კობახიძე რუსულ კანონზე: თუ გვთხოვენ გაუქმებას, შეეშვან სიძულვილის დათესვას უცხოური ფულით
თუ გვთხოვენ ამ კანონის გაუქმებას, მაშინ შეეშვან სიძულვილის დათესვას ამ ქვეყანაში უცხოური დაფინანსებით, შეეშვან რადიკალიზმის დათესვას, ბულინგის წახალისებას ამ ფულით და რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დაფინანსებას, — ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.
პრემიერი ამბობს, რომ ახლა აღარ არის ემოციური ფონი და კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
"ახლა აღარ არის ეს ემოციური ფონი და კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას, ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვამტკიცებთ ერთ რამეს, უცხოური დაფინანსება საქართველოში გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო გარე ჩარევა და მათ შორის, უცხოური ფულით გარე ჩარევა.
ერთადერთი სახალხო აქცია, რაც არ გამოუვიდათ, მაგრამ სცადეს ოპოზიციის ეგიდით, იყო დაფინანსებული NGO-ების მიერ, მათი მიტანილი იყო სცენა, მათი ორგანიზებული იყო ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში ჩატარდა ოპოზიციის წინასაარჩევნო აქცია არჩევნებამდე 6 დღით ადრე. ამაზე გვაქვს საუბარი, უნდა იყოს თუ არა ეს გამჭვირვალე, როდესაც პოლიტიკას აფინანსებენ გარედან, თან როდესაც რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს.
სხვა საკითხებიც იყო, იყო უცხოური ფული, რომლის საშუალებითაც სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვის მცდელობა იყო და არა მარტო მცდელობა, ზოგიერთ შემთხვევაში წარმატებითაც დაბლოკეს სტრატეგიული ეკონომიკური პროექტები. ეკლესიის წინააღმდეგ თავდასხმები, რაც ფინანსდება უცხოური ფულით და ა.შ. აღარ ჩამოვყვები ყველაფერს და ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, ლიბერალური ფაშიზმი.
თქვენ ხედავთ რა ხდება საზოგადოებაში, როგორ ცდილობენ, ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოების წარმომადგენლები, ქართველი დაუპირისპირონ ქართველს, ამ ქვეყნის მოქალაქე დაუპირისპირონ ამ ქვეყნის მოქალაქეს. არიან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ ერიდებიან, მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ ამ ქვეყნის წინაშე და მათ მიმართაც შეიძლება, რომ აღვირახსნილი ბულინგის კამპანია დაიწყოს, ფეხბურთელი იქნება ეს, ოლიმპიური ჩემპიონი, მუსიკოსი, თუ სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკოსებზე აღარაფერია სასაუბრო.
მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეოა, მას შემდეგ, რაც ის გადარჩა ტერორისტული აქტის შემდეგ, მან ჩაწერა 10-წუთიანი ვიდეო, სადაც აღწერს ამ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინებებს სლოვაკეთში. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო ამ 10-წუთიან ვიდეოში, უნდა აიღო სიტყვა სლოვაკეთი და ჩასვა სიტყვა საქართველო, განსხვავებას ვერ იპოვით და რატომ, იქაც უცხოური დაფინანსებით ხდება ლიბერალური ფაშიზმის წახალისება, მხარდაჭერა და ზუსტად იგივე ხდება, სიძულვილის დათესვა საზოგადოებაში, რადიკალიზმის დათესვა საზოგადოებაში, პოლიტიკაში.
არ შეიძლება ამაზე უცხოური ფული იხარჯებოდეს და თან ეს ყველაფერი იყოს ბუნდოვანი, გაუმჭვირვალე. ამაზე გვაქვს საუბარი. თუ გვთხოვენ ამ კანონის გაუქმებას, მაშინ შეეშვან სიძულვილის დათესვას ამ ქვეყანაში უცხოური დაფინანსებით, შეეშვან რადიკალიზმის დათესვას, ბულინგის წახალისებას ამ ფულით და რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დაფინანსებას", — განაცხადა კობახიძემ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები