საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
ფოტო: GPB / Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებელი, დღის ეთერის გახსნის შესახებ, საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნას განცხადებით პასუხობს.
NEWS.On.ge პირველი არხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც დაფუძნებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც ეროვნული მაუწყებელი და პასუხისმგებლიანი მედია, თავის საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც.
მესამე კვირაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და პირველი არხის ეთერში ასახავს ყველა იმ მოვლენას, ყველა საპროტესტო აქციის, მარშის და მსვლელობის ჩათვლით, რაც მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებში.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული აქციის მონაწილეები იყენებენ ფრაზას „მოპოვებული ეთერი“, აღნიშნულს კატეგორიულად არ ვიზიარებთ და მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის უზრუნველყოფდა, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებული მოსაზრებები გაჟღერებულიყო მაუწყებლის ეთერიდან.
საგანგებო რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილება – საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, კვლავ ძალაშია და გაგრძელდა მაუწყებლის მიერ განსაზღვრული ფორმატის ფარგლებში. ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იყოს გააზრებული, დაცული და უზრუნველყოფილი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა და მასზე ნებისმიერი სახის ზეწოლის დაუშვებლობა, რაც კონსტიტუციით და კანონით არის გარანტირებული და დაცული.
მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წამოყენებულია ახალი მოთხოვნა „დღის ეთერის გახსნის“ შესახებ. აღსანიშნავია, რომ არხის მენეჯმენტს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან. ყველა ამ შეხვედრაზე დაფიქსირებულია არხის პოზიცია, რომ საინფორმაციო სამსახური ყოველდღიურად განაგრძობს სპეციალურ რეჟიმში მუშაობას, როგორც დღის, ასევე საღამოს ეთერში, ხოლო საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, მათ მიერ შერჩეულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.
საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია და დაუშვებელია, მასზე დემოკრატიის სახელით ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ზეწოლა, რამდენადაც მას აქვს პროფესიული ვალდებულება, დამოუკიდებლად დაგეგმოს ფორმატები და სამაუწყებლო ბადე.
მოვუწოდებთ საინიციატივო ჯგუფს, შეწყვიტონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლა – მაუწყებელი იქცეს მხარედ, პოლიტიკურ აქტორად და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ არის მისი ფუნქცია ან ვალდებულება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთგული რჩება ფუნდამენტური ღირებულებების, პირველ რიგში, სამართლიანობის და ჟურნალისტური პრინციპების – ეთერი დაეთმოს ყველა მნიშვნელოვან თემას და მოეწყოს საჯარო დისკუსიები, რომელიც, ჩვენი აზრით, ემსახურება პოზიციების დაახლოებას და არა რადიკალიზაციას." — ნათქვამია საზმაუს განცხადებაში.
ცნობისთვის, 23 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა (79 თანამშრომელი) ტელევიზიის შენობასთან ბრიფინგზე, განცხადება წაიკითხეს და არხის მენეჯმენტს მოუწოდეს, "ამ კრიტიკულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი".
მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვის თუ ოფიციალური წერილის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზით ეთერს არ ხსნის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნების შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.
"ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური. მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში ტექნიკურად დღის რამდენიმესაათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, თამარ მშვენიერაძემ.
საზმაუსთან პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეები დღის ეთერის გახსნას და თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას ითხოვენ.
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები