ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს
ფოტო: "ბათუმელები"
ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტენ, ხოლო ასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.
კომენტარს არ აკეთებს ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც ორივე საწარმოში 100 %-იანი წილის მფლობელია.
გუშინ, 30 ოქტომბერს შპს მაღაროელის თანამშრომლებს კომპანიის თანამშრომელი შეხვდა და განუცხადა, რომ კომპანია 5 თვით, 2025 წლის აპრილამდე აჩერებდა მუშაობას, ხოლო დასაქმებულებს 60% ხელფასის მიღების საშუალება ექნებოდათ — ამის შესახებ ბათუმელები არკვევს.
"ერთი კვირაა ჭორებია, მაგრამ მხოლოდ გუშინ დადასტურდა, რომ აპრილამდე მაღარო მუშაობას წყვეტს.
გუშინ, 30 ოქტომბერს, გამოგვიცხადეს ოფიციალურად. თემურ ხონელია შეგვხვდა დასაქმებულებს, გარკვეული მიზეზები დაასახელა, კრიზისშია კომპანია, რესტრუქტურიზაცია უნდა გავაკეთოთ და აპრილამდე უნდა გავჩერდეთო.
გვთავაზობენ ხელფასის 60%-ს გაჩერების პირობებში. მსგავსი გაჩერება იყო 2023 წლის თებერვალშიც, მაშინაც ხელფასის 60%-იანი გადახდით, მაგრამ მაშინ ბანკის სესხი ვისაც ჰქონდა, ყველას გაუჩერეს სესხები. ახლა ბანკებთან დაკავშირებით აღარაფერს ამბობენ", — ამბობს ბათუმელებთან კომპანიის თანამშრომელი, ტარიელ მიქაძე.
როგორც მიქაძე ამბობს, დასაქმებულებს კომპანიის მიმართ მთელი რიგი მოთხოვნები აქვთ.
"როგორც ვიცით, საწარმოების გაჩერება სახელმწიფოსთან შეთანხმებით მოხდა. ამიტომ უნდა ვთხოვოთ კომპანიას სახელმწიფოსთან ერთად, ან 100%-იანი ანაზღაურება შეგვინარჩუნოს, ან ალტერნატიული სამუშაოები მოგვცენ რამე, ან ბანკების სესხები გაგვიყინონ ამ ხელფასის 60%-თან ერთად", — ამბობს მიქაცაძე.
ამასთან, ბათუმელების ინფორმაციით, იმავე რიცხვიდან ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი სრულად ჩერდება.
„ასეთი შემთხვევა არ გვახსოვს აქამდე, ყველა ღუმელი ერთიანად გაჩერებულიყოს. გვითხრეს, ელექტროენერგია არ ჰყოფნის საწარმოს და იმიტომ ვაჩერებთ მუშაობასო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ფეროში დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ.
ჯორჯიან მანგანეზი საქართველოში უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი და ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, რომელიც 6 ათასამდე თანამშრომელს და რამდენიმე ძირითად ობიექტს აერთიანებს.
კომპანიას ქარხნები აქვს: ჭიათურაში, სადაც მანგანუმის მადანს მოიპოვებს, ზესტაფონში სილიკომანგანუმს აწარმოებს და საკუთრებაში აქვს "ვარციხეჰესი", სრულად განახლებად ენერგიაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიაც უზრუნველყოფს მოპოვება-წარმოების პროცესს.
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
კომენტარები