5 ქვეყანა, სადაც თიბისის 10 000 ლარიანი სამოგზაურო ბიუჯეტით შეგიძლია წახვიდე
ფოტო: თიბისი
მოგზაურობა და ახალი ემოციების მიღება ყველგან შეიძლება — მეზობელ ქვეყანაში ან თუნდაც საკუთარ ქალაქში, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არსებობს 5 პოპულარული მიმართულება, რომელთა ნახვაც, ნამდვილად უნდა მოასწრო, თუ ბუნება, სპორტი, ანიმე და კულინარია გიყვარს.
ფოტო: თიბისი
ბრაზილია
მართალია, ბრაზილია არ არის მხოლოდ რიო დე ჟანეირო, მაგრამ სწორედ აქ იგრძნობ ამ ქვეყნის გულისცემას. ბრაზილიური კარნავალი კი, ისეთი გამოცდილებაა, რომელსაც ვერავითარი ვიდეო ვერ გადმოსცემს. ამ დროს მთელი ქვეყანა ერთ დიდ სცენად და მილიონი ტურისტის თავშეყრის ადგილადაა გადაქცეული (ნუ, გასაკვირიც არ არის, კარნავალის შემდეგ რეკორდულად მაღალი, 3500 ტონა ნაგავიც, რომ გროვდება).
თუ კორკოვადოს მთაზე ახვალ და მაინც იტყვი, რომ თბილისის ანძა ეიფელსაც და ქრისტეს ქანდაკებასაც სჯობს, მაშინ ნამდვილი პატრიოტი ყოფილხარ!
აი, თუ ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ხარ, მაშინ მარაკანას სტადიონის ნახვისას, გულისცემა კიდევ უფრო აგიჩქარდება, რადგან ამ ადგილას იწერება ფეხბურთის ისტორია. იპანემას სანაპიროზე ბურთის გორაობა ადგილობრივების ცხოვრების წესია, რომელსაც აუცილებლად უნდა შეუერთდე.
იაპონია
ტოკიოს ცათამბჯენების ქუჩებიდან კიოტოს უძველეს ტაძრებამდე მანძილს, ზეჩქაროსნული მატარებლით 2 საათსა და 20 წუთში დაფარავ. ამიტომაა ეს ქვეყანა ძველისა და ულტრათანამედროვე ცხოვრების სინთეზი. მნიშვნელობა არ აქვს ანიმეს გამო გიყვარს იაპონია, საკურას ყვავილობა გიზიდავს, თუ უბრალოდ გემრიელი, ავთენტური სუშის გასინჯვის ინტერესი გამოძრავებს, ამ ქვეყანას შეუძლია ყველანაირი ემოცია მოგცეს.
თანამედროვე ფუძიამას მთა ყველაზე პოპულარული ქავერის ფოტოა, შენ კი საკუთარი გადაღებული გექნება, თუ ერთხელ მაინც ესტუმრები იაპონიას.
ფოტო: თიბისი
კენია
ამბოსელის ეროვნულ პარკში ტელეფონის სტანდარტული მაღვიძარას ხმას თამამად ჩაგინაცვლებს ნამდვილი ლომის ღრიალი. კემპინგისას აუცილებლად მოგიმზადებენ ძლიერ კენიურ ყავას და საფარის ტურისთვის სამყოფი ენერგიაც გარანტირებული გექნება. გიდის თანხლებით და ჯიპებით უცბად აღმოჩნდები დაცულ ტერიტორიაზე, სადაც ყველა იმ ცხოველს ნახავ, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ვოლიერს მიღმა ხედავდი. ამ ემოციების მთავარი დასასრული კი, კილიმანჯაროს მწვერვალია.
ფოტო: თიბისი
ინდონეზია
შემთხვევითი არ არის, რომ ჭამისა და ლოცვის შემდეგ, ჯულია რობერტსის გმირი სიყვარულის საძებნელად ბალიზე ჩადის. აქ ყველა თავის პერსონალურ სამოთხეს და დღის რუტინას პოულობს: აქტიური დასვენების მოყვარულებიც და სანაპიროზე საათობით რუჯის მიღების მოყვარულებიც.
უზარმაზარი ვილის ქირაობაც შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად, რომელსაც საკუთარი აუზიც ექნება. ბალის თეთრქვიშიან პლაჟებზე გადასაადგილებლად იდეალური ტრანსპორტი მოპედია.
ფოტო: თიბისი
მაროკო
აფრიკის კონტინენტის ეს ქვეყანა მსოფლიომ ხელახლა პოპულარული, ბრაზილიური სერიალის კლონის გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა. ჟადეს და ლუკასის სიყვარულს გულშემატკივრები საქართველოშიც ბევრი ჰყავდა.
ცოცხალი და ხმაურიანი მარაკეში აღმოსავლური კულტურის ნამდვილი ნაზავია: მრგვალი მოედნები, მწკრივად ჩაყოლებული სუვენირების მაღაზიები და უგემრიელესი კერძები ყოველი ფეხის ნაბიჯზე. აქვე ნახავ ყველაზე უძველეს ტყავის გადამამუშავებელ საწარმოებს. ტყავს იქვე, ნატურალურ საღებავში ავლებენ.
კასაბლანკა უფრო დასავლურია, ვიდრე მარაკეში. ქალაქის არქიტექტურაში იგრძნობა ფრანგული გავლენა: ბულვარები, საფრანგული სტილის შენობები და კაფეები.
მთავარი ხიბლი მაინც უდაბნოს ტური და მზის ჩასვლის ნახვაა. ბედუინები იქვე ცხელ ქვიშაზე გამოგიცხობენ პურს. მართალია, ცხოვრებაში ამაზე გემრიელი პურიც გექნება დაგემოვნებული, მაგრამ უდაბნოს მთავარი ხიბლიც ხომ ეგაა.
ფოტო: თიბისი
ამ ხუთიდან ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობა რეალური გახდება, თუ თიბისის კამპანიაში ჩაერთვები.
თიბისის კამპანიის — გაატარე ზაფხული შენებურად ფარგლებში, 5 მომხმარებელი, რომელიც 24 აგვისტოს ჩათვლით, სულ რაღაც 30 წამში, მობაილბანკიდან აიღებს ახალ თიბისი ბარათს და თიბისის ტერმინალებზე ყველაზე სწრაფად შეასრულებს პირველ 10 ტრანზაქციას, 10,000 ლარიანი სამოგზაურო ბიუჯეტით დასაჩუქრდება და რაც მთავარია, ტურს თავადვე დაგეგმავს. გადაწყვეტს სად, როგორ, რამდენი ხნით და ვისთან ერთად გაემგზავრება.
კამპანიის პირობების თანახმად, არც დახარჯული თანხის რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და არც ტრანზაქციების ფორმაში ხარ შეზღუდული. შეგიძლია ელვის სისწრაფით ჩამოუარო მოლში არსებულ მაღაზიებს ან უცბად გამოწერო კალათში დაგროვებული საყვარელი ბრენდის ტანსაცმელი. ერთადერთი საზრუნავი მოგზაურობის სთორებისთვის შესაფერისი საუნდტრეკის პოვნა გექნება, ფილტრიც კი არ არის საჭირო.
თუ კამპანიაში ჩართვა და ამ შანსის გამოყენება მოგინდება, დეტალური პირობები, შეგიძლია ნახო აქ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები