ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობა შეუფარდა
ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაწესებული გირაოს გადაუხდელობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მანამდე მან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს სასამართლო პროცესზე წყალი შეასხა.
მელიას გაღიზიანება მოჰყვა მის კითხვას — რატომ არ უჩნდება მოსამართლეს კითხვა, როგორ "გაიტაცეს" 29 მაისს ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან და როგორ მოხდა მისი დაკავება სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე.
"ფორმალურად მქონდა ღამის 12 საათამდე გირაოს გადახდის ვადა და 9 საათზე გაიტაცეს ის ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გელაპარაკებათ და კითხვა არ გიჩნდებათ რა მოხდა და უნდა დამისვათ ახლა კითხვა, რატომ არ ვიხდი იმ უსამართლო ჯარიმას. ის გაინტერესებთ რაზეც პასუხი გაქვთ და ის არ გაინტერესებთ ვინ გამიტაცა და აქ როგორ აღმოვჩნდი.
თქვე ახლა უნდა იმსჯელოთ ვინ არის მტყუანი და მართალი. თქვენ რა სიმართლე უნდა დაადგინოთ? ნუ გწყინთ, რომ არც "მოსამართლეს" გიწოდებთ და ვერც "ბატონოს" დაგიძახებთ. იმიტომ, რომ კითხვა არ გიჩნდებათ, როგორ აღმოვჩნდი აქ. არ მიკვრის. აქ ასობით ნაცემი და ნაწამები ადამიანი მოჰყავდათ თქვენთან და თქვენს კოლეგებთან და იმათ არ ეკითხებოდით ვინ აწამა და ისე უსჯიდით ადმინისტრაციულ პატიმრობას", — განაცხადა მელიამ.
მანამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მელიას თქმით, მისი დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა.
"მძღოლის ჩათვლით იყო 11 ადამიანი სამარშრუტო ფურგონში, სადაც მე ძალის გამოყენებით გამიტაცეს. მოხდა გატაცება, ძალის ძალიან არასწორი გამოყენებით მანქანაში ჩატევა, მერე ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონის წართმევა, მერე ერთ-ერთის დაუოკებელი სურვილი, რომ მოეხსნათ კოდი ჩემს ტელეფონზე", — თქვა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისს, საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
ნიკა მელიას ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მელიას სასამართლო დღეს, 30 მაისს, 14:00-ზეა ჩანიშნული. პოლიტიკოს გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. მანამდე ის აცხადებდა, რომ სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ამ მუხლით ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკავებული არიან.
- ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა
- საერთაშორისო გამოხმაურებები ნიკა მელიას დაკავებაზე
- წინააღმდეგობის ფლატფორმა: ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.
- "საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!" — ნიკა გვარამია გელა გელაძეს ნიკა მელიას დაკავებაზე
- ადვოკატი: "ათეულობით პოლიციელი დაესხა თავს ნიკას, იქცეოდნენ, როგორც კრიმინალები"
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები