დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციის 6 ლიდერის დაკავების გამო "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ
საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები მკაცრად გმობენ ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერის — ზურაბ გირჩის ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას, კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს 2 ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავებას ეხმაურებიან: ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი, ბრიტანეთის პარლამენტის ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი, ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი და სხვები.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა ოპოზიციის ლიდერების დაჭერას რეპრესიების სისტემური მაგალითი უწოდა.
"დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და მათთვის მსჯავრის დადება საქართველოში არ არის სამართლიანობა — ეს რეპრესიების სისტემური მაგალითია. ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე , ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ირაკლი ოქრუაშვილი და მრავალი სხვა დაკავებული იმსახურებს თავისუფლებას — ახლავე,“ — დაწერა სენატორმა.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსიც გამოეხმაურა. მან ხელისუფლებას უსამართლოდ დაკავებული პირების ციხიდან გამოშვებისკენ მოუწოდა.
"ოპოზიციური ხმების დაკავება არის თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე, რომლებიც ყოველდღიურად ირღვევა.
მხარს ვუჭერ ყველას, ვინც იბრძვის თავისუფალი და პლურალისტური საზოგადოებისათვის და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და ყველა ის პირი, ვინც უსამართლოდ ჰყავს დაკავებული," — დაწერა ევროკომისარმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება საქართველოს ევროპული გზიდან კიდევ უფრო აშორებს.
"ქართული ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაუბრუნდა რეპრესიებს — ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს.
პროევროპულ პოლიტიკოსთა დაპატიმრება მხოლოდ კიდევ უფრო შორს აქცევს საქართველოს ევროპული გზიდან.
პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.
ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი," — დაწერა მან.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აღნიშნავს, აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ დიქტატურის გზა აირჩია და ევროსაბჭოს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
"დღეს სამი ოპოზიციონერი ლიდერი — ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს.
ნეტავ, ისევ დარჩა ვინმე ევროკავშირში, ვინც ეჭვის ქვეშ აყენებს, რომ ქართულმა ოცნებამ დიქტატურის გზა აირჩია?
მოვუწოდებ ევროსაბჭოს, ერთხმად დაამტკიცოს სანქციები ამ რეჟიმის წინააღმდეგ," — დაწერა მან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია.
"მე ქართველი ვარ, მაშასადამე ვარ ევროპელი " — ფართოდ გაზიარებული რწმენაა. თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია.
სწორედ ასეთი განწყობა იყო დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე:
ხელბორკილები ოპოზიციის ლიდერებზე, თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ციხეში მოქცეული ჟურნალისტები.
Quo vadis (საით მიდიხარ) , საქართველო?" — დაწერა პეტერ ფიშერმა.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკკლირი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს მისწერს და მოითხოვს ოპოზიციის ლიდერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან, ის მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს, რომ "ივანიშვილის რეჟიმს" სანქციები დაუწესონ.
"როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობრის, გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას.
მასთან შეხვედრა მომავალ კვირას მქონდა დაგეგმილი.
დავწერ წერილს საგარეო საქმეთა მინისტრს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ ქმედებებს.
საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს — გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები უნდა დაუწესოს ივანიშვილსა და მის კორუმპირებულ ხელისუფლებას," — დაწერა მან.
ოპოზიციის ლიდერების დაკავებას სოციალურ ქსელში ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება (ALDE) ეხმაურება.
"შოკისმომგვრელი: ქართული ოცნების რეჟიმმა ციხეში გაუშვა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი.
ეს არის პოლიტიკური რეპრესიების წმინდა ფორმა.
ქართველი ხალხი ითხოვს დემოკრატიას — ხოლო მათ აჩუმებენ.
ლიბერალები დუმილს არ ვაპირებთ.
მოვითხოვთ მათი დაუყოვნებელ გათავისუფლებას," — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების შესახებ. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება.
"საქართველო: ოპოზიციური ლიდერების პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრებები ეწინააღმდეგება დემოკრატიის საფუძვლების პრინციპებს.
ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა და არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან ველით. ქართული ოცნება უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება," — დაწერა ანიტა ჰიპერმა.
ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ საქართველოში ოპოზიციური სპექტრის დევნა დაგმო. მისი განცხადებით, ახლახან "ქართულ ოცნებას წუხილები გადასცა და ამას კვლავ გააკეთებს."
"ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა თავიანთი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენ სრულიად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართულ ოცნებას ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და კვლავ გავაკეთებთ ამას", — განაცხადა სტივენ დაუთიმ.
ბრიტანელმა მინისტრმა ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის გაჩუმება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა კნუტ აბრაჰამმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს რომ ეს სიტუაცია ზედმეტად ჰგავს იმ ვითარებას, რაც ბელარუსშია.
"ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა, დემონსტრანტების ცემა და დაკავება — ეს ყველაფერი ზედმეტად ნაცნობად ჟღერს. ეს არის დღევანდელი რეალობა რუსეთსა და ბელარუსში. წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ მიიღებოდა ერთი რეპრესიული კანონი მეორის შემდეგ — სანამ უკვე ძალიან გვიანი გახდა. მაგრამ ჩვენს შეცდომებზე შეგვიძლია ვისწავლოთ. ეს დღესვე უნდა გავაკეთოთ საქართველოს მიმართ, თუ არ გვინდა, რომ კავკასიაში მეორე ბელარუსი მივიღოთ!
ახალი ოპოზიციური პოლიტიკოსები საქართველოში ყოველდღიურად იდევნებიან. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ აიღო ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და დემოკრატია. ვუხმობ მინისტრთა კომიტეტს, დაიცვას ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და იმოქმედოს დაუყოვნებლად — სანამ ძალიან გვიანი არ არის!," — წერია განცხადებაში.
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს
- გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- გიორგი ვაშაძე: "ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია, ვიყოთ ერთიანები"
- ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდეს
- ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობა შეუფარდა
- საერთაშორისო გამოხმაურებები ნიკა მელიას დაკავებაზე
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
"მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას" — დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით ComCom-მა "ფორმულა" ტერმინების გამოყენებისთვის კვლავ დააჯარიმა — ამჟამად 5 000 ლარით
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
-
"ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე "ვერც ერთმა ინვესტორმა ვერ შეძლო ამ, ეგრეთ წოდებულ კულტურულ ძეგლის ჭკუაზე მოყვანა" — მამუკა მდინარაძე ე.წ. რიყის დოქებზე
გადახედვა
-
ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ ფოტო, რომელმაც დრო გაუსწრო — მესისა და ლამინ იამალის შეხვედრა 19 წლის წინ
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში ოდისეის უკვდავი პერსონაჟები: ქანდაკებებში, ნახატებსა და კრისტოფერ ნოლანის კინემატოგრაფში
გადახედვა
-
ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური ტერორიზმის იმ გამოხატულებაზე, რაც საქართველოში ვიხილეთ ბოლო წლებში — მაკა ბოჭორიშვილი
გადახედვა
კომენტარები