"რეალური სივრცის" გუნდმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა
"რეალური სივრცის" გუნდმა "პირველი არხის" მენეჯმენტის შეთავაზებაზე — მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა. ისინი აცხადებენ, რომ არხის მენეჯმენტს სურს, "გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს".
"30 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული ტოქშოუს წამყვანთან და სახესთან — ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული ტოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.
ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში. ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არც ერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას — ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
მენეჯმენტის მერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი — საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა რამდენჯერმე, იმ კონკრეტული სახელებითა და გვარებით, რომელსაც შეინახავს ამ არხის საქმისწარმოების დეპარტამენტი, კანცელარია, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა - რეალური სივრცე და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი", — ნათქვამია განცხადებაში.
გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვის შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლებს 30 აპრილს წერილობით აცნობა. მანამდე, 11 აპრილს, არხიდან გაათავისუფლეს გადაცემის წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი.
მეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ:
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "რეპუტაციული ზიანის მიყენების" საფუძველზე კიდევ 3 თანამშრომელს მისცა გაფრთხილება
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი ტელეკომპანია "იმედს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ
- "დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის 6 თანამშრომლის მიმართ" — პირველი არხი განცხადებას ავრცელებს
- საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის 9 თვეში 806 152 ლარი დაიხარჯა
- ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აპირებს, რომ საზმაუს სამსახურიდან გათავისუფლებაზე განმარტება მოსთხოვოს
- EFJ: თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს [ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს] დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საზმაუ უნდა გაირიცხოს EBU-დან
- საია: ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება "მოამბის" წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია
- სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს
- "დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს" — საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია განახლდა
- "მედიის ადვოკატირების კოალიცია" საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას გადადგომისკენ მოუწოდებს
- საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო აქციის მონაწილე თანამშრომლები მენეჯმენტთან ღია ეთერის მოთხოვნით შევიდნენ
- სამეურვეო საბჭო: მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება
- საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
- საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი გრძელდება
- საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
- 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია: [საზმაუ] ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული, ობიექტური მედია და პირდაპირ ეთერში არ აშუქებს ევროპარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას
- საზმაუს თანამშრომლების ნაწილი: დაეთმოს ჩვენი ეთერები საჯარო დისკუსიებს
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები