ნახეთ: როგორ წარმოაჩენენ კეთილები სხვადასხვა მენტალურ პრობლემას
ფოტო: youtube
კეთილების ჩვენც გევიმართებით ქართული იუთუბ-სერიალია. ის 2022 წელს დაიწყო და აგერ უკვე, მეხუთე სეზონის მოლოდინში ვართ. სერიალის ავტორები და მსახიობები აკაკი დარბაიძე და გიორგი ჩუბინიძე არიან. სერიალი ორ ჭიათურელ ბიჭზეა, რომლებიც დაახლოებით 27 წლისები არიან და ცხოვრებაში უსაქმურობის გარდა არაფერი უკეთებიათ. ჰოდა, ერთ დღეს გადაწყვიტეს გასამართად თბილისში წამოსვლა და იქ იწყება, თავდავიწყება.
სერიალი ბევრი რამის გამოა საგანძური. პერსონაჟების სახასიათო მანერები, ხუმრობები, პლოტ-ტვისტები, მოკლედ ყველაფერი, რაც გემოვნებიან კომედიურ სერიალს სჭირდება.
თუმცა, ამ სტატიის მიზანი არაა სერიალის, როგორც კომედიის განხილვა. მინდა, ჩვენც გევიმართებით სატირად განვიხილოთ. მე თვითონ საჩხერიდან ვარ და კეთილებთან ბავშვობა მაკავშირებს. სერიალის პერსონაჟები ბავშვობაში სოფელში ჩასვლისას რომ მხვდებოდნენ, აი, იმ ხალხს მახსენებენ. ყველა პერსონაჟს თავისი ისტორია და მოტივი აქვს. თუ ოდნავ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, სინამდვილეში რამხელა სევდაა ამ გენიალურ კომედიაში.
მარტივი და ცოტა შემეცნებითი რომ იყოს, განვიხილავ პერსონაჟების ფსიქოლოგიურ დარღვევებს(თითოზე თითოს, თორემ სტატიას დასასრული არ ექნება).
მაშ, ასე !
ტოპე (ნამდვილი სახელი ტარიელი) — იმპულსურობა
ტოპეს ქცევა ხასიათდება იმპულსურობით. თავის შეკავება ხშირად უჭირს და ერთმა სიტყვამაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს. ტარიელი ფეთქებადი ხასიათის გამო ხშირად პრობლემებში ეხვევა.
ფოტო: youtube
მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ: ტოპე ჭიათურაში გაიზარდა. მამა ციხეში იჯდა, დედამ მიატოვა. იმპულსური ბაბუის გარდა არავინ ჰყავდა. ბავშვობაში დიდად ყურადღებას არავინ აქცევდა. სკოლაც მეცხრე კლასში მიატოვა და ერთადერთი, რაშიც თავი მაგარი გონია საქმეების გარჩევაა(მოდი ვაღიაროთ, ეგ მართლაც კარგად გამოსდის). მე იმის თქმა მინდა, რომ ესაა 27 წლის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არ ქონია შანსი და არც სურვილი, განვითარებულიყო. მისი ემოციური ინტელექტი იმდენად განუვითარებელია, რომ ლამაზი გოგოს დანახვაზე ველურდება...
ერთ-ერთ ეპიზოდში მამამისს ეუბნება, "მე მეტი რაღა უნდა დემენძრეს"-ო და ეგრეც მიდის მისი ცხოვრება.
ტანჯულა (ნამდვილი სახელი მამული ჩუბინიძე) — დამოკიდებულება
დამოკიდებულებას ძირითადად კონკრეტიკა აქვს ხოლმე, მაგალითად სასმელზე დამოკიდებულება, საყიდლებზე სიარულზე დამოკიდებულება, ნარკოტიკზე დამოკიდებულება და ა.შ. მაგრამ, ტანჯულას შემთხვევაში დამოკიდებულება ზოგადია.
ფოტო: youtube
მიუხედავად იმისა, რომ ტოპესგან განსხვავებით მას მშობლები ჰყავდა, ემოციური ინტელექტით ისიც ვერ დაიკვეხნის. ტანჯულამ იცის ზოგადი ზრდილობის ფორმები, ქცევის წესები. პედაგოგმა დედამ ასწავლა, მაგრამ იმას ვერ ხვდება რა საჭიროა ეს ყველაფერი. ბავშვობაში ყოველდღე ხედავდა უსაქმურ, მოძალადე მამას და მშრომელ, შტერ დედას. დელუზიის დონე იმხელაა ნუგზარასა და ლუიზას ურთიერთობაში, რომ ამათ შემყურე მამულიმ ვერ გაიგო რა არის სწორი და რა არასწორი, რამ უნდა გააბედნიეროს და რამ დაამწუხროს. ჰოდა, არის ესე... დაკარგული, ხან ეწევა, ხან თამაშობს, ხან სვამს. დამოკიდებულია თითქმის ყველაფერზე. ტოპეზეც კი დამოკიდებულია, იმიტომ რომ არ იცის თვითონ რა უნდა და ტოპეს რაღაცებს ინდომებს.
"ერთი წუთით, შეგაწუხებ, თუ არ შეგაწუხებ"-ო უთხრა ერთხელ ტანჯომ თანამესაკნეს, ჰოდა ეგრე ჭრელო პეპელასავითაა მაგის საქმეც.
ლუიზა დარბაიძე — სტოკჰოლმის სინდრომი
სტოკჰოლმის სინდრომის დროს მსხვერპლი დამნაშავეს ამართლებს. ზუსტად ესაა ლუიზას სუსტი წერტილი. აი, დაფიქრდით, ნუგზარაზე მიჯაჭვული რომ არ იყოს ავადმყოფურად, ხომ იქნებოდა წარმატებული პედაგოგი?! ძლიერი ქალი საკუთარი შემოსავლითა და უნარით, მოაგვაროს ყველა პრობლემა...
ფოტო: youtube
პირადად ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და სახასიათო პერსონაჟი, ლუიზა დარბაიძე, ნამდვილად სტოკჰოლმის სინდრომითაა შეპყრობილი. ის ვერ ხედავს საკუთარი თავის ფასს და გონია, რომ ყველაფრისთვის მადლობა აქვს გადასახდელი. ბავშვობიდან არავინ არაფრად აგდებდა და ყველას მოჯამაგირედ უნდოდა. ამას თვითონვე ამბობს ხოლმე. ლუიზა გამუდმებით ცდილობს გარშემო მყოფების, სხვა თუ არაფერი, მადლიერება მაინც მოიპოვოს. გულის სიღრმეში თვითონაც აცნობიერებს მისი ბედის ტრაგიკულობას, მაგრამ სიღრმიდან ფიქრად წამოსულ ცოდნას იმწამსვე აჩერებს და დელუზიაში იჭრება.
"ნეტაი ქე, დამიფასებდეს ვინმე"-ო ამბობს ხოლმე ლუიზა, მაგრამ დამფასებელი ჯერ არსად ჩანს.
*ავტორის ჩანართი: GOAT გულშემატკივრები მეტყვით, სასიმინდე ხომ დააბრუნაო, მაგრამ ჩემი აზრით ეგ დაფასებად არ ითვლება. ეგ წაღებულის დაბრუნებაა, ე.წ. "რასხოდ"-ი
ნუგზარა ჩუბინიძე — ექსცენტრულობის სინდრომი
ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, აი რა დგას ნუგზარას ყეყეჩი გამოხედვების უკან. ხშირად უცნაურად იქცევა, რომ გამოირჩეს. ლაპარაკობს ბრტყელ-ბრტყელად, მაგრამ მაგის გაკეთებული საქმე არავის უნახავს. მოკლედ, მე ვარო დედამიწის ცენტრშიო გადაწყვიტა ნუგზარამ და აღარც გადაუფიქრებია.
ფოტო: youtube
ლუიზასი არ იყოს, ნუგზარაც ძალიან სახასიათო პერსონაჟია. ის კნინობითში გამოხატავს ექსცენტრულ კაცებს, რომლებსაც თავის მართლების გარდა ცხოვრებაში არაფერი უკეთებიათ. ნუგზარა საბჭოთა კავშირს მისტირის და სტალინს აღმერთებს. ნუგზარას უყვარს თავისი თავი, თავისი ისტორიები, დედის საფლავი, თავისი კარ-მიდამო, თავისი მანქანა და ლუიზა, ამ თანმიმდევრობით. ის უმცროსი ძმაა და როგორც ბოლო სეზონში ირკვევა, დედამისს მისი გაკეთებული არასდროს არაფერი მოუწონებია. ძმის ჩრდილში მცხოვრები ნუგზარა კი, მთელი ცხოვრებაა ცდილობს დაამტკიცოს, რომ შექების ღირსია. ცდილობს მოჰყვეს ყველაზე საინტერესო ისტორია, დაიწუნოს სხვისი, აქოს თავისი და ა.შ.
"ღმერთო მამიგონიე"-ო ხშირად ამბობს ნუგზარა და მოდი ღმერთო მართლა მოუგონიე რა!
*ავტორის ჩანართი: მინდა გამოვყო, ჩემთვის ყველაზე ამოუცნობი ფენომენი: ნუგზარას სიკვდილისადმი ლტოლვა. სადღეგრძელოები იქნება ეს, თუ უბრალო დიალოგები, ნუგზარა ხშირად ახსენებს სიკვდილს და ყოველთვის დადებით კონტექსტში. მისი საყვარელი დღესასწაული აღდგომაა და გასვენებებზე, საერთოდ, გიჟდება. ამაზე, მე თუ მკითხავ, ცალკე სტატიაც კი დაიწერება ისეთი საინტერესო და ვრცელი თემაა. ჩემ ცხოვრებაში გავლილ-გამოვლილი ადამიანებიდან გამომდინარე, სახასიათოც.
ფოტო: youtube
პ.ს. კეთილების ყურებას თუ გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ:
1. თავიდან ტანჯულას ლაპარაკის ნახევარს ვერ გაიგებთ, მაგრამ არა უშავს. რამდენიმე სერიაში აკაკი დარბაიძეც ხვეწავს ტანჯოს ლაპარაკის მანერას და ცოტა ჭიათურულს თქვენც სწავლობთ. მერე აუცილებლად მოუბრუნდით და თავიდან უყურეთ იმ დასაწყის სერიებს. კარგი ხუმრობები არ გამოგეპაროთ!
2. კეთილებს ფილმიც აქვთ, თან აუცილებლად სანახავი!
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან €80 მლნ-მდე შეფასებული რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა

კომენტარები