ჰუმანოიდი რობოტის მიერ შექმნილი ნახატი აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა

ფოტო: EPA
ინგლისელი მათემატიკოსის ალან ტიურინგის პორტრეტი ჰუმანოიდი რობოტის პირველი ნამუშევარია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ნახატის ღირებულებამ 1,08 მილიონი დოლარი შეადგინა.
2.2 მეტრის სიგრძის პორტრეტი Ai-Da-მ შექმნა, მსოფლიოში პირველმა რობოტმა მხატვარმა. მოსალოდნელი იყო, რომ ნახატი 120 000 დოლარად გაიყიდებოდა, მაგრამ რეალურად ის თითქმის ათჯერ უფრო ძვირად შეფასდა.
"ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების სფეროშიც შემოდის", — აღნიშნულია განცხადებაში.
თავად ჰუმანოიდი რობოტის თქმით, ალან ტიურინგის პორტრეტი კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე.

ფოტო: Sotheby’s/EPA
ტიურინგმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან შეიმუშავა მანქანა, რომელიც გერმანელების საიდუმლო ინფორმაციას შიფრავდა. ის 1950-იან წლებში ხელოვნურ ინტელექტზე და მის შესაძლებლობებზე ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა.
რაც შეეხება Ai-Da-ს, მისი სახელწოდება მსოფლიოში პირველი პროგრამისტის სახელიდან (ადა ლავლეისი) მომდინარეობს.
რობოტი შეიმუშავა ეიდან მელერმა, თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტმა.
"ისტორიის უდიდესი ხელოვანები რევოლუციონერები იყვნენ და ისინი ახალ გამოწვევებს არ უშინდებოდნენ", — თქვა მელერმა.
მელერი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც შექმნა Ai-Da და მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებთან ოქსფორდისა და ბირმინგემის უნივერსიტეტებში.
კომენტარები