Nini Iris მზადაა, ევროვიზიაზე ისევ სცადოს ბედი — მოისმინეთ მომღერლის ორი ახალი სინგლი
ფოტო: Ian O’Hara / Instagram
ევროვიზიის სცენაზე გამოსვლა აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ნინი ბრეგვაძის, გეგმებში რჩება. მუსიკოსმა, რომელსაც სასცენო სახელით Nini Iris იცნობენ, ცოტა ხნის წინ ახალი სინგლი I'M THE ONE ("მე ერთადერთი ვარ") გამოუშვა. რამდენიმე თვის წინ გამოვიდა ასევე მისი კიდევ ერთი სიმღერა U CAN'T CONTROL ME ("ვერ გამაკონტროლებ"). ორივე მათგანის ავტორი თავად ნინია და ალბათ სწორედ ამიტომ, სიმღერებს მის ხელწერად ქცეული ეპიკური ჟღერადობა და კიდევ უფრო დრამატული ტექსტი გამოარჩევს.
ტიკტოკზე უახლესი ვიდეოს კომენტარებში კი ქართველ მომღერალს ჰკითხეს, ისევ განიხილავდა თუ არა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას. "მზად ვარ", — უპასუხა ნინიმ.
ფოტო: niniiris1 / TikTok
ნინის ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობა 2025 წელსაც სურდა. იგი კონკურსის ქართველი გულშემატკივრების მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებოდა. შარშან აპრილში გამოვიდა სიმღერა Release Me, რომელიც მუსიკოსს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ჰქონდა გაგზავნილი. საზმაუ ევროვიზიისთვის ქართველი კონკურსანტის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ მათი არჩევანი გასულ წელს მარიამ შენგელიაზე და სიმღერაზე Freedom შეჩერდა, რომელიც ნახევარფინალში ბოლოდან მეორე ადგილით გამოეთიშა კონკურსს.
- "შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი" — Nini Iris ევროვიზიაზე მიმართვას ავრცელებს
- მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც Nini Iris-ს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურდა
Nini Iris მსოფლიო მასშტაბით 2023 წელს გაიცნეს, როცა მან ამერიკულ ვოისში მიიღო მონაწილეობა. "ბრმა ქასთინგზე" სიმღერის შესრულების შემდეგ, ნინის ოთხივე მწვრთნელი ოვაციებით შემოუტრიალდა. ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა ნაილ ჰორანმა, რომელიც ნინიმ მოგვიანებით თავის მენტორად აირჩია, ქართველ მუსიკოსს "პოტენციური გამარჯვებული" უწოდა. Nini Iris პროექტს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მან ამერიკელი ტელემაყურებლის დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
ფოტო: NBC
ნინი ბრეგვაძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 2016 წელს გადავიდა. მუსიკოსის თქმით, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად გრძელი და რთული გზა გაიარა.
მანამდე, 2015 წელს, 18 წლის მომღერალი ქართული X ფაქტორის მეორე სეზონში გამოჩნდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე მუსიკოსმა, რომელიც, ამავდროულად, ცეკვავდა და რეპავდა, მეგაშოუს ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა.
რაც შეეხება ევროვიზიას, სიმღერის კონკურსზე წელს ჩვენს ქვეყანას საბავშვო ევროფესტივალის პირველი ქართველი გამარჯვებულები, ბზიკები, წარადგენენ. საიუბილეო, რიგით 70-ე ევროფესტივალზე, რომელიც 12 მაისს აიღებს სტარტს, ჯგუფი გიგა კუხიანიძის საკონკურსო სიმღერას On Replay შეასრულებს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები