პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
უცხოური საგარეო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში წერს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
ჩვენმა ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გასავითარებლად, განსაკუთრებით "მწვანე ენერგიის დერეფნისა" და "შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის" მეშვეობით", — წერია განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით ქართველ ხალხს", — წერია განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიასა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლატვია გულწრფელად ულოცავს და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიასა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს",—წერია უწყების განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.უწყების განმარტებით, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და ევროპულ მისწრაფებებს.
"ესტონეთი გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
ჩვენ კვლავ ერთგულნი ვრჩებით, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებასა და ევროპულ მისწრაფებებს", — აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 108-ე წლისთავს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული საბჭოს სხდომამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი — "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" დაამტკიცა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოცხადდა ქვეყნის სუვერენიტეტი და საფუძველი ჩაეყარა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას.
- პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
- შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
- შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
- ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
- 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
კომენტარები