პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს
4 ოქტომბრის ეროვნული კრების საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა", რაც ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა, ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც.
შსს-მ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა არაერთი მოწოდება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონის დადგენილ ფარგლებს. თუმცა, აქციაზე გახმოვანებული ძალადობრივი მოწოდებების შემდეგ აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და პრეზიდენტის სასახლის დაკავება სცადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 322-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", — განაცხადა დარახველიძემ.
გუშინ, 4 ოქტომბერს მოქალაქეებმა პარლამენტთან 16:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მანამდე მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრმა, პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
დაახლოებით 18:00 პაატა ბურჭულაძემ "4 ოქტომბრის დეკლარაცია" წაიკითხა და განაცხადა, რომ "ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს", "კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია" და "გარდამავალ პერიოდი" გამოაცხადა.
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილნი ეროვნულ კრებაზე, ვაცხადებთ, ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული. ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. დღეს ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თითოეული მოქალაქისთვის.
ყოველივე ზემოთ თქმულისგან გამომდინარე, კენსჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხს:
ეროვნული კრება აცხადებს, ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს;
ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ, კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
მესამე – ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად, საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას", — განაცხადა ბურჭულაძემ.
ამის შემდეგ თქვა, რომ "ოცნების" 6 წარმომადგენლის "სასწრაფოდ დატყვევება და საპყრობილეში მიყვანა უნდა მოითხოვონ. ესენი არიან: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ანზორ ჩუბინიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი.
ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ მოქალაქეებს მოუწოდა წასულიყვნენ ერთად ათონელის რეზიდენციისკენ და ტერიტორია დაეკავებინათ.
პროტესტანტების ნაწილმა, პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოს მესერი მოანგრიეს და რეზიდენციის ეზოში შესვლა სცადეს. საპოლიციო ძალებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცავები მოქალაქეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებდნენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის. შსს-ს ცნობით დაშავდა 14 სამართალდამცავი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგა საავადმყოფოში აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, 30-მდე პირს ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
ოცნების პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგებზე განაცხადეს, რომ ყველა ვინც პოლიციელებზე იძალადა უმკაცრესად დაისჯებოდა. კალაძემ გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
- კახა კალაძე: ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
- ირაკლი კობახიძე: მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს და მომდევნო დღეებშიც
მოგვიანებით, მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრი პაატა ბურჭულაძე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "ჰერლსიკორეში გადაიყვანა. კლინიკაში მყოფი საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ სასარაფო დახმარების ბრიგადა ამბობს, რომ იყო მწვავე კარდიალური მოვლენები, ჰიპერტენზია და, იშემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს შემდგომ გამოკვლევებს. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის შეუძლოდ გახდომის ერთ-ერთ მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სპრეით ინტოქსიკაცია.
კლინიკაში გადაყვანამდე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მიდის და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას კვლავ შეუერთდება.
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში დააკავეს.
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა
გადახედვა
-
ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო უცნაური ფორმის ენოტი ხერხემლის დეფორმაციით ინტერნეტვარსკვლავად იქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს ვიქტორ ყიფიანი: ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე იმიტომ, რომ "ოცნებას" ამის სურვილი არ აქვს
გადახედვა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
კომენტარები