ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს — წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ
ფოტო: France 24
ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალი მიმდინარეობს. დაკრძალვაზე იმყოფებიან მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ცერემონიალს ესწრებიან ასევე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. AP News-ის ფოტოებში გამოჩნდა "ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.
ფოტო: AP News
ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება ასევე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სოციალურ ქსელში ზურაბიშვილმა თვითმფრინავის ბორტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთადაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მოლაპარაკებები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართეს. ამის შესახებ CNN წერს.
ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეხვდნენ.
ფოტო: CNN
ზელენსკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა და ლიდერები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, შესაძლოა, შაბათს გვიან.
რომში ჩასვლისთანავე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ გასული პარასკევი „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარგი დღე“ იყო.
"ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან და ახლა ორივე მხარეს უმაღლეს დონეზე შეხვედრა სჭირდება, რათა "ამის დასრულება" მოხდეს. "ძირითადი პუნქტების უმეტესობაზე უკვე შეთანხმებულია. შეწყვიტეთ სისხლისღვრა", — წერს ამერიკის პრეზიდენტი.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას მართვას საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომსა და კონფლიქტის მოგვარების გზებს განიხილავენ.
ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში.
პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
კათოლიკურ სამყაროში 9-დღიანი გლოვა დაიწყო. გარდაცვალებიდან 15-20 დღეში ვატიკანის სიქსტის კაპელაში ახალი პაპის არჩევის კონკლავი დაიწყება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არაა ცნობილი.
-
სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
-
მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები — Stranger Things-ის დაწყებიდან დღემდე
გადახედვა
-
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დაბარებული მოქალაქეების ნაწილის სასამართლო პროცესები 2026 წლის იანვარში გადაიდო
გადახედვა
-
კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია
გადახედვა
-
ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
გადახედვა
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია სახლი 71 ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
გადახედვა
-
სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი სილქ ბანკის საახალწლო შეთავაზება: მერე’ს ახალი წელი
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
კომენტარები