26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 12:00 საათიდან დაიწყება. თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას: 1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს.
თბილისში მთელი დღის განმავლობაში კულტურულ, სპორტულ, გასართობ და საბავშვო ღონისძიებებს ორბელიანის მოედანი და ალექსანდრეს ბაღი უმასპინძლებს. პარალელურად, რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება ცენტრალურ მოედნებზე.
17:10 საათზე მთელ ქვეყანაში ჰიმნის შესრულებით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.
დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გალაკონცერტებით დასრულდება.
პროგრამა:
ალექსანდრეს ბაღი
12:00 — 19:00 — საბავშვო კონცერტი — ანა-ბანა; ვოკალის აკადემია; ბასტი-ბუბუ; მეკოს სტუდია; ნუცას სკოლა; ნუკრი კაპანაძის სტუდია; ნიას სტუდია; ქენდი; ბზიკები;
12:00 — 20:00 — საბავშვო გასართობი პროგრამა – საბავშვო მასტერკლასები და მოცულობითი გასაფერადებელი სტენდი; საბავშვო აქტივობები; საპნის ბუშტების და ილუზიონისტის შოუ; ზღაპრის კითხვა კოსტიუმირებული მსახიობის მიერ;
ხაზინის და ფხოვის ქუჩა
12:00 — 20:00 — სპორტის სივრცე — ფოტოზონები; მოსასვენებელი სივრცე; სამაგიდო თამაშები; კალათბურთი / ფეხბურთი / პადელი; საბავშვო აქტივობები და მასტერკლასები; საგამოფენო ზონა; სპორტული ქრონიკები;
ფურცელაძის ქუჩა
12:00 — 20:00 — ღვინისა და ხორბლის სივრცე — ღვინის ბარი; საგამოფენო სივრცე; მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; მოსასვენებელი სივრცე; ფოტოზონა/ინსტალაცია;
14:00-18:00 — საბავშვო გასართობი აქტივობები – გვირგვინების დამზადება; ხელნაკეთი ნივთები; ჰერბარიუმის შექმნა; პინების შექმნა;
12:00-16:00 — მუსიკალური ნაწილი — ანი კეკუა და ბენდი; დინი ვირსალაძე; მარიკო ებრალიძე; DJ;
ფურცელაძის და ათონელის ქუჩების კვეთა
12:00 — 19:00 — სახელოვნებო სივრცეები — ყვავილების სივრცე/გამოფენა – ზურაბ შევარდნაძე; ფოტოზონა; მოსასვენებელი სივრცე; საბავშვო მასტერკლასები; თემატური კაფე; კონცერტი;
ვეკუას ქუჩა
12:00 — 20:00 — კვების კუთხე
იტალიის ქუჩა
12:00 — 20:00 — კვების ობიექტები
ათონელის ქუჩა
17:10 — პრეზიდენტის სასახლის ეზო — საქართველოს ჰიმნი
ათონელის ქუჩა, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
20:00 — გალაკონცერტი
26 მაისისთვის ემზადებიან მარნეულსა და ახალქალაქში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში და მარნეულში მემორიალთან — "კიდევაც დაიზრდებიან", დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები.
ახალქალაქი
11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა;
11:00 – 18:00 კვების სივრცე;
11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები);
12:30 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;
13:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:00 – საბავშვო ანიმაციური აქტივობა;
16:00 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;
17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – კვარტეტი „უნისონი“;
17:15 – გალაკონცერტი
მარნეული
11:00 – 18:00 საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
11:00 – 18:00 ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
11:00 – 18:00 კვების სივრცე;
11:00 – 18:00 საბავშვო აქტივობები (ყვავილების გვირგვინების მასტერკლასი; სახის მოხატვა; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სპორტული აქტივობები, თამაშები);
12:30 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები და ზღაპრის გმირების გამოსვლა;
13:00 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
14:00 – საბავშვო ანიმაციური საცეკვაო თამაში/აქტივობა;
16:00 – მოსიარულე ორკესტრის მუსიკალური ნომრები, ანიმაციური გმირების თანხლებით და საპნის ბუშტების შოუ;
17:10- საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი — შაბან მამედოვი და ტრიო "ბალადა"; 17:15 — გალაკონცერტი.
ახალციხე:
რაბათის ტერიტორიაზე გაიმართება შემეცნებითი, გასართობი და სამეწარმეო აქტივობები:
11:00 — 15:30 — ჯადოსნური წიგნების სამყარო — ვეფხისტყაოსანი; 12:00 – 17:00 – პატარებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სახალისო ვორქშოფები: ჩემი ციხესიმაგრე – საბავშვო მშენებლობა სპეციალური მასალით; პატარა უფლისწული – პლანეტების დამზადება; ჩანთების და კერამიკული ნივთების მოხატვა; 11:00 – 18:00 – აღმოსავლური ბაზარი – ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატიურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული მესხური კერძები და ნუგბარი; 13:00 – 14:30 – ახალციხის მუნიციპალიტეტის ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 12:00 – 17:00 – მოსიარულე მზე და მისი მეგობრები / საპნის ბუშტები; შოუ პროგრამა 14:30 – 17:00 თითების თეატრის წარმოდგენა; 17:10 – საქართველოს ჰიმნი – ანსამბლი „შავნაბადა“; 18:00 – გალაკონცერტი.
გორი:
12:00 – 19:00 – გორის ცენტრალური მოედანი / საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია – მთავარი ინსტალაციები, საგამოფენო და შემეცნებითი სივრცეები – „ჭკვიანი ქალაქი“ – საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ინტერაქტიური სივრცე; ისტორიული და თემატური საგამოფენო სივრცეები; საინფორმაციო და ინტერაქტიური სტენდები; ტექნიკისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოფენა; სიმბოლური საპასპორტო კონტროლის სივრცე; პოლიციის ფორმებისა და ატრიბუტიკის გამოფენა; საბავშვო შემეცნებითი და გასართობი აქტივობები; საცოცი კედელი; ფოტოზონები და თემატური ინსტალაციები; სასაჩუქრე და ბრენდირებული აქსესუარები;
12:00 – 19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – ანიმატორები; ზღაპრის გმირები; შემეცნებითი და სახელოვნებო აქტივობები; დრამების მარში; 12:00 – 19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კვებისა და ტკბილეულის სივრცე; 14:00 – 16:30 – ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი; 17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – გორის ქალთა კამერული გუნდი; 18:00 – გალაკონცერტი.
ზუგდიდი:
იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
11:00-17:00 – თავდაცვის ძალების შეიარაღების გამოფენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი; ეროვნული არქივის ინსტალაცია – საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა; ეროვნული არქივის ინსტალაცია სამეგრელოს შესახებ; საინფორმაციო ინსტალაცია სამინისტროს შესახებ; გიგანტური პასპორტი; 360 GIFFER; ფოტო სივრცე – გაზეთი; ფოტო სივრცე – ID ბარათი; ტრადიციული ფოტო სივრცე; მობილური იუსტიციის სახლი – გაიცემა სიმბოლური დაბადების მოწმობა; რე-მარკეტი; მსჯავრდადებულების ნამუშევრების გამოფენა; ძველი სანოტარო აქტების გამოფენა; სიპების სტენდები; პენიტენციური სამსახურის კვადროციკლების გამოფენა; პენიტენციური სამსახურის შეიარაღება და სპეცსაშუალებები; „მართე პროცესი მარტივად“ – მოცულობითი სტენდი; კვების ზონა; ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე; სამართლებრივი კონსულტაციები ნოტარიუსებისგან; ამზომველების კონსულტაცია; სიმბოლური პასპორტების ბეჭდვა;
12:00 – 15:00 – ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების კონცერტი; 17:10 – ჰიმნს შეასრულებს ადგილობრივი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი; 18:00 – გალაკონცერტი.
თელავი:
11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები: 3D მაკეტი მოძრავი ელემენტებით. რომელიც აჩვენებს, რა გზას გადის ელექტროენერგია მომხმარებლებამდე; ენერგეტიკული გასაფერადებელი; ააშენე მილსადენი; ენერგეტიკული ფაზლი; ინტერაქტიური თამაში; ქარის სათამაშო ტურბინა. შემეცნებითი აქტივობები: 3D ზონა – VR/3D სათვალეები, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები მიიღებენ ვიზუალურ და შემეცნებით გამოცდილებას ენერგიის წყაროების მუშაობის შესახებ და ექნებათ ვირტუალურ რეალობაში მოხვედრის საშუალება; ენერგიის გენერირების ველოსიპედები; საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ციფრული ვიზუალიზაცია; გაზი და უსაფრთხოება – შემეცნებითი კუთხე; მინი ექსპერიმენტორიუმი “შექმენი საკუთარი ენერგია“;
12:00-18:00 – მასკოტები; 12:00-19:00 – სამეწარმეო სივრცე: 13:00-22:00 – კვების ზონა; 15:00 – 16:30 – ადგილობრივი საბავშვო შემოქმედებითი ჯგუფები; 17:10 – საქართველოს ჰიმნი – „თელავის კაპელა“; 17:30-18:30 – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი; 19:00 – გალაკონცერტი.
საქართველოს ფოსტის ორგანიზებით, თელავში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. 11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები; ღია ბარათების გაგზავნა; ფოსტალიონები; კალიგრაფისტი; ინტერაქციული აქტივობა ზრდასრულებისთვის – "თქვენთვის წერილია".
ქუთაისი:
11:00-18:00 – საბავშვო აქტივობები; 11:00-18:00 – მინი გოლფი, შაში, ბოულინგი; 3D მოდელირების ვორქშოფი; Snap circuits და lego spike ვორქშოპი, პრაქტიკული ტესტირება; დრონების ვორქშოპი; სათვალეების ვორქშოპი; პრაქტიკული ჩვენება; სკანირების ვორქშოპი; ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოპი; პრაქტიკული ტესტირება;
11: 00 -16:00 – მოსიარულე ორკესტრი, ოჩოები; 12:00 – 15:00 – ექსპერიმენტები; 13:00 – 15:30 – თეატრი; 14:00-22:00 – კვების ზონა და ბარი; 17:00 – პერფორმანსი; 17:10 – საქართველოს ჰიმნი; 19:00 – გალაკონცერტი;
ფოთი:
11:00-18:00 – საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები; ფოტოზონა ,,მე პატარა მეზღვაური ვარ“; გემის სიმულატორი; თამაში „გემის უსაფრთხო ნავიგაცია“; აფრიანი ნავის და შუქურების გამოფენა; საქართველოს საზღვაო რუკების გამოფენა;
11:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; 13:00 – 18:00 – კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა დრამერების თანხლებით; შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები; 13:30 – 14:30 – კოლხეთისა და გურიის ეროვნული პარკების მიმდებარედ მცხოვრები, კონკურსში – „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ – მონაწილე სკოლების მოსწავლეების დაჯილდოება საბავშვო სივრცეში. 13:30 -13: 50 – კონცერტი; საზღვაო აკადემიის ბენდი; 14:30 – 16:30 – ადგილობრივი შემსრულებლების საკონცერტო პროგრამა; 17:10 – 17:15 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 17:20 – გალაკონცერტი.
ამბროლაური:
11:00-18:00 – შემეცნებითი სტენდი ავიაციის თემატიკით; სასრიალო თვითმფრინავი საბავშვო აქტივობისთვის; პინგპონგის აქტივობა; ფოტოზონა თვითმფრინავის ჩარჩოში; ფოტო ჯიხური, ბრენდირებული ფოტოებით; საინფორმაციო ბუკლეტების გადაცემა, აქტივობა – საბავშვო გასაფერადებლები.11:00 – 18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა გაყიდვა; 12:00 – 13:00 – დრამერების შოუ და ოჩოების გამოსვლა; 12:00- 18:00 – მეღვინეების მიერ ღვინის დეგუსტაცია / წარდგენა; ფოტო გადაღების კუთხე; საბავშვო აქტივობები: ყვავილების გვირგვინის დამზადება, პინების ვორქშოფი, თიხის ფიალების მოხატვა, ღვინის ეტიკეტის დამზადება; 13:00-15:30 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 15:00 – 16:00 – ლეგოების აწყობა; 15:00 – 16:00 თვითმფრინავების გაკეთება მუყაოს დეტალებით; 17:10- სახელმწიფო ჰიმნი; 17:15 – გალაკონცერტი
მცხეთა:
12:00 – 19:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; 12:00 – 19:00 – თემატური ფოტო და საინფორმაციო სტენდები; 12:00 – 17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამა: ვორქშოპები, სახალისო თამაშები და ფოტო ზონები; 12:00 – 16:00 – ადგილობრივი მუსიკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; 14:00-16:00 – ოჩოების, მასკოტების ჩამოვლა დრამების შოუსთან ერთად; 12:00 – 17:00 – CPR დემონსტრაცია; 12:00 – 19:30 ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; 17:10 – საქართველოს ჰიმნი; 17:15 – გალაკონცერტი;
ოზურგეთი:
11:00 – 20:00 – შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები; პროფესიული სასწავლო დაწესებულებების გამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა; სამხედრო ტექნიკის გამოფენა; საბავშვო – გასართობი აქტივობები; ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; გალა კონცერტი;
11:00-20:00 – სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ვეტერინარია; ვიარ სათვალით მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში; მასტერკლასი აგრონომიაში; აფხაზური ცენტრი; პირველადი დახმარების სიმულაციები;
მესტია:
11:00 – ფოტოზონები, საინფორმაციო სტენდები; 12:00 – საზეიმო მსვლელობა – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მონაწილეობით; 12:00-17:30 – ბავშვთა გასართობი სივრცე: სახის მოხატვა, სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა გასართობი აქტივობები; 12:00-19:30 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; კულინარიული მასტერკლასი; 14:30-16:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი; 16:30 -კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; 17:10 – საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი – ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“; 17:30-19:30 – გალაკონცერტი.
რუსთავი:
დღის განმავლობაში – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა; ღვინის დეგუსტაცია; კულინარიული მასტერკლასი; რუსთავის ისტორიული პავილიონი – რუსთავში აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა. რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი; დარგე შენი სახელობის ხე; ზღაპრის გმირები; ფერმერის ფოტოზონა; საგამოფენო სივრცე; 26 მაისის ინსტალაცია.
13:10 – 14:10 – საბავშვო მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა „ჟოზეს“ მონაწილეობით; 14:20 – 16:50 – ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:10 – საქართველოს ჰიმნი – ანსამბლი მძლევარი; 19:00 – 21:00 – გალაკონცერტი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია:
11:00 – 20:00 – პატარებისა და მოზარდებისთვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები – სპორტული თამაშები – კალათბურთის ფარი; სპორტული თამაშები – მინი-ფეხბურთის თამაშები; სახეზე ხატვა; საჩუქარი „ჩემი ხელით“ – ტილოზე შესრულებული ნახატი პატარების მონაწილეობით;
12:00 – 19:00 – სტენდი — "დინამო ბათუმის" ფეხბურთელების გულშემატკივრებთან შეხვედრა – სამახსოვრო ბარათებზე ხელმოწერა; ფოტოების გადაღება; საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების გათამაშება; 11:00 – 20:00 – ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა – თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები; მინიატურული ქანდაკებები; სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული დეკორატიული ნივთები; ნაქსოვი პროდუქცია; სამკაულები; აქსესუარები; ტრადიციული კერძები და ნუგბარი; 17:15 – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი; 18:30 – გალაკონცერტი.
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
-
ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა
გადახედვა
-
ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს ფსიქოლოგიური ცენტრი "სინაფსი" დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს
გადახედვა
-
პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს პრორუსულმა არასამთავრობოებმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნეს
გადახედვა
-
ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია ელისო კილაძე: მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, "ქრონიკა პლუსი" დახურულია
გადახედვა
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო
-
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება
გადახედვა
კომენტარები