Universal და Nvidia ახალი პარტნიორობით უხარისხო AI-კონტენტს უპირისპირდებიან
ფოტო: Getty Images
Universal Music Group-მა ხელი მოაწერა მორიგ საკამათო შეთანხმებას მსხვილ მუსიკალურ ლეიბლებსა და ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს შორის, ამჯერად პარტნიორობა გააფორმა ჩიპების მწარმოებელ ტექნოლოგიურ გიგანტთან, Nvidia-სთან. შეთანხმების ფარგლებში Universal საკუთარ უზარმაზარ მუსიკალურ კატალოგს უხსნის მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიას: Nvidia თავისი AI ინფრასტრუქტურის გამოყენებით შეიმუშავებს მუსიკის შექმნის, აღმოჩენისა და მასთან ჩართულობის ახალ გზებს, თანაც არტისტებისა და უფლებების მფლობელების დაცვით, როგორც ამას პრესრელიზი ამბობს.
პარტნიორობის ცენტრალური ელემენტია Nvidia-ს დიდი აუდიო-ენოვანი მოდელი Music Flamingo, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ განავითაროს სიმღერების "ადამიანის მსგავსი გაგება" და გაითვალისწინოს ჰარმონია, სტრუქტურა, ტემბრი, ტექსტი და კულტურული კონტექსტი, ნათქვამია Nvidia-ს კვლევით მიმოხილვაში. პრესრელიზის მიხედვით, მოდელის უნარი, გააანალიზოს ემოციური ნარატივი და კულტურული რეზონანსი, გაამდიდრებს მუსიკის აღმოჩენის გამოცდილებას (თუმცა ადამიანებით დაკომპლექტებული პლატფორმებიც, საკუთარი ემოციებითა და კულტურებით, ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ).
სიმღერების ავტომატური გენერაცია ნაკლებად არის ხაზგასმული, თუმცა Universal Music Group და Nvidia აცხადებენ, რომ შექმნიან "არტისტების ინკუბატორს", სადაც რეალური არტისტები, სიმღერების ავტორები და პროდიუსერები ერთობლივად დააპროექტებენ და გამოცდიან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს. კომპანიების განმარტებით, ინიციატივა მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს AI Slop-ს, ანუ ხელოვნური ინტელექტის მიერ მასობრივად გენერირებულ, შაბლონურ და დაბალი ხარისხის კონტენტს, რომელსაც აკლია ადამიანის შემოქმედებითი ხედვა და ინდივიდუალური ხმა.
UMG-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლუსიან გრენჯმა თქვა, რომ Nvidia დაიცავს და პატივს სცემს საავტორო უფლებებსა და ადამიანის შემოქმედებას. Nvidia-ს მედიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა რიჩარდ კერისმა ამ განცხადებას დაამატა: "ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც მუსიკალურ კატალოგთან ურთიერთობა შესაძლებელია, როგორც ჭკვიან სისტემასთან: კითხვებზე პასუხის გაცემით, კონტექსტის გათვალისწინებით და რეალური ინტერაქციით".
ეს შეთანხმება პირდაპირ არ ცვლის Spotify-ისა და სხვა სტრიმინგპლატფორმების როლს, თუმცა აძლიერებს მსხვილი ლეიბლების კონტროლს მუსიკალურ კატალოგებზე და აჩვენებს, რომ მომავალში პლატფორმები უფრო მეტად იქნებიან დამოკიდებული არა მხოლოდ დისტრიბუციაზე, არამედ იმაზე, თუ ვინ ფლობს და როგორ იყენებს მუსიკის "ჭკვიან" ანალიზს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები