რა მოგებას მიიღებდი ახლა, 10 წლის წინ Netflix-ის აქციები რომ გეყიდა
ფოტო: Dribbble
Netflix 300 მილიონზე მეტი აქტიური გამომწერით ერთ-ერთი ლიდერი სტრიმინგ კომპანიაა, რომელიც საკუთარი ფინანსური მაჩვენებლებითა და გეგმებით საფონდო ბირჟაზე შთამბეჭდავ მოთამაშედ არის მიჩნეული.
ბოლო სამი წლის ჭრილში კომპანიის აქციების ღირებულება 422%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ამ ზრდას წინ უძღოდა ერთგვარი კრიზისი, რომელიც 2022 წელს გამომწერების დაკარგვით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში Netflix-ის აქციების ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც მაშინ კონკურენტების მოძლიერებით აიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კვლავ მაღალი კონკურენციაა, Netflix ისევ რჩება აშშ-ის ბაზრის ლიდერად, რაც მას ინვესტორების თვალში მიმზიდველ კომპანიად აქცევს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ბოლო სამი წლის ზრდას უმთავრესად სარეკლამო პაკეტებიდან შემოსავლების სტაბილურობას, სპორტის გაშუქებაში ინვესტიციასა და პაროლების გაზიარებასთან გაჩაღებულ ბრძოლას უკავშირებდნენ.
ამჟამად Netflix-ის (NFLX) ერთი აქცია 1,176 დოლარად არის შეფასებული, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 32%-იან ზრდას ნიშნავს.
გასული კვირის მონაცემების მიხედვით, თუ ამ კომპანიის 1,000 დოლარის აქციებს ერთი წლის წინ შეიძენდი, ამჟამად შენი ინვესტიცია 1,968 დოლარის ღირებულების იქნებოდა. იმავე მოცულობის ხუთწლიანი ინვესტიცია 2,585 დოლარს, ხოლო ათწლიანი ინვესტიცია 11,102 დოლარს მოგიტანდა.
Netflix-მა გასულ კვირაში უახლესი ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ 2025 წლის 20 ივნისით დასრულებულ კვარტალში $11.08 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი LSEG-ის მოლოდინს $10 მილიონით აღემატება. ამავე პერიოდში მოგება ერთ აქციაზე $7.19 იყო, რაც, ასევე, ანალიტიკოსების პროგნოზზე ($7.08) მაღალი აღმოჩნდა.
არსებული მონაცემებით, Netflix-ის აქციები ინვესტორების მხრიდან საკმაოდ ძვირად ფასობს. ამჟამად, მისი ფასიანი ქაღალდები ერთ აქციაზე მისაღებ სააშუალო შემოსავალზე 59-ჯერ მეტად არის შეფასებული. ეს მონაცემი 2021 წლის შემდეგ ამ კომპანიისთვის ყველაზე მაღალია. აღნიშნული კოეფიციენტი Nvidia-თვის 55-ია, ხოლო Nasdaq 100-ის საშუალო მაჩვენებელი 40-ს უტოლდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ამ კომპანიისგან სამომავლოდ მაღალი მოგების მიღებას მოელიან. ამასთან, მათი მოლოდინები აქციების ფასის კიდევ უფრო გაზრდას უკავშირდება. აქვე კომპანია ამბობს, რომ მისი სტრატეგიაა, 2030 წლისთვის შემოსავლები გააორმაგოს და საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს სარფის და ფოთის გამშვებ პუნქტებში დაბინძურებული 50 487 კგ ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს
გადახედვა
-
გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს გაერომ უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ხელს საქართველოც აწერს
გადახედვა
-
თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი თიბისისა და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
-
ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს, გააძლიერონ ძალისხმევა რუსული "ჩრდილოვანი ფლოტის" მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად
გადახედვა
- ბრიტანეთის საგარეო ოფისი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს თავიანთი გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით" ბრიტანეთის საგარეო ოფისი: "მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს თავიანთი გამოძიების შედეგები BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით"
-
დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა" პენიტენციური სამსახური: ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების დროსთან დაკავშირებით "იცრუა"
გადახედვა
-
დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში დააკლიკე, იასპარეზე, მოიგე ₾50 000 — დეკემბრის მარათონი თიბისის მობაილბანკში
-
მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო! მოემზადეთ ახალი წლისთვის — PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
-
შალვა პაპუაშვილი: უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული — უკრაინა და ევროკავშირი შალვა პაპუაშვილი: უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ უკრაინის ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული — უკრაინა და ევროკავშირი
გადახედვა
-
ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა
გადახედვა
-
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
-
გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
ფაშინიანი საქართველოს აფრთხილებს, "ნორმალური ტარიფები თუ არ ექნებათ, სხვა მარშრუტებს იპოვიან" ფაშინიანი საქართველოს აფრთხილებს, "ნორმალური ტარიფები თუ არ ექნებათ, სხვა მარშრუტებს იპოვიან"
გადახედვა
-
ევროკავშირი უკრაინას, რუსული აქტივების გამოყენების გარეშე, €90 მლრდ-ს გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას, რუსული აქტივების გამოყენების გარეშე, €90 მლრდ-ს გამოუყოფს
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ციხე დატოვა
გადახედვა
-
მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს მეთიუ პერის მკვლელობისთვის ბრალი კიდევ ერთ ექიმს დაუდგინეს
გადახედვა
-
რა არის ცნობიერება და როგორ ვითარდება ის ცოცხალ ორგანიზმებში რა არის ცნობიერება და როგორ ვითარდება ის ცოცხალ ორგანიზმებში
გადახედვა
-
Facebook-ზე ბმულების გაზიარება შეიძლება ფასიანი გახდეს? — ვის ეხება პოტენციური შეზღუდვა Facebook-ზე ბმულების გაზიარება შეიძლება ფასიანი გახდეს? — ვის ეხება პოტენციური შეზღუდვა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი — მე ბრალად მაქვს წარდგენილი "თქვა" ლევან ხაბეიშვილი: "უამრავი პოლიტპატიმარი გვყავს დღეს, მაგრამ ერთადერთ გამონაკლისად მიმაჩნია თავი — მე ბრალად მაქვს წარდგენილი "თქვა"
გადახედვა
კომენტარები