გორში, სასტუმროს შესასვლელში სტალინის 3D ფორმატის ნახატი გამოფინეს
გორში, სასტუმრო ვიქტორიას შესასვლელთან იოსებ სტალინის 3D ფორმატის ნახატი გამოფინეს. ქუჩაში გამვლელებს სტალინის ფოტოს დანახვა სასტუმროს ვიტრინიდან შეუძლიათ. სასტუმროს ამსახველი ვიდეოკადრები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
სასტუმროს მეპატრონემ და საზოგადოება გორელების ხელმძღვანელმა, ზურაბ წკრიალაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის ბელადის პატივისცემის გამო მიიღეს. მისივე თქმით, გორელების საზოგადოებამ სტალინის ძეგლის აღდგენისთვის 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვა:
"ხალხს უნდა, რომ აღდგეს სტალინის ძეგლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა, იმ არაკაცმა და არაადამიანმა მოხსნა და დაანგრიეს. ვანდალიზმი მოახდინეს ღამის ორ საათზე. სტალინის ძეგლის გარშემო კაციშვილი ვერ მიდიოდა, რომ ეთქვა რატომ აკეთებთ მაგას."
კითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია სტალინის ფოტოს გამოფენა, მაშინ როდესაც თავისუფლების ქარტიის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის საჯარო სივრცეში გამოყენება აკრძალულია, ზურაბ წკრიალაშვილმა გვიპასუხა:
"წაიკითხეთ თქვენ სტალინზე, ისტორიკოსები რასაც წერენ სტალინის შესახებ, კარგები ამოკრიფეთ იქიდან. თქვენ რასაც მელაპარაკებით საერთოდ არ მაინტერესებს, თქვენ ხართ ერთ-ერთ ჟურნალისტი ანტისტალინელი. გორის საზოგადოება გორელები არიან სტალინელები. გამოჩენილი აკადემიკოსებისა და ისტორიკოსების ძალიან ბევრ ნაშრომს და წერილს კითხულობენ და იმის საფუძველზე გვიყვარს ჩვენ ეს პიროვნება და პატივს ვცემთ."
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის თქმით, თუ კომუნისტური სიმბოლიკა ხელმისაწვდომია ეს დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო კომისიამ უნდა იმსჯელოს:
"ამ ვალდებულების შეუსრულებლობას [თავისუფლების ქარტიით გათვალისწინებული წესები დარღვევა] პირველ რიგში მოჰყვება პირველ ჯერზე პირის გაფრთხილება და გაფრთხილების პირობის განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოჰყვება ათასლარიანი ჯარიმა."
არა ფობიას კვლევის ფარგლებში, არაერთხელ გამოვლენილა, რომ საზოგადოება გორელები სხვადასხვა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამებით გამოირჩევიან.
2010 წლის 25 ივნისს, გვიან ღამით, გორის ცენტრში საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ძეგლი აიღეს. ძეგლი გორში, სტალინის მუზეუმში გადაიტანეს, მის ადგილად კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე სტალინური საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი დაიდგა.
ექსვმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ცხრამეტრიან კვარლცხბეკზე 1952 წელს სტალინს მშობლიური გორის ცენტრში სიცოცხლეშივე დაუდგეს.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები