რა არის მეცნიერული მეთოდი, ანუ რატომ გვჯერა მეცნიერების?
ფოტო: Shutterstock
იმის თქმა, რომ მეცნიერება არ არის შეთანხმებული კლიმატის ცვლილებაზე ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მეცნიერება.
რა არის მეცნიერული მეთოდი და რატომ იგებს მას არასწორად ბევრი ადამიანი? პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერებაში მხოლოდ ერთი მეთოდი და გზა არ არის. ეს პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ ვმსჯელობთ ზოგადად.
მეცნიერება და გონიერი მსჯელობა
ადამიანებს გონიერი მსჯელობის ორი ძირითადი გზა გვაქვს: დედუქცია და ინდუქცია. როდესაც ვმსჯელობთ დედუქციურად, ინფორმაციის იმ შემადგენელ ნაწილებს ვაერთიანებთ, რომლებიც უკვე ცნობილია ჩვენთვის.
მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ გიორგის ასაკი ქეთისა და დათოს ასაკს შორისაა და დათო ქეთიზე უფროსია, აქედან დედუქციურად დაასკვნით, რომ გიორგი ქეთიზე უფროსია.
პასუხი ამოცანაშივე იყო ჩადებული, თქვენ უბრალოდ უნდა გამოგეყვანათ ის იქედან, რაც უკვე იცოდით. ამ პრინციპით მუშაობს სუდოკუც. დედუქციას ასევე ვიყენებთ მათემატიკაში.
ინდუქციური მსჯელობა გადის იმ ინფორმაციის მიღმა, რომელიც უკვე ვიცით და შეუძლია ჩვენი ცოდნა გააფართოვოს ახალ საზღვრებამდე. ჩვენ ინდუქციას ვაკეთებთ განზოგადებითა და ანალოგიებით.
განზოგადებები მოიცავს ბუნებაში რეგულარობების დაკვირვებასა და იმის წარმოდგენას, რომ ისინი ყველგან ერთნაირია - ასე ვქმნით, ნაწილობრივ, ე.წ. ბუნების კანონებს.
ანალოგიები ქმნის მსგავსებებს ორ მოვლენასა თუ საგანს შორის და ამის შედეგად ახალი ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა.
მაგალითად, თუ ვიპოვე გადაშენებული ცხოველის განამარხებული თავის ქალა, რომელსაც ბასრი კბილები აქვს, შეიძლება დამაინტერესოს, რას ჭამდა. მე მოვძებნი ცოცხალ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ ბასრი კბილები და შევნიშნავ, რომ ისინი ხორცისმჭამელები არიან. ანალოგიებით მსჯელობით, მე დავასკვნი, რომ ეს ცხოველიც ხორცისმჭამელი იყო.
ინდუქციის გამოყენებითა და საუკეთესო შესაძლო ახნით, რომელიც მტკიცებულებებითაა გაჯერებული, მეცნიერება სამყაროს შესახებ გაცილებით მეტს გვასწავლის, ვიდრე დედუქციით შეგვიძლია ვიცოდეთ.
მეცნიერება და განუსაზღვრელობა
ჩვენი თეორიებისა თუ მოდელების უმეტესობა სამყაროს ინდუქციური ანალოგიებია, ან მისი ნაწილები. თუ ჩემს კონკრეტულ თეორიაში შენატანი (Input) წარმოქმნის პროდუქტს (Output), ის უკვე კარგი ანალოგიაა და, აქედან გამომდინარე - კარგი თეორია. თუ ეს არ ემთხვევა, მაშინ მე უნდა უარვყო ან ხელახლა ჩამოვაყალიბო თეორია, რომ უფრო ანალოგიური იყოს.
თუ ერთი ტიპის მრავალი შედეგი მივიღე, განზოგადებით შემიძლია მივიდე დასკვნამდე, მაგრამ წარმატების არანაირ რაოდენობას არ შეუძლია ჩემი სიმართლე დაამტკიცოს. თითოეული დამადასტურებელი ინსტანცია უბრალოდ ზრდის ჩემს თავდაჯერებულობას იდეასთან დაკავშირებით. როგორც აინშტაინმა თქვა:
"უამრავ ექსპერიმენტსაც კი არ შეუძლია ჩემი მართებულობა დაადასტუროს. ერთადერთ ექსპერიმენტსაც კი შეუძლია, ჩემი მცდარობა დაადასტუროს".
აინშტაინის ზოგადი და სპეციალური ფარდობითობის თეორია (რომლებიც არის მოდელები და, აქედან გამომდინარე, ანალოგიები, თუ როგორ ფიქრობდა ის სამყაროს მოწყობაზე) მრავალჯერ დადასტურდა ექსპერიმენტული მტკიცებულებით.
თუ თეორია რეალობას კარგად აღწერს, ეს თავდაჯერებულობის საფუძველს იძლება, თუმცა ინდუქციური მსჯელობის მართებულობის დამტკიცება შეუძლებელია, რადგან მტკიცებულება არის ქმნილება, რომელიც დედუქციას ეკუთვნის.
ჰიპოთეზიკურ-დედუქციური მეთოდი
მეცნიერება ასევე მუშაობს ჰიპოთეზიკურ-დედუქციური მეთოდით. ის დაახლოებით ასეთია: მე მაქვს ჰიპოთეზა ან მოდელი, რომელიც წინასწარმეტყველებს, რომ X მოხდება გარკვეული ექსპერიმენტული მდგომარეობის ქვეშ. ექსპერიმენტულად, X არ ხდება ამ მდგომარეობებში. აქედან დედუქციურად ვასკვნი, რომ თეორია არ მუშაობს (იმის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, რომ ვენდობით ექსპერიმენტებს, რომლებმაც არა-X მოგვცეს).
ამ კონდიციებში, მე დავადგინე, რომ ჩემი ჰიპოთეზა თუ მოდელი არასწორია (ან, სულ ცოტა, არასრული). მე ვიმსჯელე დედუქციურად ამის გასაკეთებლად. მაგრამ თუ X ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ მე მართალი ვარ, ის უბრალოდ ნიშნავს, რომ ექსპერიმენტმა არ აჩვენა ჩემი იდეის მცდარობა. ახლა უფრო მგონია, რომ მართალი ვარ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.
თუ ერთ დღეს ექსპერიმენტული მტკიცებულება, რომელიც ეჭვგარეშეა, აინშტაინის წინასწარმეტყველებების წინააღმდეგ წავიდა, დედუქციურად შეგვიძლია დავადგინოთ (ჰიპოთეზიკურ-დედუქციური მეთოდით), რომ მისი თეორიები არასწორია ან არასრული, მაგრამ დამადასტურებელი ინსტანციების არც ერთ რაოდენობას არ შეუძლია დაადგინოს, რომ ის მართალია.
მაგალითისთვის ავიღოთ გადაუმოწმებელი და, აქედან გამომდინარე, არამეცნიერული პოზიცია, რომელზეც კლიმატის ცვლილების უარმყოფელი მალკომ რობერტსი დგას. რობერტსი იცავს იმ აზრს, რომ არ არსებობს ემპირიული მტკიცებულება იმისა, რომ კლიმატის ცვლილებაში ადამიანის ხელი ურევია.
ABC-ს Q&A სატელევიზიო პროგრამაში დებატებისას როდესაც წარუდგინეს მყარი მტკიცებულებები, მან განაცხადა, რომ ეს მტკიცებულებები მოსყიდული იყო.
და მაინც, მის განცხადებას, რომ კლიმატის ცვლილებაში არ ურევია ადამიანის ხელი, ექსპერიმენტულად ვერ დავადასტურებთ, რადგან ის არც ერთ მონაცემს თუ ფაქტს არ დათანხმდება, რომელიც მის მცდარობას ამტკიცებს. ის მეცნიერულად არ იქცევა. ის ფსევდომეცნიერებაში გადადის.
შეთანხმება არ ნიშნავს დამტკიცებას
ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც საზოგადოება მეცნიერებასთან დაკავშირებით უშვებს, არის შეთანხმებულისა და დამტკიცებულის გატოლება. მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინის თეორიები შეთანხმებულია, ისინი დამტკიცებული არაა, მაგრამ მათი უარმყოფელი ექსპერიმენტის დაგეგმვა სრული სისულელე და დროის კარგვაა.
ფილოფოსმა ჯონ დიუიმ ამაზე გაამახვილა ყურადღება წიგნში ლოგიკა: გამოკვლევის თეორია:
"მეცნიერულ გამოკვლევაში შეთანხმებისთვის ან ცოდნისთვის საჭირო კრიტერიუმია, ის იმდენად იყოს შეთანხმებული, რომ გახდეს მომავალი კვლევების რესურსი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში ის ვერ გახდება მომდევნო კვლევების თემა".
გაუგებრობას ხშირად ქმნის ისიც, რომ მიზეზისა და ეფექტის შესახებ ცალსახა განაცხადის გაკეთება რთულია.
მაგალითად, თეორია შეიძლება წინასწარმეტყველებდეს, რომ X გამოიწვევს Y-ს, თუმცა, ეს Y შესუსტებული იქნება Z არსებობის გამო და არ მოხდება საერთოდ, თუ Q კრიტიკული დონის მაღლაა. ეს რომ შევამციროთ მარტივ განცხადებამდე X იწვევს Y-ს, გულუბრყვილობა და შეცდომა იქნება.
ხანდახან ფართო იდეა შეთანხმებულია, მაგრამ მცირე დეტალები ცხადად დებატების საკითხად რჩება. მაგალითად, ევოლუცია რომ ხდება, ამაზე ყველა რაციონალური ადამიანი თანხმდება, მაგრამ ზოგიერთი დეტალი, თუ როგორ მუშაობს ბუნებრივი გადარჩევა (წვრილმანები), კვლავ განხილვის საგანია.
რომ ავურიოთ ბუნებრივი გადარჩევის დეტალები ევოლუციის ფაქტთან, ძალიან წააგავს გლობალური დათბობის უარყოფას იმის გამო, რომ "გარკვეულ ადგილებში მეტად ცივა", როცა ცხადია, რომ პლანეტა მთლიანობაში თბება.
როდესაც ჩვენი თეორიები წარმატებით წინასწარმეტყველებს შედეგებს და წარმოქმნის უფრო მაღალი დონის თეორიების ქსელს, რომლებიც თავიანთ მხრივაც წარმატებულია, ჩვენ ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ.
ინტელექტუალობის ნიშანი არის, რომ პროგრესირდე უცნობ სამყაროში. კლიმატის ცვლილების, ადამიანის ჯანდაცვისა და ჩვენი პლანეტის მეცნიერება იმაზე მეტ თავდაჯერებულობას გვაძლევს, ვიდრე იმისთვისაა საჭირო, რომ ვიმოქმედოთ.
მოქმედებამდე დედუქციური განსაზღვრულობის მოთხოვნა არ გვაძლიერებს. ის გვაბრკოლებს.
პიტერ ელერტონი, ლექტორი კრიტიკულ აზროვნებაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტი.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
კომენტარები