ვარსკვლავების გამომშვიდობება დევიდ ლინჩთან — ნახეთ წერილები
ფოტო: Marcus Yam / Los Angeles Times
გუშინ კინოს სამყარომ უდიდესი დანაკლისი განიცადა — გარდაიცვალა დევიდ ლინჩი. რევოლუციური რეჟისორი, არტისტი და მუსიკოსი 79 წლის იყო. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევართაგან რამდენიმეა Dune, Blue Velvet, Mullholland Drive, Twin Peaks, The Elephant Man, Eraserhead და ა.შ.
მისი გარდაცვალება კინოსამყაროსათვის შოკისმომგვრელი და ტრაგედიული იყო, რასაც უამრავი ვარსკვლავისგან მოჰყვა გამოხმაურება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
კაილ მაქლაქლანი
ფოტო: Kyle MacLachlan/ IG
"42 წლის წინ, ჩემთვის წარმოუდგენელი მიზეზების გამო დევიდ ლინჩმა გაურკვევლობიდან გამომიყვანა მის პირველ და ბოლო დიდ ბიუჯეტიან ფილმში — მან აშკარად რაღაც დაინახა ჩემში, რასაც მე ვერ ვხედავდი.
მთელი ჩემი კარიერა და ხედვა ნამდვილად მისი დამსახურებაა.
მე მასში ვხედავდი იდუმალებით მოცულ, ინტუიციურ ადამიანს, რომელშიც კრეატიულობა ოკეანესავით იყო ამოხეთქილი — ის იყო კავშირში ისეთთან, რასაც ჩვენ, დანარჩენები ვისურვებდით რომ მივახლოებოდით.
ჩვენი მეგობრობა ლურჯი ხავერდის (1986) გადაღებისას დაიწყო, რასაც შემდგომ თვინ ფიქსი (1990) მოჰყვა და მე ყოველთვის მიმაჩნდა იგი ყველაზე ავთენტურ, ცოცხალ ადამიანად რომელსაც ოდესმე შევხვედრილვარ
დევიდი სამყაროსთან და საკუთარ წარმოსახვასთან იმ დონემდე იყო შერწყმული, რომელიც ადამიანის საუკეთესო ვერსიას შეიძლება ჰქონოდა.
მას არ აინტერესებდა პასუხები, რადგან იცოდა, რომ კითხვები არის ის, რაც განაპირობებს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ.
მსოფლიომ დაკარგა არაჩვეულებრივი ხელოვანი, მე კი დავკარგე ჩემთვის ძვირფასი მეგობარი, რომელმაც წარმოიდგინა ჩემთვის მომავალი, საშუალება მომცა მემოგზაურა ისეთ სამყაროში, რომელში მოგზაურობასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.
მე ახლა ვხედავ მას, ჩემს ეზოში დგას, რომ მომესალმოს თბილი ღიმილითა და ჩახუტებით — ჩვენ ალბათ ყავაზე და მოულოდნელის სიხარულზე, სამყაროსა და სიცილის სილამაზეზე ვილაპარაკებდით.
მისი სიყვარული ჩემდამი და ჩემი მის მიმართ ორი ადამიანის კოსმოსური ბედისწერის შედეგად გაჩნდა, რომლებმაც ერთმანეთში საკუთარი თავის საუკეთესო მხარეები დაინახეს
იმაზე მეტად მომენატრება ის, ვიდრე სიტყვები გადმოსცემს და ჩემი გული გაუძლებს — ჩემი სამყარო გაცილებით უფრო სრულყოფილია, რადგან მე ვიცნობდი მას და ახლა, როცა ის აღარ არის დაცარიელდა.
დევიდ, მე სამუდამოდ შევიცვალე - მადლობა, სამუდამოდ შენი კაილი" – დაწერა მსახიობმა ინსტაგრამზე.
ფრენსის ფორდ კოპოლა
ლინჩის გარდაცვალებას გამოეხმაურა ნათლიის რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლაც. "გაოგნებული და გულგატეხილი ვარ, ისე, რომ სიტყვებითაც ვერ გამოვხატავ როგორი უდიდესი დანაკლისია დევიდ ლინჩი, ჩემი მეგობარი," — დაწერა სოციალურ ქსელში მან.
ნაომი უოტსი
ნაომი უოტსმა, რომელიც ლინჩის ფილმში Mullholland Drive მთავარ როლს ასრულებს, რეჟისორის გარდაცვალების გამო გულწრფელი ტკივილი ინსტაგრამზე გამოხატა.
"ჩემი გული გატეხილია...ჩემი მეგობარი, დეივი... სამყარო მის გარეშე ძველებური აღარ იქნება. მისი კრეატიული მენტორობა მართლა ძლევამოსილი იყო. მან მე იმ სამყაროს რუკაზე დამსვა, რომელში შესვლასაც ათზე მეტი წლის განმავლობაში ვცდილობდი და გამუდმებით დავდიოდი შერჩევებზე. საბოლოოდ ერთ ცნობისმოყვარე კაცის წინ დავჯექი, რომელიც სინათლეს ასხივებდა, სხვა პერიოდის სიტყვებით საუბრობდა, მაცინებდა და თავს მშვიდად მაგრძნობინებდა. როგორ შეძლო, დავენახე, როცა ასე ვმალავდი ჩემს თავს და მე თვითონვე მქონდა დავიწყებული, ვინ ვიყავი?!
მხოლოდ მის ხელოვნებას არ მოუხდენია ჩემზე გავლენა — მისმა სიბრძნემ, იუმორმა და სიყვარულმა მომცა ჩემი თავის რწმენის განსაკუთრებული ძალა, რომელსაც აქამდე ვერ ვგრძნობდი.
მასთან ერთად გატარებული ყოველი მომენტი ისეთი არსებობით იყო გაჟღენთილი, რომელიც იშვიათად შემხვედრია. ალბათ, იმიტომ, რომ ის თითქოს ალტერნატიულ სამყაროში ცხოვრობდა, რომლის პატარა ნაწილი მეც ვიყავი და ამის გამო თავს საოცრად იღბლიანად მივიჩნევ. დევიდი ყველას ეპატიჟებოდა ამ სამყაროში ამბის თხრობის თავისი დახვეწილი სტილით, რომელმაც კინო განავითარა და მსოფლიოს მასშტაბით რეჟისორთა თაობები შთააგონა.
უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ის აღარ არის. ნაწილებად ვარ დაშლილი, მაგრამ მუდამ მადლიერი ვიქნები ჩვენი მეგობრობისთვის. რუპორით გიყვირი: ბედნიერი მოგზაურობა, დეივ! მადლობა ყველაფრისათვის. — შენი ბათერქაფი."
სლეში
პოპულარულმა მუსიკოსმა, სლეშმა, დევიდ ლინჩის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "მშვიდად განისვენე."
The Weeknd
ლინჩის თაყვანისმცემელ სელებრითთა უდიდეს სიაში ერთ-ერთ ადგილს მუსიკოსი The Weeknd იკავებს, რომელმაც რეჟისორის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ყველაფერი რიგზეა..."
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები