Meduza: მთავრობის სტრატკომის წარმომადგენლები იმედის პროდიუსერებს მესიჯბოქსს პირდაპირ აწვდიან
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველო, როგორც შიდა, ისე საგარეო ასპარეზზე პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული. მმართველი პარტია ღიად დაუპირისპირდა როგორც მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, ისე დასავლელ პარტნიორებს, —დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა გამოცემა Meduza-მ არჩევნების ჭრილში ტელეკომპანია იმედისა და ლიბერთი ბანკის კავშირი იკვლია.
რა კავშირია იმედსა და ლიბერთის შორის, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი მე-3 ადგილს იკავებს იმედის მსესხებელთა შორის? — ორივე მათგანს ლონდონში ბაზირებული ფირმა Hunnewell Partners ფლობს. ამის პარალელურად, სარჩელი ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით თებერვლის შემდეგ სასამართლოს ელოდება — მოსარჩელეების აზრით, ამ შეღავათის საპასუხოდ Hunnewell იმედს მმართველი ძალის კამპანიის გზავნილების გასახმაურებლად იყენებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები მკვეთრად დააზიანა, აშშ და ევროკავშირი "გლობალური ომის პარტიასთან" გააიგივა და ქვეყნის კურსის ცვლილებით მიაღწია იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება, ფაქტობრივად, ახლო მომავალში წარმოუდგენელ რეალობად აქცია.
Meduza იმედის ვაშინგტონის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსუდან შელიას, კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზზე საუბრობს:
"დღესდღეობით ჩემი ყოფილი კოლეგები მონაწილეობენ კამპანიაში, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს დასავლურ პერსპექტივას დიდი ხნით გამოუთხრის ძირს. ამის ნაწილი ვერასდროს ვიქნებოდი. მე ვიზრდებოდი რწმენით, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი და რუსეთის გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, რადგან გამოცდილი მქონდა რას ნიშნავს ეს: ომს, ძალადობასა და შევიწროებას", — განაცხადა რუსუდან შელიამ.
Meduza-ს სტატიაში ვხვდებით იმედის ყოფილი თანამშრომლების კომენტარებსაც, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მათი თქმით, ტელევიზიის რიტორიკის რადიკალური ცვლილება ერთ დღეში არ მომხდარა.
"ეს მდუღარე წყალში ბაყაყის ყოფნას ჰგავს — იწყება ცივი წყლით, შემდეგ თანდათან თბება, ცხელდება და, საბოლოოდ, ბაყაყს წყლიდან ამოხტომა ავიწყდება. რიტორიკა, რომელსაც დღეს იყენებენ, მთავრობის რიტორიკასთან ერთი ერთშია — არ აქვს მნიშვნელობა, წამყვანი საუბრობს თუ მინისტრი", — ამბობს იმედის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.
სხვა წყარო ამტკიცებს იმასაც, რომ იმედის მიერ გავრცელებული გზავნილების დიდი ნაწილი პროდიუსერებთან პირდაპირ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან მოდის. სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივამ NATO-ს მხარდაჭერა მიმდინარე წელს დაკარგა, როცა არაერთგზის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ინტერნეტში რუსული სტილის დეზინფორმაციის გასავრცელებლად ტროლებს იყენებდა. წყაროები ამბობენ იმასაც, რომ იმედის რიტორიკიდან კრიტიკული ხმის გასაქრობად და ოპოზიციის "რადიკალებად" და "ლიბერალ ფაშისტებად" მოსანათლად შეთანხმებული მოქმედებები ხორციელდებოდა.
"თავდაპირველად, სულ მცირე, ყველას აზრს ვიღებდით. შემდეგ, თუ აზრი არ მოსწონდათ, შესაძლოა, არ გამოეყენებინათ. ახლა ძალისხმევასაც კი არ ხარჯავენ იმისგან განსხვავებული აზრის მოსაპოვებლად, რასაც ავრცელებენ", — განაცხადა კიდევ ერთმა ანონიმურმა წყარომ.
სტატიაში საუბარია იმედის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და Hunewell-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ ირაკლი რუხაძეზეც, რომელმაც ღიად ისაუბრა, რომ მისი და იმედის არსებობის "მისია" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაა, თუმცა უარყო კავშირი პროპაგანდასთან, რაც ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკისა სტატიაში მოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ ჟღერს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები