდა, რომ შუამდგომლობა დაეყენებინა, ციხიდან არზებს აგზავნიდა, ჩემი გათავისუფლებისთვის რაიმეს გაკეთება არ გაბედოთო. არავინ მოგატყუოთ, რომ მოსამართლემ პიროვნება არ უნდა გაითვალისწინოს. ჯარიმა ვერ დააკისრესო? როგორ დაეკისრებინა ჯარიმა, რომელიც ამბობს, რომ არაფერს ინანიებს და რომ გამოვა, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს. არავითარი პოლიტპატიმარი არ არის და სასჯელს მოიხდის, რომელიც უნდოდა, რომ მოეხადა. ქალი რომ არის და ოთხი შვილის დედა, თვითონ იცის? როცა რაღაცას აკეთებს, თავად დაფიქრდა, რომ ოთხი შვილის დედა და ქალია? მოუწოდეს, ქალი ხარ და ოთხი შვილის დედა, ციხეში შენი ადგილი არ არის, თუ გირაოს გადაიხდიო, უპასუხა, არ მინდაო. საპატიმროს სასჯელი მიიღო, თავად გადაწყვიტა. პირობით სასჯელს ვერ გამოიყენებ, თუ დანაშაულს არ აღიარებს. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა".

"ქართული ოცნების" წევრი თენგიზ შარმანაშვილი კახა კალაძის ბანერზე წარწერის გამო ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  5. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის…