პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მილოცვები მსოფლიო ლიდერებისგან მიიღო. ისინი საკუთარ გზავნილებში ხაზს უსვამენ საქართველოსთან არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, მრავალწლიან მეგობრობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საკუთარ მილოცვაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ შინაარსს იძენს.
"გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს — პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის — საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით.
სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას", — აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მილოცვაში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობამ უკვე ინსტიტუციონალური ხასიათი მიიღო:
"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. საქართველოსთან ძმური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელსაც უკვე პრაქტიკული და ინსტიტუციონალიზებული სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათი აქვს. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მთავრობისა და პირადად თქვენს ძალისხმევას რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო თქვენს ქვეყანას მშვიდობას და კეთილდღეობას", — წერს ნიკოლ ფაშინიანი მისალოც წერილში.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძესთან ბოლო შეხვედრებს იხსენებს და მეგობარ ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს:
"პატივცემულო პრემიერო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გასულ თვეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე თქვენი ვიზიტისას მოგვეცა შესაძლებლობა, გვესაუბრა თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ჩვენი მჭიდრო მეგობრობისა და სამაგალითო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურება ჩვენი ხალხების, რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებს. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს — კეთილდღეობას", — აღნიშნულია წერილში.
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი ყურადღებას ამახვილებს "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში მიღწეულ ნაყოფიერ შედეგებზე:
"გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება, ხოლო "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. გამოვთქვამ მზადყოფნას, ერთობლივი ძალისხმევით გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს — ბედნიერებას", — წერია მილოცვაში.
ხორვატიის პრემიერმინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ხაზს უსვამს ორმხრივი დიალოგის მნიშვნელობას:
"ბატონო პრემიერმინისტრო, ძვირფასო ირაკლი, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. ეს დღე წარმოაჩენს ქართველი ერის ურყევ ძალას, გამძლეობასა და მისწრაფებებს, რომელსაც უწყვეტ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ხორვატიის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობებსა და პროდუქტიულ თანამშრომლობას. დიალოგისა და ურთიერთპატივისცემისადმი ჩვენი ერთგულება ხელს უწყობს თანამშრომლობის სტაბილურ განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობა და პარტნიორობა კვლავაც გაღრმავდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ და ჩვენს ფართო რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად", — წერს ანდრეი პლენკოვიჩი მილოცვაში.
ბულგარეთის პრემიერმინისტრი რუმენ რადევი ყურადღებას ამახვილებს ისტორიულ კავშირებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე:
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან — 26 მაისთან — დაკავშირებით. ბულგარეთის რესპუბლიკა აფასებს საქართველოსთან არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და პარტნიორობას, რომელთა საფუძველია ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არსებული დიდი ხნის ისტორიული და კულტურული კავშირები. მჯერა, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაში საერთო ინტერესების სფეროებში, ხოლო მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატში ხელს შევუწყობთ საერთაშორისო ინიციატივების კონტექსტში ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ევროპასა და აზიას შორის კავშირებს, შავი ზღვის ფართო რეგიონში უსაფრთხოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში", — აღნიშნულია ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
სერბეთის პრემიერმინისტრი ჯურო მაცუტი საუბრობს თბილისში საელჩოს გახსნის მნიშვნელობასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებაზე:
"სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, განვითარებას განაგრძობს საერთო ინტერესის ყველა სფეროში. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პროცესს. ჩემთვის დიდი პატივი იყო დუბაიში გლობალური მმართველობის სამიტზე თქვენთან შეხვედრა და საუბარი საერთო ინტერესის მრავალ თემაზე. მოუთმენლად ველი მომავალ შეხვედრებს, რომლებიც მიმართული იქნება სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ. ასევე, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გამოვხატავ განსაკუთრებულ მადლიერებას საქართველოს მიერ სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. თქვენი ქვეყნის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჩვენებს საქართველოს ერთგულებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების თანმიმდევრული პატივისცემის მიმართ, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ", — წერს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მილოცვაში.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 108-ე წლისთავს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს სხდომამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი — "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" დაამტკიცა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოცხადდა ქვეყნის სუვერენიტეტი და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას.
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
-
გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე გული მწყდება უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რაშიც თავი ჩაიგდო — კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით — კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე
გადახედვა
კომენტარები