ისტორიის საგანი
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას.
ისტორია, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საგანთაგან, რომლებითაც ადამიანი წარმოდგენას იქმნის მის გარშემო არსებული სამყაროს შესახებ.
რა თქმა უნდა, ამას იშვიათად ხვდება ის ახალგაზრდა, რომელიც ჩახუთულ საგამოცდო ოთახში ზის, წერს ბუნდოვან გამოცდას იმისთვის, რომ შემდეგ ბუნდოვან ფაკულტეტზე, ბუნდოვანი საგნები ისწავლოს, დაამთავროს უნივერსიტეტი და ბუნდოვანი საქმე აკეთოს სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალგაზრდას ვერ დავადანაშაულებთ იმის გამო, რომ მან უარი თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი საგნის შემეცნებაზე, რადგან მისი განათლება ხელთ ებარათ ცრუ სპეციალისტებსა და უკუღმართ საგანმანათლებლო სისტემას, რომლებიც ისტორიას ფაქტების კრებულად აღიქვამენ.
ადამიანი თავისუფალია, იყოს სულელი და უმეცარი, თუმცა უმეცრება საშიში მაშინ არის, როცა ის საზოგადოების მმართველ ინსტიტუტებშია გაჯერებული.
ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას მავანზე, რომელმაც ისტორიის წიგნი დაწერა, იმის მიხედვით, თუ რომელი ისტორიული ფაქტების შეტანა ჩათვალა საჭიროდ და რომელი მოვლენების გამოტოვება არჩია.
თუ მავანი მოგვითხრობს ქრისტეფორე კოლუმბის გენიალურ თავგადასავლებზე და აღმოჩენებზე, მაგრამ ამასთანავე არ ახსენებს იმ გენოციდს, რომელიც მან ადგილობრივ მოსახლეობას მოუწყო, მაშინ ავტორი ცდილობს შეცდომაში შეგიყვანოთ და დაგარწმუნოთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა სინამდვილეში საქები აღმოჩენა ყოფილა.
ის ისტორია, რომელსაც ახალგაზრდები სწავლობენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ემპირიულ დაკვირვებას ეყრდნობოდეს, ხშირად სასტიკად მიკერძოებულია. საქართველოში მიკერძოებულ ისტორიის წიგნთაგან ყველაზე მიკერძოებული, ცხადია, სასკოლო წიგნებია.
განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ისტორიის სასკოლო წიგნების მიხედვით, გარდა იმისა, რომ ბევრი შეიძლება ითქვას მათ ავტორებზე, ბევრი შეიძლება ითქვას მთავრობასა და ბოლოს საქართველოს მოსახლეობაზე, ჩვენს შიშებზე, ცრურწმენებსა და არასრულფასოვნების კომპლექსებზე.
ფაქტი, რომ ქართველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართველები ყველაზე მაგრები ვართ“, და რომ „ტრადიციები უნდა დავიცვათ“ იმიტომ, რომ მათ ვიღაცები გვართმევენ ან წაგვართმევენ, მეტწილად დანერგილია სასკოლო განათლებით, რომელზეც ჯერ წინა თაობები, შემდგომ კი ახალი თაობა გაიზარდა.
ისტორიის საგანზე არსებული ქართული სახელმძღვანელო ვრცლად მოგვითხრობს საქართველოს ადრეულ ისტორიაზე, თუმცა ძალიან ცოტას ამბობს ახლო წარსულში განვითარებულ მოვლენებზე. მოვლენებზე, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია დღევანდელი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის შესაფასებლად და გასააზრებლად.
მასწავლებლების გაკვეთილები და წიგნები, რომლითაც ისინი ასწავლიან, ადრეული წარსულის ოდად და ტრფობად შეიძლება ჩაითვალოს. რომანტიზმი წარსული ფაქტებისადმი და უაზრო, უსარგებლო, პრიმიტიული პატრიოტული წერის სტილი აჩენს განცდას, თითქოს საქართველოს წარსულ დღეებში იმალებოდა რაღაც ხელშეუხებელი „დიდება“, რომელიც ახლა გაქრა. მართლაც, რა უბედურია ერი, რომლისთვისაც ყველაზე აღსანიშნავი და საამაყო პერიოდი მეთერთმეტე საუკუნეში იყო?
ფაქტი, რომ ქართველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართველები ყველაზე მაგრები ვართ“, და რომ „ტრადიციები უნდა დავიცვათ“ იმიტომ, რომ მათ ვიღაცები გვართმევენ ან წაგვართმევენ, მეტწილად დანერგილია სასკოლო განათლებით, რომელზეც ჯერ წინა თაობები, შემდგომ კი ახალი თაობა გაიზარდა.
ისტორიის სწავლების მიზანი არ უნდა იყოს ფაქტების შესახებ თხრობა ან პატრიოტიზმის გაღვივება. ისტორიის, ისევე როგორც ნებისმიერი სასკოლო საგნის, მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაციონალური და ემპირიული აზროვნების განვითარება. გარდა ამისა, ისტორია არ უნდა მოგვითხრობდეს მხოლოდ პოლიტიკოსებზე, დიდებულებსა და ქურუმებზე, რომლებიც ბოროტად სარგებლობდნენ თავისი ქვეყნის ხალხით პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ომებისთვის, ექსპლოატაციისა და უმოწყალო ბატონობისთვის. სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებს უნდა ესმოდეთ იმ უბრალო ადამიანების შესახებ, რომლებიც მუდამ ითხოვდნენ თავისუფლებას, სამართლიანობას და ებრძოდნენ კაცობრიობის ბოროტ ბატონებს, ცივსისხლიან კორპორაციებს, უმოწყალო მთავრობებსა და რელიგიურ დიქტატორებს.
ისტორიის წიგნებში ყველაზე მეტად იმ ხალხის ხმა იკარგება, ვინც ისტორიას ქმნიდა.
გთავაზობთ ჩემი საყვარელი ისტორიკოსის, ჰოვარდ ზინის ციტატას;
ქვეყნები არასდროს არიან საზოგადოებები და არასდროს ყოფილან. ნებისმიერი ქვეყნის ისტორია, წარმოდგენილი როგორც რაღაც ოჯახის ისტორია, მალავს მძლავრ ინტერესების კონფლიქტს (ხშირად ფეთქებად, ხშირად რეპრესირებულს): დამპყრობლებსა და დაპყრობილებს, ბატონებსა და მონებს, კაპიტალისტებსა და დასაქმებულებს, დომინანტებსა და დაჩაგრულებს შორის. რასისა და სქესის მიხედვით ძალადობას... ჯალათებისა და მსხვერპლთა მიერ წარმართულ მსოფლიოში მოაზროვნე ხალხის ვალდებულებაა, როგორც კამიუ იტყოდა, არ იყვნენ ჯალათების მხარეს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები