რამზან კადიროვის ვაჟი, ახმატ კადიროვი პარტია "ედინაია რასიას" შეუერთდა
ახმატ კადიროვი — ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრი და რეგიონის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი — რუსეთის მმართველ პარტიას, "ედინაია რასიას" (ერთიანი რუსეთი) შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება რამზან კადიროვმა პარტიის რეგიონული საბჭოს გაფართოებული სხდომის შემდეგ გააკეთა.
ცერემონია სამშაბათს გროზნოში გაიმართა. მას ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარე და პარტიის რეგიონული განყოფილების მდივანი მაგომედ დაუდოვი ესწრებოდნენ — რომელიც ასევე "ედინაია რასიას" უმაღლესი საბჭოს წევრია.
ახმატ კადიროვთან ერთად პარტიული ბარათი გადაეცა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფ "ტერეკის" მეთაურს, აბუზაიდ ვისმურადოვსაც. ის ქორწინებაშია რამზან კადიროვის ნათესავთან — მისი ვაჟი კადიროვის მესამე ქალიშვილზე, ტაბარიკზეა დაქორწინებული. ორივე მათგანმა პარტიული ბარათი უშუალოდ რამზან კადიროვისგან მიიღეს.
დაუდოვმა 2025 წელს პარტიის რეგიონული განყოფილების საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ იანვრიდან ოქტომბრამდე დაახლოებით 1000 ღონისძიება დაორგანიზდა, რომელშიც 60 000-ზე მეტი აქტივისტი და მხარდამჭერი მონაწილეობდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად ყურადღება "ხალხის პროგრამის" განხორციელებაზე გამახვილდა, რომელიც გაზიფიკაციის პროექტებს, სკოლების, საავადმყოფოებისა და სპორტული ობიექტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მოიცავდა.
სხდომაზე გამოსვლისას რამზან კადიროვმა დამსწრეებს 2026 წლის არჩევნებისთვის მზადების დაწყებისკენ მოუწოდა. 2026 წელს ჩეჩნეთში რამდენიმე დონის არჩევნები გაიმართება — რესპუბლიკის ხელმძღვანელისა და მუნიციპალური დეპუტატების ჩათვლით. კადიროვმა დარწმუნებით თქვა, რომ პარტია "მაგომედ დაუდოვის ხელმძღვანელობით ამ ამოცანას ღირსეულად შეასრულებს."
კადიროვის თქმით, "ერთიანი რუსეთის" ჩეჩნეთის რეგიონულ განყოფილებაში ამჟამად 107000-ზე მეტი წევრი და 3000-მდე მხარდამჭერი შედის.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "გროზნი-ინფორმთან" კომენტარში ახმატ კადიროვმა განაცხადა, რომ პარტიაში გაწევრიანება მისთვის იყო "არა მხოლოდ ძლიერი პოლიტიკური ძალის წევრობის ნიშანი, არამედ დამატებითი მოტივაცია რესპუბლიკისა და ქვეყნის სასარგებლოდ უფრო აქტიური მუშაობისთვის".
მან ასევე აღნიშნა, რომ "ერთიანი რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში", ხოლო მისი საკანონმდებლო ინიციატივები მოქალაქეებს "მომავლისკენ თავდაჯერებით სვლის საშუალებას აძლევს".
"გულწრფელად მადლობას ვუხდი რამზან ახმატოვიჩს ნდობისთვის. წინ ბევრი საქმეა და მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ჩვენი პარტიის განვითარებასა და მის იდეათა განხორციელებაში," — განაცხადა ახმატ კადიროვმა.
ჩეჩნეთში თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი — მათ შორის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელები და პარლამენტარები — "ერთიანი რუსეთის" წევრები არიან. პარტია დომინირებს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ რუსეთშიც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "ერთიან რუსეთს" უმრავლესობა აქვს როგორც ფედერალურ პარლამენტში, ისე ყველა რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში. ჩეჩნეთში კი პარტია სტაბილურად იღებს ხმების 90%-ზე მეტს არჩევნებში, რომლებიც დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენციით არ გამოირჩევა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება რომის პაპი: ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა ნინოს შუამდგომლობით, მიანიჭოს ქართველებს უსაფრთხოდ და მშვიდობით ცხოვრების უფლება
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
კომენტარები