ბლექ სი არენაზე 16 და 17 სექტემბერს დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტი წელს აღარ ჩატარდება, მიზეზად კი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ბლექ სი არენაზე კონცერტის გადადებასთან დაკავშირებით 11 საათზე საქართველოს ბანკის სოლოს ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

5 სექტმბერს Solo-მ გაავრცელა ინფორმაცა, რომ კონცერტმა შესაძლოა მაქსიმუმ სამი კვირით გადაიწიოს.

ელტონ ჯონის ვებსაიტზე საქართველოში გასამართი კონცერტის თარიღები ჯერ არ შეცვლილა.