წერილი, რომელიც ჰილარი კლინტონმა არჩევნებში დამარცხების დღეს მოძღვარისგან მიიღო
2016 წლის 8 ნოემბერს, ამერიკაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონი რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან დამარცხდა.
როგორც დემოკრატების ყოფილი კანდიდატი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, მას დეპრესიისგან თავის დაღწევაში რწმენა დაეხმარა.
CNN-მა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ჰილარი კლინტონს მისმა მოძღვარმა, ბილ შილადიმ, არჩევნების მეორე დღეს, 2016 წლის 9 ნოემბერს, გაუგზავნა.
კვირა მოდის
2016 წლის 9 ნოემბერი
პარასკევია, მაგრამ კვირა მალე დადგება. ეს არ არის ის, რისი დაწერის იმედიც მქონდა. ეს არაა წერილი, რომლის მიღებაც შენ გსურდა დღეისთვის. სანამ დღევანდელი პარასკევი შესაძლოა იყოს ყველაზე ცუდი მაგალითი იმ პარასკევის, რომელიც ჩვენ გვიყვარს, გახსოვდეს, რომ ცხოვრება უამრავი პარასკევი დღეებით არის სავსე.
გაიხსენე, რომ კარგი პარასკევი დღე ქრისტეს მოციქულებისთვის იმ დღედ იქცა, როცა ყველაფერი ჩამოინგრა, ყველა იმედი დაიკარგა. კაცი, რომელიც თავს ღმერთის შვილს უწოდებდა, რომელიც უნდა ყოფილიყო მესია, ვინც ყველაფერს შეცვლიდა, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
ჯვარცმიდან მესამე დღეს, ქრისტე თავის მიმდევრებს გამოეცხადა და უთხრა, რომ ტაძარი აღდგებოდა. მაგრამ იმ პარასკევს, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა კვირა დღე. ისინი იმედგაცრუებულნი იყვნენ, ტიროდნენ, უარყოფდნენ რეალობას, გარბოდნენ და იმალებოდნენ.
ჩვენთვის, პარასკევი შესაძლოა ის დღე იყოს, როდესაც ექიმი დაგვირეკავს და გვეტყვის, რომ სიმსივნე ისევ ამოქმედდა. შეიძლება ამ დღეს გაგათავისუფლონ სამსახურიდან. ამ დღეს გიღალატოს მეგობარმა, ამ დღეს დაკარგო ძვირფასი ადამიანი.
პარასკევი ის დღეა, როდესაც ყველაფერი ძირს ეცემა და იმედები ქრება. ყველას გვაქვს ასეთი პარასკევი, თუმცა გახსოვდეს - კვირა მოდის!
დღეს შენთვის სწორედ ასეთი პარასკევია. ბოლო კვირების განმავლობაში შენ იბრძოდი, გასულ ღამეს კი დამარცხდი. არ დაგავიწყდეს, კვირა მოდის.
ქრისტემ თავისი მტანჯველი მისია სამყაროს ცოდვებისთვის სიცოცხლის გაწირვით დაასრულა. მას სჯეროდა სამოთხის და მისი მამის, რომელმაც მას პარასკევის გასაძლებად დიდებულება და სიმშვიდე მისცა. ქრისტემ იცოდა, რომ სიკვდილი იგებდა და თქვა "დასრულდა" [აღსრულდა], რაც დანებებას არ ნიშნავდა. ამ დროს ის გულისხმობდა, რომ ახალი დღე დგებოდა.
პარასკევი დასრულდება და კვირა დადგება. სიკვდილი განადგურდება და იმედი აღდგება. თუმცა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიაროთ ბნელი და უიმედო პარასკევი.
შენ იცი, ჩემი საყვარელი გამოთქმაა: "ღმერთი ერთ კარებს მეორეს გაღების გარეშე არ ხურავს, თუმცა გასასვლელში შესაძლოა ჯოჯოხეთი დაგხვდეს. დაო ჰილარი, ჩვენს ერს, ჩვენს სამყაროს, შავი პარასკევი დაუდგა. ჩვენი იმედი კი კვირისკენაა მიმართული. თუმცა მანამდე, ალბათ ჯოჯოხეთური გზის გავლა მოგვიწევს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები