გიორგი ქობულია "იმედზე": თუ აშშ-მა და ევროკავშირმა არ ცნეს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, ამას ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, რომელიც ახლა გლობალური საკონსულტაციო ფირმა "მაკინზი და კომპანიის" წარმომადგენელია, სამთავრობო ტელევიზია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ თუ აშშ-მა და ევროკავშირმა არ ცნეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, ამას ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის — გაუფასურდება ლარი, მოიშლება საბანკო სექტორის სტაბილურობა, მთლიანად შეჩერდება უცხოური ინვესტიციები და "იქნება ლაპარაკი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც". ქობულიას თქმით, ეს უსაფუძვლოდ ხდება, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა.
"თუ არ შედგა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია დასავლეთისგან, ეს გამოიწვევს, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ვიგრძნობთ ყველა ჩვენგანი — მეც, თქვენც, ყველა. თუ არ შედგა ლეგიტიმაცია და ჩვენმა უცხოელმა, მნიშვნელოვანმა პარტნიორებმა, ისეთები როგორიცაა — აშშ და ევროკავშირი, გამოგვიცხადეს, რომ ისინი არ ცნობენ ამ არჩევნების ლეგიტიმაციას, ამას ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, არა მარტო ლარის კურსის ჩამოვარდნის თვალსაზრისით, აქ იქნება ლაპარაკი ჩვენი საბანკო სექტორის სტაბილურობაზე მთლიანად, აქ იქნება ლაპარაკი, მთლიანად ყველანაირი უცხოური ინვესტიციის ამოღებაზე, შესაძლოა იყოს ლაპარაკი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ათობით ათასი მუშაობენ უცხოეთში და აქ ინახავენ თავიანთ ოჯახებს, აქ მოუწევთ საქართველოში დაბრუნება. ამას ექნება ყველანაირად მძიმე შედეგი ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის, მთლიანობაში ქვეყანა ძალიან მძიმედ დაზიანდეს. ყველაზე მძიმე და საწყენი რაც არის და რატომაც გამოვდივარ თქვენი არხით არის ის, რომ ეს ხდება დღეს აშკარად უსაფუძვლოდ", — განაცხადა ქობულიამ.
მისი თქმით, დარღვევები იყო, მაგრამ არჩევნები არ გაყალბებულა.
"რა თქმა უნდა, დარღვევები იყო და ჩვენ რომ ვთქვათ, რომ დარღვევები არ იყო, არასერიოზული იქნება. ეს დარღვევები ყველა ქვეყანაშია. ეს უნდა იყოს გამოძიებული. მაგრამ იქონია თუ არა რაიმე გავლენა ამ დარღვევებმა არჩევნების შედეგებზე, მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება", — განაცხადა ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა.
მან ამ პროცესებში მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა და გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს მოუწოდა, რომ გადახედონ "თავის პოზიციას და აღიარონ ეს არჩევნები, დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას".
"მინდა მივმართო ოპოზიციას. დღეს მეც ოპოზიციონერი ვარ, მაგრამ დღეს არ არის დრო პოზიციისა და ოპოზიციის. დღეს უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით. განსაკუთრებით მინდა მივმართო ხაზარაძესა და გახარიას. ისინი არიან ორი ლიდერი ოპოზიციის, ვისაც ესმის ეკონომიკა. მათ ესმით, სად შეიძლება მიგვიყვანოს მათმა საქციელმა დღეს. მივმართავ მათ, რომ გადახედონ თავის პოზიციას, აღიარონ ეს არჩევნები და დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას, რომ მივიღოთ ლეგიტიმაცია და არ ჩამოგვეშალოს ეს ქვეყანა. მათ კარგად იციან, რომ ქმედებები, რასაც სჩადიან, არაფერს არგებს მათ, ქართული ოცნება არ დათმობს ამ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ ქართული ოცნება მართალია ამ სიტუაციაში. არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და რომც იყოს, ხაზარაძესა და გახარიას ეს არც აწყობთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რაც აიღეს იმაზე ნაკლებ ხმებს აიღებენ", — აღნიშნა ქობულიამ.
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: თუ გვთხოვენ გაუქმებას, შეეშვან სიძულვილის დათესვას უცხოური ფულით კობახიძე რუსულ კანონზე: თუ გვთხოვენ გაუქმებას, შეეშვან სიძულვილის დათესვას უცხოური ფულით
-
გადახედვამარნეულის გაყალბების ფაქტზე დაკავებული ორი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს მარნეულის გაყალბების ფაქტზე დაკავებული ორი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს
-
გადახედვასამოქალაქო მოძრაობა "ტალღა" ხვალიდან ყოველდღიურ აქციებს აანონსებს სამოქალაქო მოძრაობა "ტალღა" ხვალიდან ყოველდღიურ აქციებს აანონსებს
-
-
გადახედვაWarner Bros. სამეფო კარის თამაშების ფილმს იღებს Warner Bros. სამეფო კარის თამაშების ფილმს იღებს
-
გადახედვაესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა
-
-
გადახედვაგიორგი ქობულია "იმედზე": თუ აშშ-მა და ევროკავშირმა არ ცნეს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, ამას ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გიორგი ქობულია "იმედზე": თუ აშშ-მა და ევროკავშირმა არ ცნეს ამ არჩევნების ლეგიტიმაცია, ამას ექნება კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის
-
გადახედვაRSF: პუტინის პროპაგანდისტი მალკევიჩი არჩევნების დღეს თბილისში იყო RSF: პუტინის პროპაგანდისტი მალკევიჩი არჩევნების დღეს თბილისში იყო
-
გადახედვაკოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით კოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით
-
გადახედვახაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის ხაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის
-
გადახედვაბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ ბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ
-
გადახედვაანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს
-
გადახედვასამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დაანონსა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დაანონსა
-
გადახედვასამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო.
-
გადახედვაგირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად გირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად
-
გადახედვააშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
-
გადახედვა"ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება? ვინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება?
-
გადახედვაჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი
-
გადახედვაკონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან კონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან
კომენტარები