თეთრი კვამლი ვატიკანის თავზე — რა მოხდება პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ?
დღეს მსოფლიომ უმნიშვნელოვანესი სიახლე შეიტყო: პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
მართალია, ფრანცისკემ წინა წელს საკუთარი პანაშვიდის სცენარი დაამტკიცა და გლოვისა და დაკრძალვის ტრადიციული პროცესიდან რამდენიმე საკრალური რიტუალი ამოიღო, თუმცა ვატიკანში მისი სიკვდილისთანავე დაიწყება დეტალებში გათვლილი პროცესების მთელი რიგი, რომლებიც ეკლესიაში უკვე საუკუნეებია, ყალიბდება. ზოგი ტრადიცია ანტიკური რომიდან იღებს სათავეს.
როცა პაპის დაკრძალვის წმინდა ცერემონია დასრულდება, კარდინალთა საბჭო კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურს აირჩევს, ისე, როგორც ჰოლივუდის ახალ ფილმში, კონკლავშია ნაჩვენები. ახალი პაპის არჩევას მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით ადამიანი დაელოდება, თუმცა ეს რელიგიურ-პოლიტიკური სენტიმენტებითა და დრამატიზმით გაჯერებული საიდუმლო პროცესი ვატიკანის კედლებს მიღმა, საიდუმლოდ ჩატარდება.
პაპის სიკვდილი
ფოტო: Getty Images
ტრადიციულად, პაპის სიკვდილის დადასტურება რომის პაპის კარის უფროსი მოხელის, კარდინალი კამერლენგოს პასუხისმგებლობაში შედის. ამჟამად ამ პოზიციას ირლანდიური წარმოშობის კარდინალი, კევინ ფარელი იკავებს.
შესაბამისად, სწორედ ფარელი იქნება ის ადამიანი, რომელიც პაპს მის პირად სამლოცველოში მოინახულებს და მის სახელს დაიძახებს. როცა ფრანცისკე ფარელს პასუხს არ გასცემს, ეს მისი სიკვდილის დამადასტურებელი იქნება. თანამედროვე ეპოქაში ეს ტრადიცია ცერემონიული სახისაა, რადგან პაპის სიკვდილს, როცა ეს მომენტი დადგება, მისი ექიმები დაადასტურებენ და არა სასულიერო პირები. ტრადიციის მიხედვით, პაპის ბეჭედი, რომელსაც ის ოფიციალური დოკუმენტების დასალუქად იყენებს, განადგურდება, რაც მისი მმართველობის დასასრულის ნიშანი იქნება. ამის შემდეგ პაპის პირადი ოთახები დაიკეტება, კამერლენგო კარდინალთა საბჭოსა და ეკლესიის მოხელეთა სამმართველო ჯგუფს პაპის გარდაცვალების შესახებ შეატყობინებს. დანარჩენი სამყარო კი პაპის სიკვდილის შესახებ ვატიკანის ოფიციალური განცხადებით შეიტყობს.
გლოვის პერიოდი
პაპი ფრანცისკე
ფოტო: Getty Images
პაპის სიკვდილს გლოვის 9 დღე მოსდევს, რომელსაც ნოვენდიალეს უწოდებენ. ეს ტრადიცია ანტიკური რომის პერიოდში ჩაისახა. ეროვნულ გლოვას გამოაცხადებს იტალიაც.
ფრანცისკეს წესს აუგებენ, მის ცხედარს პაპის ტანსაცმლით შემოსავენ და წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მოათავსებენ, სადაც მისი მონახულება და პატივის უკანასკნელად მიგება ასიათასობით მორწმუნეს შეეძლება. აქ აუცილებლად მოვლენ უცხოელი დიპლომატები და პოლიტიკური ლიდერებიც. წარსულში პაპის ცხედარს შემაღლებულ პლატფორმაზე ათავსებდნენ, თუმცა ფრანცისკემ საკუთარი პანაშვიდის ცერემონიის პომპეზურობის გარეშე ჩატარება მოითხოვა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ მას ჩვეულებრივ, ღია კუბოში მოათავსებენ.
ისტორიულად, პაპებს ხშირად უკეთებდნენ ბალზამირებას და ზოგიერთ მათგანს დაკრძალვამდე ორგანოებსაც კი აცლიდნენ — ცნობილი ტრევის შადრევნის სიახლოვეს ეკლესია მდებარეობს, რომელშიც მარმარილოს ყუთებში მოთავსებული 20-ზე მეტი პაპის გული ინახება — თუმცა, ვატიკანი ახლა ამ პრაქტიკას აღარ მისდევს.
იქამდე, სანამ პაპი ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში იქნება დასვენებული, ამ ტაძარსა და დანარჩენ კათოლიკურ სამყაროში ყოველდღიურად აღსრულდება წირვა-ლოცვის ცერემონია. ვატიკანში ამასობაში sede vacante, ანუ "თავისუფალი სკამის", გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ეკლესიის მართვა კარდინალთა კოლეგიას დაევალება. ახალი პაპის არჩევამდე კოლეგიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.
დაკრძალვა
ფოტო: Vatican News
პაპის დაკრძალვის პროცესია, დიდი ალბათობით, მისი სიკვდილიდან 4-6 დღის განმავლობაში შედგება წმინდა პეტრეს მოედანზე. ცხადია, ვატიკანს მგლოვიარეთა დაუსრულებელი რიგები შეავსებს. პროცესიას თავში კარდინალთა საბჭოს დეკანი, 91 წლის იტალიელი ჯოვანი ბატისტა რე ჩაუდგება.
ტრადიციულად, პაპი ვატიკანის აკლდამებში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ქვეშ იკრძალება. აქ თითქმის 100 რომის პაპი განისვენებს, მათ შორის, პაპი ბენედიქტე მე-16, რომელიც პაპის პოზიციიდან 2013 წელს გადადგა და 2022 წელს გარდაიცვალა.
თუმცა, პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამუდამო განსასვენებლად რომში მდებარე წმინდა მარიამის ბაზილიკა შეარჩია, მისი საყვარელი ტაძარი, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობდა. თუ ვატიკანი ფრანცისკეს სურვილს პატივს სცემს, ის ამ საუკუნეში პირველი პაპი იქნება, რომელიც ვატიკანის გარეთ დაიკრძალება.
წარსულში პაპებს სამ კუბოში კრძალავდნენ: ერთი კვიპაროსისგან, ერთი თუთიისგან, ერთი კი თელის ხისგან იყო დამზადებული. კუბოები ერთმანეთში თავსდებოდა. თუმცა, ფრანცისკემ ამ ტრადიციის შეცვლაც მოისურვა და ხისა და თუთიისგან დამზადებულ კუბოში განსვენება მოითხოვა.
ახალი პაპის არჩევნები
კადრი ფილმიდან Conclave
ფოტო: iMDB
პაპის დაკრძალვიდან 2-3 კვირის გასვლის შემდეგ, კარდინალთა საბჭო სიქსტის კაპელაში იკრიბება და კონკლავს, ახალი პაპის არჩევის ზესაიდუმლო პროცესს იწყებს. თეორიულად, პაპობის უფლება ნებისმიერ კათოლიკურად მონათლულ კაცს აქვს, თუმცა უკანასკნელი 700 წლის განმავლობაში პაპებს ყოველთვის კარდინალთა საბჭოს წევრებიდან ირჩევენ.
კათოლიკურ ეკლესიას არსებობის მანძილზე 266 პაპი ჰყავდა. ამ 266 ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროპელი იყო. ფრანცისკე, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო, 1300 წლის მანძილზე პირველი არაევროპელი, სამხრეთ ამერიკელი პაპი იყო.
ხმის მიცემის დღეს სიქსტის კაპელა, რომლის ჭერსაც მიქელანჯელოს ცნობილი ფრესკა ამშვენებს, ილუქება და შიგნით მყოფი კარდინალები გაუთქმელობის ფიცს დებენ. პაპის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 80 წელს მიუღწეველ კარდინალებს შეუძლიათ. ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ არჩევნებში დაახლოებით 120 კარდინალი მიიღებს მონაწილეობას. ისინი სასურველი კანდიდატის სახელს ფურცელზე დაწერენ, ამ ფურცელს კი საკურთხეველზე მოთავსებულ თასში ჩადებენ.
თუ ხმების ორ მესამედზე მეტს პაპობის ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, ხმის მიცემის შემდეგი ეტაპი დაიწყება. თითო დღის განმავლობაში ხმის მიცემის 4-ჯერ ჩატარებაა შესაძლებელი. 2013 წლის კონკლავი, რომელმაც პაპი ფრანცისკე აირჩია, 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ხმის მიცემის 5 ეტაპი მოიცვა, თუმცა ისტორიას ბევრად გრძელი კონკლავებიც ახსოვს. როგორც ცნობილია, მე-13 საუკუნეში ერთი კონკლავი 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მე-18 საუკუნეში კი ახალი პაპის ასარჩევად 4 თვე დასჭირდათ.
"ბიულეტენების" დათვლის შემდეგ ფურცლებს სიქსტის კაპელაში არსებულ ქურაში წვავენ, რომელსაც ვატიკანელი მეხანძრეები ამონტაჟებენ. მეორე ქურაში კი ქიმიურ ნივთიერებებს წვავენ, რომელიც საკვამურიდან თეთრ ან შავ კვამლს უშვებს. სწორედ ეს კვამლი უშვებს სიგნალს მსოფლიოსთან: შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ ახალი პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კი კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაურის არჩევის მანიშნებელია.
ახალი პაპი
წმინდა პეტრეს ტაძარი
ფოტო: Getty Images
მას შემდეგ, რაც პაპს აირჩევენ, კარდინალთა საბჭოს წარმომადგენელი წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი აივნიდან მომლოდინე მორწმუნეებს ლათინურ ლოცვა-განცხადებას, Habemus papam-ს წაუკითხავს, რომელიც ითარგმნება, როგორც "ჩვენ პაპი გვყავს".
შემდეგ არჩეული პაპი, რომელსაც ახალი სახელი უკვე შერჩეული ექნება (სავარაუდოდ, რომელიმე წინამორბედის ან წმინდანის პატივსაცემი სახელი), თეთრ ანაფორაში შემოსილი დაენახვება კათოლიკეებს და მათ საჯაროდ მიმართავს. ასე და ამგვარად, კათოლიკურ ეკლესიას ახალი ლიდერი ეყოლება.
-
მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
გადახედვა
-
ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი: ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის სვლა, ეს არასერიოზულია ცოტნე ივანიშვილი: ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის სვლა, ეს არასერიოზულია
გადახედვა
-
მამა გიორგი წეროძე: დიუშენით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია სოციალური აქცია არაა, ესაა შესაძლებლობა, რომ სიყვარული ოჯახის საზღვრებს გასცდეს მამა გიორგი წეროძე: დიუშენით დაავადებულთა მხარდამჭერი აქცია სოციალური აქცია არაა, ესაა შესაძლებლობა, რომ სიყვარული ოჯახის საზღვრებს გასცდეს
გადახედვა
-
კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული
გადახედვა
-
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
გადახედვა
-
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
-
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
-
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
-
ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე ზღვა, რომელსაც ახსოვს — აფხაზეთი ვენეციის ბიენალეზე
გადახედვა
-
საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან" ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
-
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
გადახედვა
-
სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო სანქცირებულმა "იმედმა" I კვარტალში "მეამას", "ორბის" და "ანაგის" რეკლამებიდან ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო
გადახედვა
-
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით
-
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია
გადახედვა
-
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის — ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
კომენტარები