თბილისის მერია ტროტუარზე პარკირებას ალტერნატივის გარეშე აკრძალავს
კითხვაზე, თუ სად გააჩერებენ მძღოლები მანქანებს სექტემბრიდან, თბილისის მერიას პასუხი არ აქვს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო კომერსანტში სტუმრობისას განაცხადა, რომ თბილისის მერია სექტემბრიდან ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას გეგმავს.
ნარმანიას თქმით, მერიამ სითი პარკს უკვე ჩამოართვა ტროტუარებზე პარკირებისთვის განკუთვნილი 2,000 ადგილიდან 500, ხოლო ამ ზაფხულს დარჩენილი 1,500 ადგილის ჩამორთმევასაც გეგმავს.
"როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოჰყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადაადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა" - თქვა ნარმანიამ.
კითხვაზე, თუ სად შეძლებენ სექტემბრიდან მძღოლები მანქანის გაჩერებას, მერიაში განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით, ნარმანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ:
"რადიო კომერსანტში იყო მერი მისული და ეგ ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამ თემაზე მერია დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებს".
სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლევან ტაბიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მერიამ ერთპიროვნულად მიიღო, და მას კომპანია ემორჩილება.
ტაბიძის თქმით, სითი პარკი მხოლოდ მერიისგან მიღებული დავალების საფუძველზე შეძლებს ახალი საპარკინგო ადგილების მონიშვნას:
"კომპანია სითი პარკი არ იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად გააჩერებენ მანქანებს მოქალაქეები. ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს მერია და ეს მათი პრეროგატივაა. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური განსაზღვრავს, თუ სად უნდა იყოს პარკირება და სად უნდა იყოს აკრძალული, ამის შემდეგ ის გადმოგვცემს ჩვენ კონკრეტულ მისამართებს და ამის შემდეგ ხდება ინფრასტრუქტურის მოწყობა სითი პარკის მიერ. ამაში იგულისხმება საპარკინგე ნიშნების დამონტაჟება და გზის თეთრად მონიშვნა, იმისთვის რომ მძღოლებმა იცოდნენ, როგორ და სად გააჩერონ ავტომობილი, შესაბამისად თუ მერია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეებმა არ უნდა გააჩერონ მანქანები ტროტუარზე, ამას სითი პარკი დაემორჩილება".
სითი პარკის წარმომადგენლის თქმით, მიიღებენ თუ არა ინფორმაციას მერიისგან საპარკინგო ადგილების სივრცის მონიშვნის შესახებ, ისინი ამ ადგილებს ინფრასტრუქტურულად მოაწყობენ.
"ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება იქნება შესრულებული" - აცხადებს ლევან ტაბიძე.
მერიისთვის ჯერჯერობით უცნობია, სად გააჩერებენ მძღოლები მანქანებს სექტემბრიდან.
განახლება:
სტატიის სათაური თავდაპირველად იყო "ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება - პროექტი მერიას 20-25 მლნ დაუჯდება". აღნიშნული დაწერილია რადიო კომერსანტის ვებსაიტზე 16 ივნისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სადაც ეწერა:
"სითი პარკის პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო კომერსანტის გადაცემაში, „კომერსანტის დროით“ განაცხადა".
სტატიის დაწერის დროს, On.ge დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ აღნიშნულ თემაზე თბილისის მერიის პრესსამსახურისგან დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გამოგვეყენებინა კომერსანტის საიტზე 16 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაცია.
მერიის პრესსამსახური დაგვიკავშირდა 17 ივნისს და გვითხრა, რომ თბილისის მერიას არანაირი თანხა არ დაუჯდება პარკირების აკრძალვა და კომერსანტის ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ ამიტომ შეიცვალა ჩვენი სტატიის სათაური.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები