ქუმსიშვილი: ჩვენი და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებაზე, ერთმანეთს ემთხვევა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკთან საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით წარსდგა, რომელშიც მან მსოფლიო ბანკთან წარმატებულ ურთიერთობებსა და განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
საზეიმო მიღებას, რომელიც თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა, ასევე დაესწრო და მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა.
საზეიმო მიღების მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ მთავრობის, პარლამენტის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები, მოისმინეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიდეომისალმება.
მიღება საქართველო-მსოფლიო ბანკის 25-წლიანი თანამშრომლობისადმი მიძღვნილი საზეიმო დღის წესრიგის ბოლო ღონისძიება იყო.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით.
„მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) კერო სექტორში ჩართულობისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარით დენომინირებული ბონდების გამოშვება. დარწმუნებულები ვართ, IFC-ისთან ერთად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორი კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სხვა არაერთი საკითხის გარდა, ქუმსიშვილის მიმართვა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა მიმართ, შეეხო ტურიზმის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს:
"მადლობას გიხდით რეგიონალური განვითარების პროექტების მხარდაჭერისთვის, რომელმაც მნიშვნელოვანი ბიძი მისცა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას, ჩვენს რეგიონებში ტურისტების გააქტიურებას. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ნაწილშიც. წელს 7,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ავალთ 11 მილიონ ტურისტზე, როგორც ეს სტრატეგიაში გვიწერია“.
ქუმსიშვილის თქმითვე, ხელისუფლებისა და მსოფლიო ბანკის ხედვა ქვეყნის განვითარებასთან მიმართებაში, ერთმანეთს ემთხვევა, ისევე როგორც, თანხვედრაშია გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ფორუმზე, ასევე, მოხსენება გააკეთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.
ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი მერსი ტემბონი, ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
ინფორმაცია შეხვედრის შესახებ, ასევე, ქუმსიშვილის გამოსვლის ტექსტი, ფინანსთა სამინისტრომ პრესსამსახურმა გაავრცელა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები