მოკლედ გეტყვით, რა (არ) არის ბულინგი
სპოილერი: პოლიტიკოსების კრიტიკა — არა.
ფოტო: On.ge
ოქსფორდის უნივერსიტეტის მსგავსად, ჩვენთანაც რომ ვინმე ზრუნავდეს წლის სიტყვის დასახელებაზე, 2024-ში ამ ტიტულს უდავოდ "ბულინგი" დაიმსახურებდა. ბოლო თვეების განმავლობაში ეს სიტყვა ისეთი პოპულარული გახდა, დიდწილად ქართული ოცნების პოლიტიკოსებისა და მხარდამჭერების დამსახურებით, რომ ისინი, ვისაც მართლა გამოგვიცდია ბულინგი — ამ სიტყვის ლექსიკონისეული გაგებით — ცოტათი უხერხულადაც კი ვგრძნობთ თავს; ხუმრობა ხომ არაა, "დაბულინგებულის" სტატუსს ოლიმპიურ ჩემპიონებთან იყოფდე?!
გაგიკვირდებათ და, ქართული ოცნების პოლიტიკოსებს ვერც ბულინგის მნიშვნელობა ვერ გაუგიათ. არადა, წესით, საჯარო პირს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, რომ ასეთი სენსიტიური მნიშვნელობის სიტყვა უადგილოდ არ გამოიყენოს. თუმცა, რადგან პოლიტიკოსებისთვის პასუხისმგებლობების ახსნაზე დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიეთ, იქნებ სიტყვების მნიშვნელობების ახსნა გვეცადა?
ქართული ოცნება და ბულინგი, ბულინგი, ბულინგი
წლების განმავლობაში, ქართული ოცნების პოლიტიკოსებმა სიტყვა "ბულინგი" ბევრ სხვადასხვაგვარ, მაგრამ ყოველთვის არასწორ კონტექსტში გამოიყენეს. თურმე, ხან პოლიტიკოსად მონათლულ კალათბურთელს აბულინგებდნენ, ხან — ნაძვის ხეს, ხანაც ყოფილი პარლამენტარები 100 დღის განმავლობაში გმირულად იტანდნენ "ეროვნული მასშტაბის ბულინგს". თუმცა, ეს სიტყვა განსაკუთრებულად მაინც თბილისის მერს, კახა კალაძეს, უყვარს; იგი ხან საერთაშორისო პარტნიორების დაცვას ცდილობდა "ბულინგისგან", ხან ოპოზიციის დნმ-ში ეძებდა "ბულინგის" გენს, ხან კი მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობის ასახსნელად აქეთ ჟურნალისტებს ადანაშაულებდა "ბულინგში".
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ამ ტერმინის არასწორი მნიშვნელობით გამოყენება წლების განმავლობაში ქართული ოცნების "ნოუ-ჰაუდ" იქცა (სპორტსმენების პოლიტიკაში გადასროლისა არ იყოს), მაინც გავოცდით, როცა, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემპიონი ძალოსნისა და მოჭიდავის "ბულინგში" დაგვადანაშაულეს; როდესაც ქართულმა ოცნებამ რამდენიმე თვის წინ საარჩევნო სია წარადგინა, მასში გენო პეტრიაშვილისა და ლაშა ტალახაძის დანახვამ, რბილად რომ ვთქვათ, გაგვაკვირვა და საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი აღმოჩნდა. აი, ქართული ოცნების დეპუტატმა და პრემიერმინისტრმა კი კვლავაც "ბულინგად" მონათლეს ეს ყველაფერი.
სხვათა შორის, "ბულინგთან" საბრძოლველად, ქართულ ოცნებას გაზაფხულზე ერთობ საინტერესო ინიციატივაც ჰქონდა: შეექმნათ იმ ადამიანების პირადი მონაცემების ბაზა, რომლებიც, მათი აზრით, სოციალურ მედიაში "ბულინგით" იყვნენ დაკავებულები...
ქართული ოცნებისგან კი ტერმინების მიზანმიმართულად დამახინჯება არახალია, მაგრამ წელს, როგორც ჩანს, "ბულინგმა" პარტიის მესიჯბოქსში გადაინაცვლა და ამ სიტყვის უთავბოლოდ გამოყენებით ჯერ მათმა მხარდამჭერებმა თუ ბოტებმა აგვიჭრელეს თვალები, მერე კი — სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხებმა (რაც მოულოდნელი არა, მაგრამ გულდასაწყვეტი კია). ამიტომ, ალბათ მოვიდა დრო, ლექსიკონები გადმოვიღოთ და გავიგოთ, რეალურად
რა არის ბულინგი?
"ბულინგი" წარმოდგება ინგლისური სიტყვიდან "bully", რომელიც დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის განმარტებით არის "დაშინება, დაჩაგვრა". ლექსიკონი იქვე აზუსტებს, რომ ეს, როგორც წესი, სუსტის მიმართ ხორციელდება. მსგავს ახსნას გვთავაზობს მერიემ-უებსტერის ინგლისურენოვანი ლექსიკონიც: "უფრო ძლიერისა და გავლენიანის მხრიდან დაუცველზე ძალადობა, ცუდად მოპყრობა".
ლექსიკონებიც და საკითხის სპეციალისტებიც — ფსიქოლოგები — თანხმდებიან, რომ ბულინგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ძალის დისბალანსია: უფრო ძლიერი ჩაგრავს უფრო სუსტს და ამ უკანასკნელს, როგორც წესი, დაცვის მექანიზმი არ გააჩნია. აი, უფრო ზუსტად როგორ განმარტავს ამ ტერმინს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია:
"ბულინგი არის აგრესიული ქცევის ფორმა, რომლითაც ერთი ადამიანი მეორეს მიზანმიმართულად და გამუდმებით აყენებს ზიანს ან უქმნის უსიამოვნებას. ბულინგმა შეიძლება მიიღოს ფიზიკური შეხების, ვერბალური ან უფრო ნაკლებად შესამჩნევი ფორმა. ბულინგის მსხვერპლს, როგორც წესი, საკუთარი თავის დაცვა უჭირს და არაფერს აკეთებს ბულინგის 'გამოსაწვევად'".
ასეთივე ნიშნები ახასიათებს კიბერბულინგს — როცა ბულინგი ინტერნეტსივრცეში ინაცვლებს. პოლიტიკოსების განცხადებებში ხშირად სოციალური მედიის მომხმარებლებზე აქცენტით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ბულინგის სწორედ ამ სახეობას გულისხმობენ. თუმცა, კიბერბულინგის გავრცელებული ფორმებია სიცრუის, ყალბი მასალების გავრცელება კონკრეტული ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად, შანტაჟის შემცველი შეტყობინებების გზავნა ან ყალბი ანგარიშის შექმნა და თავის სხვა ვინმედ წარმოდგენა. ეს ყველაფერი მეტწილად ანონიმურად ხდება ხოლმე. ასე რომ, კიბერბულინგის განმარტებაშიც ვერ იპოვიან "დაბულინგებული" გავლენიანი პოლიტიკოსები რაიმე ხელჩასაჭიდს... სამაგიეროდ,
იცით, რას შეიძლება დავარქვათ ბულინგი?
ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებზე ძალოვანი უწყებების მიერ ნაცემ და ნაწამებ ადამიანებზე რომ აღარაფერი ვთქვათ — ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ ძალადობაზე — ბულინგის განმარტებას სრულად ესადაგება საჯარო მოხელეების მდგომარეობა. ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილი სწორედ სამუშაო სივრცეა და როცა საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები გამუდმებულ ძალადობასა და დაშინების სხვადასხვა ფორმაზე საუბრობენ, ამ პრაქტიკას ყველაზე უკეთ ტერმინი ბულინგი აღწერს; "უფრო ძლიერი ჩაგრავს უფრო სუსტს და ამ უკანასკნელს, როგორც წესი, დაცვის მექანიზმი არ გააჩნია".
დაცვის მექანიზმების პოვნა კი ალბათ ყველა ჩვენგანისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის, უფრო და უფრო რთული ხდება.
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა

კომენტარები