თამთა მიქელაძე წერს, რომ თემქაზე დაკავებულ აქტივისტებს პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
გურამ მაცხონაშვილს განყოფილებაში კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. მანამდე სონა კალანდაძეს აგინეს და თმით მოქაჩეს, თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე წერს.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას ცდილობდა. სწორედ ამ პროცესში არ იჯერებდნენ, რომ გურამ მაცხონაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი და ამის გამო კეფაში მას რამდენჯერმე ჩაარტყეს. თმა მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეს და სონა კალანდაძეს და აგინეს — სონა კალანდაძეს.
"ახლა გამოვიდა ჩვენი დაუღალავი ადვოკატი მარიამ პატარიძე დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სადაც თემქაზე დაკავებული აქტივისტები მოინახულა. მათ შორის, არიან მარიამ პაიჭაძე, გურამ მაცხონაშვილი, სონა კალანდაძე.
დაკავებულების თქმით, პოლიციის განყოფილებაში აგრესიულობით გამოირჩეოდა ერთი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი არ წარუდგინა მათ.
ის აქტიურად ცდილობდა აქტივისტების ტელეფონების დათვალიერებას. სწორედ ამ პროცესში არ იჯერებდნენ, რომ გურამ მაცხონაშვილს საერთოდ არ ჰქონდა ტელეფონი თან და ამის გამო კეფაში რამდენჯერმე ჩაარტყეს. ეს ყველაფერი პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა.
მანამდე პოლიციის განყოფილებაში შეყვანის დროს სონა კალანდაძეს აგინეს და თმით მოქაჩეს. თმით მოქაჩეს მარიამ პაიჭაძეც.
პოლიცია თავს არ იკავებდა დაკავებულების დაშეიმებისგან და პროტესტში ჩართულობის აბსურდულობაზე უთითებდა. აინტერესებდათ ტატუების მნიშვნელობა და გამოხატავდნენ ირონიას.
დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. სასამართლო პროცესი წესით ორშაბათს ჩაინიშნება.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივისტებს უარი არ უთქვამთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებაზე და პოლიციას აუხსნეს, რომ ამ პროტესტის მიზანი და ფორმა სწორედ ნიღბების აკრძალვის გაპროტესტება იყო, ისინი მაინც დააკავეს. თან მოულოდნელად, გაფრთხილების და პროტესტის ფორმასთან დაკავშირებული კომუნიკაციის გარეშე.
თუ ეს პროცესი არ გავაჩერეთ, ყველასთან მივა საპოლიციო რეჟიმი", — წერს სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე.
ცნობისათვის თეატრალური კომპანია ჰარაკის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, კამპანია ამომრჩევლების წევრები — მარიამ პაიჭაძე და სონა კალანდაძე გუშინ პოლიციამ თემქაზე საპროტესტო აქციაზე ნიღბების ტარებისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. 18 იანვარს, ამავე მსვლელობაზე დააკავეს ასევე: თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები