ვან ლანშოტი: დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვა არის ძალიან პატარა, ნაბიჯი — ჩვენ დიდი ნაბიჯები გვჭირდება
ფოტო: accentnews
ნიდერლანდელმა პარლამენტარმა ჯგუფიდან "მწვანეები/ევროპის თავისუფალი ალიანსი", რაინიე ვან ლანშოტიმ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვა არის ძალიან მცირე, სიმბოლური ნაბიჯი, რომელიც არ არის საკმარისი. " ეს არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი და ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები", — ამბობს ის.
მანვე აღნიშნა, რომ სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ არ უნდა იყოს ბოლო.
"[ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოს საკითხისთვის] ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ ყურადღებას მიაქცევ, ეს საკმარისი არ არის. თუ ყურადღებას მიაქცევ და იცი მოვლენების განვითარება, ამის შემდეგ უნდა იმოქმედო. ვფიქრობ, მარტა კოსი, რომელიც ახლახან გახდა ევროკომისარი, ყურადღებას აქცევს, მაგრამ არ იღებს საკმარის ზომებს. სწორედ ამიტომ ვთქვი, „გთხოვთ, საქართველო უფრო მაღლა დააყენოთ თქვენს პრიორიტეტულ სიაში“, რათა რეალურად დაიწყოთ არა მხოლოდ ყურადღების მიქცევა, არამედ ქმედებებიც. რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და მათთვის მარტივი მგზავრობის აკრძალვას, რა თქმა უნდა, სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს სიმბოლო არ არის საკმარისად ძლიერი, რადგან, როგორც აღნიშნეთ, პირადი პასპორტებით მაინც შეეძლებათ მგზავრობა. სწორედ ამიტომ, გასულ კვირას ევროპარლამენტში მე განვუცხადე კომისიას, რომ ეს ძალიან მცირე სიმბოლური ნაბიჯი საკმარისი არ არის. ეს სულ არაფერს სჯობს, თუმცა არ არის საკმარისი. ეს არის ძალიან პატარა, პაწაწინა ნაბიჯი და ჩვენ გვჭირდება დიდი ნაბიჯები, რადგან ქართველ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ მოწოდებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით. პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის მივყვეთ ამ გზას, რადგან ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამ ავტოკრატიას და აქცევენ მას მჩაგვრელ რეჟიმად. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. სხვა გზებიც არსებობს, მათ შორისაა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. მაგალითად, მისი ხელახლა დაპატიჟება ევროპარლამენტში, ან [აქაური პოლიტიკოსების] იმაში დარწმუნება, რომ არცერთი სხვა ევროპელი ელჩი ან სახელმწიფოს მეთაური არ გაემგზავრება საქართველოში "ქართულ ოცნებასთან" შესახვედრად. მაგრამ თუ ისინი საქართველოში გაემგზავრებიან, უნდა შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებს. ეს ყველაფერი უკვე შეიძლება მოხდეს. იქნება ეს საკმარისი? არც ისე დარწმუნებული ვარ. მიმდინარე კვირას ჩვენ ასევე გავმართავთ საუბარს ევროპარლამენტში თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული საქართველოს მხარდასაჭერად, საქართველოს მეგობრებთან ერთად, რათა ვნახოთ, რა სხვა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია და სხვა სანქციების დაწესება. სანქციები არის პირველი ნაბიჯი, მაგრამ აუცილებლად არ უნდა იყოს ბოლო. ძირითადად, პირად ფინანსურ სანქციებს ვგულისხმობ. მე არ ვარ უვიზო მიმოსვლის სრულად აკრძალვის მომხრე, რადგან ეს გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზეც, რომლებიც არ არიან შექმნილი ვითარების გამომწვევი, მაგრამ უვიზო მიმოსვლის აკრძალვა უნდა ამოქმედდეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის, არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე, არამედ პირადზეც. უნდა შედგეს ამ პროცესში ჩართული ყველა ადამიანის სია და დავრწმუნდეთ, რომ მათ აღარ შეუძლიათ ადვილად გამგზავრება ევროკავშირში. ეს იქნება ფინანსური და მიზანმიმართული თავისუფალი მოგზაურობის აკრძალვის კომბინაცია", — განაცხადა რაინიე ვან ლანშოტიმ.
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
კომენტარები