საუკეთესო მომენტები სომხეთი vs საქართველოს მატჩიდან — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთა ლიგის სარელეგაციო პლეი ოფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასვლით შეხვედრაზე სომხეთის ნაკრები ანგარიშით — 3:0 დაამარცხა. ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე შეხვედრაში მოიპოვა უდიდესი უპირატესობა. ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მეორე, თბილისში გამართული შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
მატჩის საუკეთესო მომენტები
ქოჩორაშვილი (33’), მიქაუტაძე (37’), მიქაუტაძე (59’).
ვილი სანიოლმა მატჩამდეც დააანონსა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტრადიციული სამმცველიანი ტაქტიკით არ ითამაშებდა და სიახლეები იქნებოდა, როგორც ტაქტიკურად, ისე შემადგენლობის მხრივ — ამჯერად ვილიმ 4-3-2-1 განლაგება და შემდეგი თერთმეტეული შეარჩია:
მამარდაშვილი — კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი — კვეკვესკირი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი — დავითაშვილი, ჩაკვეტაძე — მიქაუტაძე.
წიტაიშვილი (66’), ზივზივაძე (66’) მექვაბიშვილი (66’), დვალი (70’), გოჩოლეიშვილი (75’).
ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებულები იყვნენ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია და გუნდის უდავო ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. მიუხედავად ამ დანაკლისისა, საქართველომ კარგი სისტემური ფეხბურთი აჩვენა და წინასწარ ჩაფიქრებული ტაქტიკური სვლები შესანიშნავად განახორციელა.
თამაში შედარებით მძიმედ დაიწყო. პირველ წუთებში რთული გამოდგა ბურთის გათამაშება, შენარჩუნება და დაცვიდან შეტევაზე გადასვლა, თუმცა მეტოქესაც ჰქონდა მსგავსი პრობლემები, განსაკუთრებით დაცვის ხაზში ბურთის გათამაშების კუთხით. საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის ეს სისუსტე კარგად გამოიყენა და შესანიშნავი პრესინგის ფონზე რამდენიმე კონტრიერიშიც მიიტანა. 33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა გაზარდა ზეწოლა მეტოქის საყრდენ ზონაში, ბურთი გაითამაშა კიტეიშვილთან, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა — 0:1 საქართველოს სასარგებლოდ.
პირველი გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სანაკრებო კარიერაში პირველი საგოლე ბურთი გადასცა წინ მცველების მიერ უმეთვალყურეოდ დატოვებულ გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ზუსტი დარტყმით გოლი გაიტანა და ანგარიში — 0:2 გახდა.
შესვენებაზე საქართველოს გუნდი ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. შესაბამისად, სავარაუდო იყო, რომ სომხეთის ნაკრები ცვლილებებს განახორციელებდა, შედეგად, მათი ნაკრები დიდი ძალით გადმოვიდოდა შეტევაზე, რის გამოც საქართველოს ნაკრებს დამატებითი შანსები გაუჩნდაა კონტრიერიშებზე. შედეგად, 59-ე წუთზე საქართველოს გუნდის საჯარიმოს მისადგომებთან, ქოჩორას ჩაჭრის წყალობით, მიქაუტაძემ ჩაკვეტაძეს გადასცა სივრცეში ბურთი, ჩაკვემ კი ყველაზე სწორ დროს დაუბრუნა ის ჟორჟს, რომელმაც ცარიელ კარში გოლი გაიტანა.
სომხეთი vs საქართველო — ანგარიში: 0:3
მესამე გოლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა, თამაში ანგარიშით — 0:3 დასრულდა.
რაც შეეხება სომხების შეტევებს, კარისკენ მათ ჯამში 8-ჯერ დაარტყეს, კარის ჩარჩოში კი მხოლოდ 2-ჯერ და ორივე შემთხვევაში გიორგი მამარდაშვილმა მოახერხა ბურთის დამაჯერებლად მოგერიება.
განსაკუთრებით გამოსარჩევია იტალიური ემპოლის 20 წლის მცველი, საბა გოგლიჩიძე, რომელმაც თამაშის ყველა ეპიზოდში გამოავლინა საკუთარი ტალანტი და ყველანაირი შანსი წაართვა სომეხ შემტევებს. რაც მთავარია, საბა უშეცდომო იყო პოზიციურ თამაშში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან შესრულებული დუბლით საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში გადაუსწრო თემურ ქეცბაიასა (16 გოლი), ხვიჩა კვარაცხელიას (17 გოლი) და 18 გოლით მეორე ადგილზე გადავიდა. თუმცა, ის ჩამორჩება ქართული ფეხბურთის ლეგენდას, 26-გოლიან შოთა არველაძეს.
განმეორებითი შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. თბილისურ შეხვედრაში დაბრუნდებიან გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. საინტერესოა, ამჯერად რა ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართავს ვილი სანიოლი და როგორი იქნება ჩვენი თერთმეტეული.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები