მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსის ფოიე), საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე- ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციიდან აქამდე სრულიად უცნობ ფოტო გამოფენას, რომლის კურატორიც ცნობილი ფოტოგრაფი, გურამ წიბახაშვილია.
მინის ნეგატივები, რომელიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე- 20 საუკუნის სადაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს.
საბჭოთა კავშირში საქართველოს ყოფნის 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ პიროვნებებს, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც, იმას, რაც ოფიციალურ პროპაგანდისტურ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა, არატოტალიტარული ყოფის შესახებ მეხსიერების გაქრობა.
საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ფოტოსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა, როგორც მტკიცებულება. შედაგად, არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავის დროზე ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი.
გამქრალი მეხსიერების თუნდაც ნაწილობრივ შესავსებად, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის აქამდე სრულიად უცნობი ფოტო-მემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა. ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე, თავად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით და ეს ხელოვნება შვილებს - გიორგის, თამარს და რუსუდანს შეასწავლა. ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის, ინჟინერიის, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი, გიორგი ნიკოლაძე, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული, რომლის მამა, ვახტანგ ღამბაშიძე — ექიმი, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე, ასევე ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პრაქტიკულად ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა.
გამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია: „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით” (“The Memory Project: Face based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწუფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართულია: ჰარვარდის უნივერსიტეტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მესხიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.
-
გადახედვაერთდღიანი გათიშვის შემდეგ აშშ-ში TikTok ბრუნდება — რა ხდება ერთდღიანი გათიშვის შემდეგ აშშ-ში TikTok ბრუნდება — რა ხდება
-
გადახედვამედიაომბუდსმენი ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მზია ამაღლობლის პატიმრობის შესახებ ესაუბრა მედიაომბუდსმენი ვაშინგტონში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მზია ამაღლობლის პატიმრობის შესახებ ესაუბრა
-
გადახედვაჯო ბაიდენი: ამდენი ტკივილის, ნგრევის, სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღი გაჩუმდა ჯო ბაიდენი: ამდენი ტკივილის, ნგრევის, სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, დღეს ღაზაში იარაღი გაჩუმდა
-
გადახედვაჯო უილსონი: ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს მამაც ქართველებს, რომლებიც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ითხოვენ ჯო უილსონი: ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს მამაც ქართველებს, რომლებიც სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ითხოვენ
-
გადახედვამიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 613 პატიმარი შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, 613 პატიმარი შეიწყალა
-
გადახედვაThe New York Times: ტრამპი მიგრანტების სადეპორტაციო რეიდებს მომავალ კვირას დაიწყებს The New York Times: ტრამპი მიგრანტების სადეპორტაციო რეიდებს მომავალ კვირას დაიწყებს
-
გადახედვაგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
-
გადახედვადონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა — $Trump გამოუშვა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა — $Trump გამოუშვა
-
გადახედვავოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისათვის PATRIOT-ის მეტი სისტემა მეტ დაცულ სიცოცხლეს ნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისათვის PATRIOT-ის მეტი სისტემა მეტ დაცულ სიცოცხლეს ნიშნავს
-
გადახედვა"ჰამასსა" და ისრაელს შორის დადებული შეთანხმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამოქმედდა "ჰამასსა" და ისრაელს შორის დადებული შეთანხმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამოქმედდა
-
გადახედვა18 იანვარს თემქაზე დაკავებული აქტივისტების ნაწილმა საპატიმრო დატოვა 18 იანვარს თემქაზე დაკავებული აქტივისტების ნაწილმა საპატიმრო დატოვა
-
გადახედვაჯონ ჰერბსტი: საქართველოში მზარდი რეპრესიებია ჯონ ჰერბსტი: საქართველოში მზარდი რეპრესიებია
-
გადახედვააზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში "მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
-
გადახედვასახალხო დამცველი: ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ორმა პირმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა სახალხო დამცველი: ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ორმა პირმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებაზე განაცხადა
-
გადახედვაადვოკატის თქმით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია პოლიციამ შეცდომით დააკავა ადვოკატის თქმით, რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია პოლიციამ შეცდომით დააკავა
-
გადახედვაSJC-ის შეფასებით, პოლიციამ თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას არაპროპორციულად ძალა გამოიყენა SJC-ის შეფასებით, პოლიციამ თემქაზე აქციის მონაწილეების დაკავებისას არაპროპორციულად ძალა გამოიყენა
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, უტა ივანიშვილმა იაპონიიდან ახალი კომპანია, "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, უტა ივანიშვილმა იაპონიიდან ახალი კომპანია, "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა
-
გადახედვააზერბაიჯანმა USAID-თან 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა აზერბაიჯანმა USAID-თან 25-წლიანი თანამშრომლობა შეაჩერა
-
გადახედვაანდრო ჭიჭინაძე: იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს ანდრო ჭიჭინაძე: იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს
-
გადახედვაჯო უილსონი: კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში დიქტატურის აგრესიის ღერძი იჭრება იარაღის უზენაესობით, ტრამპი ამას გამოასწორებს ჯო უილსონი: კანონის უზენაესობის მქონე დემოკრატიებში დიქტატურის აგრესიის ღერძი იჭრება იარაღის უზენაესობით, ტრამპი ამას გამოასწორებს
-
გადახედვა19 იანვარს, საქართველოს 6 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები გაიმართება 19 იანვარს, საქართველოს 6 ქალაქში საპროტესტო აქცია-მსვლელობები გაიმართება
კომენტარები