წინა საუკუნის 10 სექსისტური რეკლამა
“აჩუქე ეს მშვენიერი მტვერსასრუტი მეუღლეს” ან “ტაფების ნაკრები მხოლოდ განსაკუთრებული დიასახლისისთვის” - სწორედ ასეთი რეკლამებია.
8 მარტის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ მომხმარებლების აუდიტორიას თავი მოაწონონ ქალებისადმი მიძღვნილი სარეკლამო შეთავაზებებით, ხშირად ეს შეთავაზებები თუ ფასდაკლებები საკმაოდ სექსისტურია და ქალის კონკრეტულ გენდერულ როლს უსვამს ხაზს, მაგალითად “აჩუქე ეს მშვენიერი მტვერსასრუტი მეუღლეს” ან “ტაფების ნაკრები მხოლოდ განსაკუთრებული დიასახლისისთვის” - სწორედ ასეთი რეკლამებია, სადაც ქალის ძირითად როლად შინ საქმიანობა, სამზარეულოში ტრიალი და სახლის დალაგება მოიაზრება.
სექსისტურ რეკლამებს, ისევე, როგორც გენდერულ სტერეოტიპებს და სექსიზმს, ხანრძლივი ისტორია აქვთ და ამ სტატიაში სწორედ ის ძველი რეკლამები შეგიგროვეთ, რომელიც დღეს რომ გვენახა, აუცილებლად შოკში ჩაგვაგდებდა.
1. მამაკაცის ფეხსაცმლის რეკლამა ჟურნალ ფლეიბოიში, 1974 წელი.
“(ქალი) იქ დააბი, სადაც მისი ადგილია”
ფოტო: Playboy
2. სიგარეტის რეკლამა, 1969 წელი.“შეაბოლე სახეში და ყველგან გამოგყვება”
3. საუზმის ბურღულის რეკლამა 1930-40-იანი წლებიდან, რომელშიც “იმდენი ვიტამინია, რომ ცოლები შეუჩერებლად ალაგებენ სახლს და ამზადებენ საჭმელს”. “რაც უფრო მძიმედ შრომობს ცოლი, უფრო საყვარლად გამოიყურება".
ფოტო: Kellogg
4. ფოლკსვაგენის რეკლამა 1960-იანი წლებიდან, სადაც დამტვრეული მანქანა ხაზს უსვამს, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან, მანქანის მართვა არ შეუძლიათ და სახლისკენ გზად ყველაფერს დაეჯახებიან. “ადრე თუ გვიან, შენი ცოლი სახლში მაინც მოაღწევს. ეს კი ფოლკსვაგენი ყოლის საუკეთესო მიზეზია”
5. ქალის მიერ მანქანის ცუდად მართვაზე კიდევ ერთი რეკლამა, სადაც ქალი დაჭყეტილი თვალებით არის გამოსახული, ხოლო სლოგანით ვიგებთ, რომ ეს ავტომატური მანქანაა “მარტივად სამართავად”.
6. მამაკაცის ჯემპრის რეკლამა სლოგანით “კაცები ქალებზე უკეთესები არიან”, სადაც რეკლამა გვიხსნის, რომ ვინაიდან ქალის ადგილი სახლშია, გარეთ კი მათი “თრევა” კაცებს უწევთ, ამიტომ სჯობს შეიძინოთ ეს ჯემპრი, რათა ყველგან, შინ და გარეთაც, კარგად გამოიყურებოდეთ.
7. ლუდის რეკლამა, სადაც ქალი აუცილებლად დიასახლისია, თანაც ცუდი, თუმცა, სამზარეულოში რაც არ უნდა გააფუჭოს, ლუდს ხომ მაინც ვერ დაწვავს.
8. სამზარეულოში “ბზრიალის” 1961 წლის რეკლამა Kenwood-ისგან, სადაც კონკრეტული აპარატის ღირსება წარმოჩენილია, რომ ის ყველაფერს აკეთებს, გარდა საჭმლის მომზადებისა, ამისთვის ხომ უკვე არსებობს - ცოლი.
9. Hoover-ის მტვერსასრუტის საშობაო რეკლამა 1950-იანი წლებიდან.
“შობის დილას, ის Hoover-ით გაბედნიერდება”
10. კეტჩუპის ბოთლის ახალი თავსახურის რეკლამა 1953 წელს, სლოგანით:"რას გულისხმობ, ქალსაც კი შეუძლია გახსნას?"
ზოგიერთი ამ რეკლამიდან უკვე თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალების ობიექტივიზაცია და გენდერული სტერეოტიპები რეკლამაში ისევ ცოცხალია. ფორმა შეიცვალა, მაგრამ არსი იგივე დარჩა – ქალებს ისევ ხშირად ხედავენ, როგორც ნივთის, სახლის ან მამაკაცის დამატებას. თუმცა, იმედია, დროსთან ერთად ეს საკითხიც უკეთესობისკენ შეიცვლება.
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო მიხეილ სარჯველაძე: ჯუმბერ ბოლქვაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო
გადახედვა
-
სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს სინგაპურში მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ატომური საათი შექმნეს
გადახედვა
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მოგების მიღებას დაჰპირდა და ₾90 500 მიითვისა
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
კომენტარები