"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
ფოტო: "არქი"
დედაქალაქის ცენტრში, მთაწმინდაზე Downtown Tbilisi-სა და მისი მთავარი სიმბოლოს, Trump Tower Tbilisi-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 მილიარდი დოლარია და ის 600 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილ თანამედროვე სივრცეს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
- WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
- ვინ და სად აშენებს Trump Tower-ს? — რა ვიცით პროექტზე
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 280 მეტრის სიმაღლის, 62-სართულიანი შენობა თბილისს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით დააკავშირებს.
პროექტში ჩართულია გლობალური ბრენდი "ტრამპის ორგანიზაცია", არქიტექტურული ფირმა Gensler (ვაშინგტონის ოფისი) და ქართული კომპანიები ("არქი", "ინვია", "საფირ ორგანიზაცია", "ფინვესტი", "ბლოქსტოუნ კაპიტალი", "ვექტორ ჯგუფი").
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნისთვის ახალ ეკონომიკურ და ტურისტულ რეალობას შექმნის. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს.
"2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 600 ათასი კვადრატული მეტრი თანამედროვე სივრცე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნისთვის ახალ რეალობას, გამორჩეულ ეკონომიკურ და ტურისტულ მიზიდულობას შექმნის.
ეს არის 280 მეტრის სიმაღლის 62-სართულიანი თაუერი, რაც გახლავთ თამამი განაცხადი, რომელიც თბილისს ახალ მიზიდულობას შესძენს მსოფლიოს წამყვანი ურბანული ცენტრების გვერდით.
ეს მასშტაბური თანამშრომლობა არის აბსოლუტურად ბუნებრივი და კანონზომიერი: საქართველო არის ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის მრავალი თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, ღია ეკონომიკა და ამის შედეგია, რომ თბილისი და ზოგადად ჩვენი ქვეყანა გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მიმზიდველ მიმართულებად ყალიბდება.
ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ალბათ 5 წლის წინაც კი ძალიან რთულად წარმოვიდგენდით, თუმცა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. მხოლოდ ამ 5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა დოლარში თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ასეთი ტენდენცია, ასეთი დინამიკა იძლევა ახალი მასშტაბის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გლობალური ბრენდის — "ტრამპის ორგანიზაციისა" და მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ფირმის, Gensler-ის ვაშინგტონის ოფისის ჩართულობა ამ პროექტის წარმატების ძალიან მყარ გარანტიას ქმნის.
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გიგანტების ღირსეული და სრულფასოვანი პარტნიორია ქართული ბიზნესი.
ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართულ კომპანიებს და კაპიტალს გლობალური მასშტაბის იდეების განხორციელების რესურსი და შესაძლებლობა აქვს.
ეს პროექტი ნიშნავს ათასობით სამუშაო ადგილს ჩვენს ქვეყანაში, მრავალწლიან დაკვეთებს ქართული სამშენებლო სექტორისთვის და ამდენად, უდიდეს სტიმულს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
2031 წელს, როდესაც ტრამპ თაუერი აშენდება და 2033 წელს, როდესაც მთლიანი უბანი დასრულდება, თბილისი მიიღებს სრულიად გამორჩეულ სივრცეს, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება განახლებულ ცენტრალურ პარკს.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს, თითოეულ ინვესტორს მსგავსი მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩართულ კომპანიას — მადლობა "არქის", "ინვიას", "საფირ ორგანიზაციას", "ფინვესტს", "ბლოქსტოუნ კაპიტალს" და "ვექტორ ჯგუფს" ამ ინიციატივისთვის და წარმატებას ვუსურვებ.
მადლობას ვუხდი Downtown Tbilisi-ს და Trump Tower-ს, ჩვენს ინვესტორებს ამ პროექტის განხორციელებისთვის, მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი გახდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის, მშვიდობისა და პროგრესის კიდევ ერთი თვალსაჩინო სიმბოლო, საქართველოს, როგორც სანდო, საიმედო და სტაბილური სახელმწიფოს სავიზიტო ბარათი", — განაცხადა პრემიერმა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ "ტრამპის ორგანიზაციის" აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტები — ერიკ ტრამპი და ლორენს გლიკი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, არქიტექტურული სტუდიისა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ Trump Tower Tbilisi თბილისს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად ჩამოყალიბდა.
"თბილისში იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც საინვესტიციო მოცულობით, კონცეფციითა და მასში ჩართული საერთაშორისო პარტნიორების შემადგენლობით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო რუკაზე. დარწმუნებული ვარ, ქართულ და ამერიკულ კაპიტალზე დაფუძნებული ეს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტი თბილისის ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და საერთაშორისო ცნობადობის შემდგომ ზრდაში", — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ მისი მასშტაბითა და განვითარების არეალით არ შემოიფარგლება.
"პირველ რიგში, ეს არის საქართველოს მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობის მნიშვნელოვანი დასტური და ნდობის გამოხატულება მისი ეკონომიკის, სტაბილურობის, განვითარების დინამიკისა და გრძელვადიანი პერსპექტივის მიმართ. ნდობის საფუძველს ქმნის სტაბილური და პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემო, რომლის ჩამოყალიბებასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა და ძალისხმევა ემსახურებოდა" — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Downtown Tbilisi-ს პრეზენტაციაზე "ტვ პირველის" კითხვას უპასუხა "არქის" პარტნიორმა, ზაზა ფაჩულიამ. მან კითხვაზე შეასრულა თუ არა "ტრამპ თაუერის" პროექტმა საკუთარი მისია [საქართველო აშშ-ის ურთიერთობების დალაგება], ფაჩულიამ განაცხადა, რომ ის ინვესტორია და მასთან ამ კითხვას არ უნდა სვამდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ასეთი ცნობილი ბრენდის შემოსვლა "ძაან მაგარი მომენტია".
"რა მისიაზეა საუბარი? ჩემთან ამ კითხვას არ უნდა სვამდეთ, მე ინვესტორი ვარ, ბიზნესიდან მოვდივარ. ძაან მაგარი მომენტია და ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ცნობილი ბრენდი შემოვიდა", — თქვა ფაჩულიამ.
ტრამპის ორგანიზაციის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, ერიკ ტრამპი "ტრამპთაუერ თბილისის" საერთაშორისო წარდგენის ღონისძიებაზე ონლაინ ჩაერთო და განაცხადა, რომ ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული. მისივე განმარტებით, საქმეში აქტიურად იქნება ჩართული და საქართველოში "ბევრჯერ ჩამოვა".
"ახალ პროექტს როცა ვაკეთებთ და ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტი ვიცი დასაბამიდანვე, დასაწყისიდანვე. ნამდვილად ძალიან ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე და ვზრუნავ იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ უდიდესი ბრენდი გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ არაფერი არ გვიყვარს იმაზე მეტად, ვიდრე ეს არის უძრავი ქონების განვითარება და როდესაც შეგვიძლია, ქალაქს ახალი იერსახე შევძინოთ. ნამდვილად აქტიურად ვიქნები ჩართული, რადგან მთელი გულით და სულით ჩავერთვები ამ საქმიანობაში, ბევრჯერ ჩამოვალ.
სხვათა შორის, როდესაც ჩვენ გვყავს ისეთი ხალხი, როგორიც არის ბატონი ილია, ეს არის ერთ-ერთი შესანიშნავი ადამიანი, ვისაც კი შეიძლება, შევხვდე, როგორც ბატონი ლევანი, ბატონი ლაშა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთ ადამიანებთან მუშაობ და გინდა, რომ უფრო მეტი დრო გაატარო მათთან, უფრო დიდებული და შესანიშნავი რამეები გააკეთო. ის ხედვა, რომელიც მათ აქვთ, რომელიც "არქი ჯგუფს" აქვს, საპირის ორგანიზაციას აქვს, რომელიც ალექსს გააჩნია, ყველა ადამიანს ჩვენი ხედვა გვაქვს, ხომ? და ხუთი წუთით შეხვედრა საკმარისი იყო, რათა ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა.
ამ ადამიანებს არ ეშინიათ, რაღაც დიდი და კოლოსალური განახორციელონ. კიდევ ერთხელ, თუ ჩვენ შევხედავთ, ორი მილიარდი აშშ დოლარი იქნება ინვესტირებული. ეს არის down town პროექტი, რომელიც სამუდამოდ შეცვლის იერსახეს. და კი, მე ბევრჯერ ჩამოვალ საქართველოში. მოუთმენლად ველოდები ჩამოსვლას. სხვათა შორის, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაშიც და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის. ნამდვილად განსაკუთრებულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას. იმდენჯერ ჩამოვალ, რომ მოგაბეზრებთ კიდეც თავს. ნამდვილად დიდი სულისკვეთებით ჩამოვალ", — განაცხადა ერიკ ტრამპმა (BMG).
"არქის" დამფუძნებლის ილია წულაიას შეფასებით, Trump Tower Tbilisi-ი ქართული უძრავი ქონების ბაზრის, დაახლოებით, 5-10 წლით წინ წასწევს და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის.
"
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC-ი ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
-
4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა 4-თვიანი არსებობის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გაუქმდა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, 19:00 საათზე, თსუ-დან გმირთა მემორიალამდე მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს ფონ დერ ლაიენი EU-ში 15-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
-
EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს EU კანადას პირველი "ასოცირებული წევრის" სტატუსის მინიჭებას სთავაზობს
გადახედვა
კომენტარები