ევროპარლამენტის რეზოლუცია: "საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი"
ხვალ ევროპარლამენტი კენჭს უყრის ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც ეხება საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს. გამოცემის მიხედვით:
რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი:
1. გმობს, რომ საქართველომ, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებებს, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო კეთილსინდისიერების დარღვევა შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლის მოლოდინიც არსებობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. აღნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარება იყო განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად ეკისრება მმართველ პარტიას.
2. მკაცრად გმობს მრავალჯერად და სერიოზულ საარჩევნო დარღვევებს, დაშინების, ხმების მანიპულაციის, ბიულეტენების ჩაყრის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის ხელის შეშლის აღრიცხული შემთხვევების ჩათვლით, ისევე, როგორც მანიპულირებას ელექტრონული ხმის მიცემის აპარატების საშუალებით, რომელიც იძლეოდა ერთი პირადობის მოწმობით ხმის მრავალჯერ მიცემის საშუალებას. ასევე, გმობს ფინანსური რესურსების მნიშვნელოვან დისბალანსს, თანამდებობრივ უპირატესობას და პროცედურული დარღვევების გამოძიების არარსებობას.
3. მიიჩნევს, რომ ფართო საარჩევნო გაყალბება ძირს უთხრის საარჩევნო პროცესის მთლიანობას, შედეგის ლეგიტიმურობას, ნდობას ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების სანდო წარმომადგენლობას;
4. აცნობიერებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას, დაგმობას და შედეგების არაღიარებას; პატივს სცემს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, წარმართოს ქვეყნის განვითარება დემოკრატიული და ევროპული გზისკენ.
5. მიაჩნია, რომ საარჩევნო დარღვევების სიმრავლის გამო შერყეული ლეგიტიმურობის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი; შესაბამისად, უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოუწოდებს საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ და გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი ერთი წლის განმავლობაში;
6. მხარს უჭერს წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი საარჩევნო მანიპულაციების, დაშინებისა და სისტემური დარღვევების შესახებ ბრალდებების დამოუკიდებელი საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ;
7. მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის [EEAS] გადაწყვეტილებას, გაგზავნოს ტექნიკური მისია საქართველოში. მოუწოდებს EEAS-ს და ევროკომისიას, ჩამოაყალიბოს ფართო მისიის მანდატი, რომელიც სცილდება ეუთოს სადამკვირვებლო ჩარჩოს და მეთოდოლოგიის შეზღუდვებს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის არჩევნებზე დაკვირვების მეთოდოლოგიისგან, რადგან მას ყოველთვის არ შეუძლია ადეკვატურად აღბეჭდოს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება არჩევნების დღემდე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც არის საჯარო მოხელეებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლების ხელის შეშლის კარგად ჩამოყალიბებული სისტემა;
8. გამოხატავს შეშფოთებას პროკურატურის მიერ ხმების ვერიფიკაციის აპარატების და საარჩევნო დოკუმენტაციის ჩამორთმევის გამო; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუშვან ამომრჩევლების მიერ არჩევნებში მათი მონაწილეობის გადამოწმების შესაძლებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად; ხაზს უსვამს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დაცვის მნიშვნელობას და მის ხელმისაწვდომობას შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს რაიმე დარღვევის მნიშვნელოვან მტკიცებულებას;
9. გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების მიერ მრავალი საარჩევნო დარღვევებისა და მანიპულაციის შესახებ საჩივრების კოორდინირებულად არდაკმაყოფილებასთან დაკავშირებით და ცესკოს მიერ ნებისმიერი საარჩევნო დარღვევის გამოძიების სრულ არარსებობის გამო; მიიჩნევს, რომ საზოგადოების ჭეშმარიტ შეშფოთებასა და ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებზე რეაგირების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებას განზრახ მიჰყავს ქვეყანა შიდა პოლიტიკური კრიზისსა და დემოკრატიული პარტნიორებისგან საერთაშორისო იზოლაციამდე.
10. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის მნიშვნელოვან შემცირებამდე, რასაც დაემატა გენდერული კვოტების გაუქმება; და მოუწოდებს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ, რათა ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას პოლიტიკაში.
11. მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, საარჩევნო დარღვევებზე, ადმინისტრაციულ დარღვევასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე; პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი; ასევე, გავრცელდეს პერსონალური სანქციები პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელის გამომტან მოსამართლეებზე; იმეორებს თავის მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და გაიყინოს მთელი მისი აქტივები ევროკავშირის ფარგლებში საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და ქვეყნის კონსტიტუციურად გამოცხადებული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების, მათ შორის, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ აღდგენის მცდელობების გამო;
12. ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ არ არის შესრულებული ევროკავშირის დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების სტანდარტები.
13. მოუწოდებს ევროკავშირს, ძალიან შეზღუდოს კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასა და პარლამენტთან.
14. გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რაც იყო ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის მიღებული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვიქტორ ორბანი არ საუბრობდა ევროკავშირის სახელით.
15. იხსენებს, რომ ახალი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღების შედეგად, როგორიცაა „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „კანონი ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. შეახსენებს, რომ ევროკავშირმა ასევე გაყინა საქართველოსთვის თანხების გამოყოფა; ხაზს უსვამს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელება არა მხოლოდ სამწუხარო მოვლენაა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი იყო, არამედ ეს უნდა შეიცვალოს და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა გაუქმდეს ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე დასაბრუნებლად. წუხს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო მიუთითებს მმართველი პარტიის ავტორიტარიზმისკენ გადართვაზე და ქართველი ხალხის პროევროპული მისწრაფებების ღალატზე; შეახსენებს მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ; შეახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის პროდასავლურ კურსს და მის ევროკავშირში გაწევრებას;
16. შეშფოთებულია დაშინებისა და პოლარიზაციის კლიმატით, რომელიც წაქეზებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე შეშფოთებულია მის თავდასხმებზე პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მუქარების, ლიდერებისა და უბრალო მხარდამჭერების დაკავების და განსხვავებული აზრის გაჩუმების გამო. აფრთხილებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონიერად არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა გამოთიშავს საქართველოს ევროკავშირს და შეუძლებელს გახდის საქართველოს გაწევრებას ევროკავშირში.
17. მკაცრად გმობს რუსეთის სისტემატურ ჩარევას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში ამომრჩევების დაშინების, ხმების მოსყიდვის და დეზინფორმაციის, „გლობალური ომის პარტიის” კონსპირაციის ჩათვლით. გმობს დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა და გაძლიერდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და მთავრობასთან დაკავშირებული მედიის მიერ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და კომუნიკაცია, თავი შეიკავოს ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრების გაცხადებულ მიზანს და გააძლიეროს ქართული საზოგადოების მდგრადობა რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ;
18. იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭო 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ უნდა შესრულდეს 8-ნაბიჯიანი რეკომენდაცია. ხაზს უსვამს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას; ეთანხმება ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების პაკეტში წარმოდგენილ შეფასებას, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული დემოკრატიული უკანდახევის გამო; ხაზს უსვამს, რომ ქართული ოცნების მიერ წარმართული პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან;
19. იმეორებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათ სურვილს იცხოვროს აყვავებულ და დემოკრატიულ, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ძირითად თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრების უფლება და აღკვეთოს მათ მიმართ ძალის დაუსაბუთებელი გამოყენება;
20. მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, EEAS-ს და ახალ უმაღლეს წარმომადგენელს, ყოვლისმომცველად გადახედოს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკას; მოუწოდებს კომისიას, საქართველოს მთავრობისთვის გაყინული 120 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის გასაძლიერებლად, რომლებიც სულ უფრო მეტად ექცევიან მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ; ასევე, ეს თანხა გამოიყენოს დემოკრატიული მდგრადობისა და საარჩევნო მთლიანობის პროგრამების მხარდაჭერისთვის – მიესალმება ჯოზეფ ბორელის შესაბამის წინადადებას. მოუწოდებს დაფინანსების მექანიზმების მორგებას პროექტის საჭიროებებზე უფრო მტრულ და ანტიდემოკრატიულ გარემოში.
21. მკაცრად იმეორებს სასწრაფო საჭიროებას, ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლდეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და მან უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანისთვის.
22. ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს / უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპულ საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები