საია: შს მინისტრის ბრძანებით, აქციაზე ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება აკრძალულია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე, წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი გაზის პარალელური გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
აქამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ "საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას".
საიას თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N1002 (მუხლი 9.1.ჟ) ბრძანებაში, სადაც განსაზღვრულია შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, შსს-ს თანამშრომელთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქცია კრძალავს აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
საია აღნიშნავს, რომ ნახსენები ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის და ორგანიზაციამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა.
"უპირველესად, შსს-ს შევახსენებთ, რომ ასეთი აკრძალვა არსებობს შს მინისტრის N1002 ბრძანებაშიც (მუხლი 9.1.ჟ), რომელიც განსაზღვრავს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, და, რომლის თანახმად, აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენება აკრძალულია.
ასეთ მიგნებას ციტირებს, ასევე, ევროპული სასამართლო 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (პარ. 147) და ადასტურებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ამ საშუალებების ერთმანეთის პარალელურად და ერთდროულად გამოყენება.
ხაზგასასმელია, რომ ეს ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის ოფიციალურ მაცნეში, და, საიამ იგი სამინისტროდან სხვადასხვა აქციის მონიტორინგის დროს გამოითხოვა.
უცნობია, რაზე დაყრდნობით აცხადებს შსს, რომ აქტიური სპეციალური საშუალებების ერთდროულად გამოყენების ამკრძალავი ნორმა არ არსებობს, და, თუ ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ შსს-მ აქციების დაშლის ოპერაციების ინსტრუქცია გააუარესა, და აღნიშნული ნორმა შეცვალა". — წერია განცხადებაში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თქმით, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე აღნიშნული საშუალებები მხოლოდ პროპორციულად, მინიმალური ინტენსივობითა და კანონიერად უნდა იქნეს გამოყენებული
"ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, თავად სამინისტროს განცხადებაში ციტირებული სახელმძღვანელოების მიხედვით, აღნიშნული სპეციალური საშუალებები შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ პროპორციულად, კანონიერად და მინიმალური ინტენსივობით.
წყლის ჭავლიც და ცრემლსადენი გაზიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მკაცრად აუცილებელია შეკრებაში მონაწილე ჯგუფის სამართავად და ძალადობამ ისეთ ხარისხს მიაღწია, როდესაც საფრთხის კონტროლი პირდაპირ ძალადობრივი ინდივიდებისადმი მიმართული ზომების მიღებით შეუძლებელია, თუმცა, აღნიშნული საშუალებები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთდროულად, ან ერთმანეთის პარალელურად.
აღნიშნულის საპირისპიროდ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, სამართალდამცავები სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, შესაბამისი საფუძვლის და აუცილებლობის გარეშე". — წერია საია-ს განცხადებაში.
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით
-
12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება 12 ოქტომბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვაც იგეგმება
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე "ეს საგამოძიებო უწყებების საქმეა" — ირაკლი კობახიძის პასუხი "საქართველოს ფოსტაში" შესულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა? გასულ წელს საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარამდე გაიზარდა, მედიანური კი 1 531 ლარამდე — რა სხვაობაა?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
კომენტარები