ხატია ჯინჯიხაძე

ხატია ჯინჯიხაძე

15 Oct. 2025, 10:47

"მზიას არ აქვს დასავლური განათლება. ის დაიბადა საქართველოს შორეულ რეგიონში. მაგრამ, დამიჯერეთ, მისი გაგება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის შესახებ ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც თავიანთი აკადემიური ხარისხები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში მიიღეს, ან კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეიქმნეს. იმიტომ, რომ ის ნამდვილი ევროპელია. მზია არის ის, ვინც ევროპულ ღირებულებებს ატარებს, ისევე როგორც ბევრი, ბევრი ქართველი, რომელიც ქუჩაში დგას ამ ხნის განმავლობაში.

და სანამ დავასრულებ, მინდა ვახსენო ცვლილებების პაკეტი, რომლებსაც ქართული ოცნება ახლა იღებს. ისინი მუშაობენ ამაზე, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს არის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას ჩემს ქვეყანაში. ამის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანებები, არამედ ინდივიდებიც არიან, რომლებსაც შეიძლება პატიმრობა დაემუქროთ, თუ ისინი ქუჩაში გავლენ და გააპროტესტებენ ნებისმიერ რამეს.

აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, რას გეტყოდათ მზია, აქ რომ ყოფილიყო. ბრძოლის შესახებ მისი ცნობილი ფრაზის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, გეტყოდათ, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას და დაგვეხმარეთ, სანამ გვიან არ არის. მადლობა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ…