"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე 15 სექტემბერს გამართულ Trum Tower Tbilisi-ის ოფიციალურ პრეზენტაციას ეხმაურება და "არქის" ერთ-ერთი პარტნიორის მენი ბენიშის სიტყვებს ციტირებს იმასთან დაკავშირებით, რომ "ამ პროექტში 7000 დოლარიდან დაიწყება ერთი კვადრატული მეტრის ფასი". ბუაძე წერს, რომ "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" და აცხადებს, რომ იპოდრომის ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს ქალაქს.
ის იმასაც დასძენს, რომ "ტრამპის სახელი როგორც პოლიტიკაში, ისე სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში, მხოლოდ წარმატებასთან არ არის დაკავშირებული" და ამის დასტურად მაგალითებიც მოჰყავს.
საბა ბუაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"არაფერი აჩვენებს ჩვენი საზოგადოების ძირეულ პრობლემას ისე, როგორც "ტრამპ ტაუერის" ირგვლივ მოწყობილი ეს უგემოვნო და კიჩურად პომპეზური ფსევდო-წვეულება.
ქალაქის წინაშე ჩადენილ ამ დანაშაულს "მიაწეპეს" ტრამპის სახელი, რაშიც 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს და ჰგონიათ ამით გააკეთილშობილებენ ქალაქის ცენტრის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცის განადგურებას.
დღეს "არქის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მენი ბენიშმა სიამაყით თქვა, რომ "ამ პროექტში 7000 დოლარიდან დაიწყება ერთი კვადრატული მეტრის ფასი და ძალიან ცოტა ქართველი შეიძენს ბინას თაუერში". მხოლოდ აღზევებული ბრიყვი იტყვის ამას ასეთი სიამაყით და დაადასტურებს, რომ ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის.
ამაზრზენი სანახავი იყო წინა რიგებში კმაყოფილი სახით მსხდომი "თანამედროვე ქართული "ცეხავიკობა", რომელიც ჩვენი ქვეყნის პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ეს ის ხალხია, რომელიც ამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური განვითარებით სარგებლობს მაშინ, როცა მათ მიერ გამოწვეული სტრუქტურული პრობლემები ამ ქვეყნის მოსახლეობას ახრჩობს.
მათი ბიზნეს მოდელი მარტივია — იაფად დაითრიე ქონება, მთავრობასთან ლაქუცით მიიღე წარმოუდგენელი და ქალაქისთვის შეუსაბამო მშენებლობის ნებართვა, გაჩეხე ტყე, ჩახერგე სატრანსპორტო მოძრაობა და რაღაც დასავლურ სახელში/ლიცენზიაში ფულის გადახდით ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას პროექტი შეასაღე რეგიონული მნიშვნელობის მარგალიტად.
რაც შეეხება ტრამპის ორგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ პროექტებს — სამწუხაროდ, ტრამპის სახელი როგორც პოლიტიკაში, ისე სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში, მხოლოდ წარმატებასთან არ არის დაკავშირებული:
1. Trump International Hotel & Tower Baku — მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, ტრამპის ორგანიზაცია გამოვიდა ამ პროექტიდან 2016 წელს;
2. თავად ტრამპის მიერ ბათუმში 2012 წელს დაანონსებული ტრამპ ტაუერი არ აშენდა;
3. Trump Tower Rio — 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი 2017 წელს ისე დასრულდა რომ არც ერთი შენობა არ აშენებულა;
4. Trump International Hotel & Tower Toronto — პროექტი დასრულდა და გაიხსნა, მაგრამ ფინანსური წარუმატებლობის გამო პროექტიდან ტრამპის სახელი გაქრა;
5. Trump Tower Moscow — არ აშენდა.
ამ პოსტ-კოლონიალისტური მენტალობის და არასრულფასოვნების განცდის თავმოყრა ძალიან კარგად ჩანს სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში, რომელიც დღეს ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად გადაიქცა.
იპოდრომის ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს ქალაქს, შეუერთდეს იქ არსებულ სარეკრეაციო სივრცეს და გაერთიანდეს მზიურთან და მის მიმდებარე ტერიტორიასთან, რაც ერთიანად შექმნის ქალაქის ცენტრში დიდ მწვანე კუნძულს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს", — წერს ბუაძე.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები