ღონისძიებების პროგრამა 13 ივნისს თბილისის ზოოპარკში
13 ივნისს ზოოპარკში შესვლა ყველასთვის უფასოა. როგორც მზია შარაშიძემ On.ge-ს უთხრა, ეს ერთგვარი საჩუქარი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვინც გასულ წელს, 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკს დაეხმარა და გვერდში დაუდგა.
ზოოპარკში სხვადასხვა ღონისძიებებიც ჩატარდება:
11:00 – 17:00 სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქცია. სისხლი მიეწოდებათ ძუძუს კიბოთი დაავადებულ და სისხლის ონკოლოგიურ პაციენტებს, ახალშობილებს, ბავშვებს, მშობიარეებს, ავტოავარიებში დაზარალებულ ავადმყოფებს, ქირურგიულ და სოციალურად დაუცველ პაციენტებს. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
12:00 – 18:00 საქველმოქმედო აქცია „GAUფრთხილდი“ – 13 ივნისი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტების ინიციატივითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ზოოპარკში გაიმართება საქველმოქმედო აქცია ,,GAUფრთხილდი’’. გაიყიდება სხვადასხვა ბრენდირებული სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები და 13 ივნისისადმი მიძღვნილი სიმბოლოები. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში, სტიქიით დაზარალებულთა ფონდში და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარში. სტუმრებს ელით სიმბოლური საჩუქრები და გათამაშება. აქციას უერთდებიან მოძრაობის თეატრისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები, მოხალისე სტუდენტები და მეგობარი კომპანიების წარმომადგენლები.
12:00 – 20:00 საბავშვო კუთხე „ზოოპარკის პატარა მეგობრები“
საბავშვო კუთხეში პატარები დახატავენ, ფურცლებზე დატოვებენ ხელის ფერად ანაბეჭდებს და ცარცით მოხატავენ მოედანს. პარალელურად მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა.
13:00 ფოტოგამოფენა „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“
თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული ფოტოგამოფენა ასახავს შეიარაღებული ძალების როლს სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 13 ივნისის წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები.
14:00 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „ზოოლაივი“
ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება მხატვარ ირინე ჩუტკერაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი 35 ნახატი ცხოველების თემაზეა შექმნილი და 13 ივნისის სტიქიის გამოძახილია. შემოსული თანხა გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში.
ზოოპარკის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბავშვებს დაურიგდებათ სამახსოვრო სუვენირები ზოოპარკისგან და მხარდამჭერი კომპანიებისგან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები