დონალდ ტრამპი

16 Aug. 2025, 13:31

შესანიშნავი და ძალიან წარმატებული დღე იყო ალასკაში! რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან და სხვადასხვა ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატოს უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველამ გადაწყვიტა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არ ძლებს. პრეზიდენტი ზელენსკი ორშაბათს შუადღისას ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში ჩამოვა. თუ ყველაფერი კარგად წავა, შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას დავგეგმავთ. პოტენციურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის…