5 სამუშაო, რომლებსაც ქალები პირველ მსოფლიო ომში ასრულებდნენ
ფოტო: The Collector
პირველი მსოფლიო ომი ქალებისთვის გამოწვევებისა და ცვლილებების პერიოდად იქცა. ქალებს ომმა უპრეცედენტო შესაძლებლობები შესთავაზა. როდესაც კაცები ომში გამოიძახეს, ქალებს საშუალება მიეცათ ის სამუშაო საკუთარ თავზე აეღოთ, რომელიც კაცებმა დატოვეს. პირველ მსოფლიო ომში ქალებმა შეძლეს გარკვეულწილად დიასახლისობისთვის თავი დაეღწიათ და რაიმე ახალი ეცადათ. ქვემოთ მოცემულია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომლებსაც ქალები პირველ მსოფლიო ომში ასრულებდნენ.
1. მეტი ქალი ქარხნებში
ფოტო: The Collector
სამეწარმეო ინდუსტრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ყველა მხარისთვის. ფრონტზე წარმატების მისაღწევად ჯარისკაცებს სტაბილურად უნდა მისწოდებოდათ ტყვიები, ჭურვები, გაზის ნიღბები და ა.შ. 1915 წელს ბრიტანეთში "შელის კრიზისის" შემდეგ, მთავრობამ ქალებს ქარხნებში მოხალისეობისკენ მოუწოდა. დაახლოებით ამავე პერიოდშიგაიზარდა გერმანელი ქალების რაოდენობა, რომლებიც საბრძოლო იარაღსაც იყენებდნენ. 1917 წელს ქალების საჭიროება ამერიკამაც დაინახა.
მიუხედავად იმისა, რომ 1914 წლამდე სამივე ქვეყანაში ქალების დიდი რაოდენობა ისედაც დასაქმებული იყო სამეწარმეო ინდუსტრიაში, ბევრი ქალისთვის ეს პირველი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქალების შრომა ქვეყნისთვის ფასდაუდებელი იყო, მათ კაცებისგან არაერთი დამცირების ატანა უწევდათ. ქალები სტანდარტული ხელფასის ნახევარს იღებდნენ. ამასთან ერთად, პროფკავშირებმა შეშფოთებაც კი გამოთქვეს იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა მაშინ, როდესაც კაცები ომიდან დაბრუნდებოდნენ და საკუთარ თანამდებობებზე დაბრუნებას მოისურვებდნენ.
2. საექთნო საქმიანობა
ფოტო: The Collector
პირველ მსოფლიო ომს უპრეცედენტო მსხვერპლი მოჰყვა. მხოლოდ სომის ბრძოლის პირველ დღეს 57 000-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიჭრა და დაიღუპა.
1914 წელს ბრიტანეთის არმიას საექთნო პერსონალთან დაკავშირებით მკაცრი წესები ჰქონდა და მხოლოდ კვალიფიციურ ექთნებს იღებდა, რომლებიც ცდედოფალი ალექსანდრას საიმპერატორო სამხედრო საექთნო სამსახურში მსახურობდნენ. 1915 წლის თავდასხმების შედეგად მიღებულმა უზარმაზარმა მსხვერპლმა არმიას პოზიციის შეცვლა აიძულა და მოხალისეების მიღებაც დაიწყეს. წითელმა ჯვარმა შექმნა ნებაყოფლობითი დახმარების რაზმები (VADS), რომლებიც სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისგან არ შედგებოდა. ისინი ძირითადად ისეთ სამუშაოებს ასრულებდნენ, რომლებიც კვალიფიციურობას არ მოითხოვდა, მაგალითად დასუფთავება, საჭმლის მომზადება და დარიგება, საწოლების შეცვლა და ა.შ. თუმცა, პერსონალი დამატებით ტრენინგებსაც გადიოდა, რათა სამხედრო ჰოსპიტლებში მუშაობა შესძლებოდა.
1917 წელს აშშ-ს ომში ჩართვისთანავე ათასობით ახალგაზრდა ქალი დარეგისტრირდა, რათა ამერიკულ წითელ ჯვარს შეერთებოდნენ.
ალბათ, პირველი მსოფლიო ომის ყველაზე ცნობილი მედდა ედით კაველი იყო, რომელიც გერმანიის მიერ ოკუპირებულ ბელგიაში მუშაობდა. მან ასობით ადამიანი გაიყვანა გერმანიის ტერიტორიიდან, სანამ 1915 წელს არ დააპატიმრეს. იმავე წლის ოქტომბერში იგი გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.
3. ქალები შეიარაღებულ ძალებში
ფოტო: The Collector
ომის დაწყებისთანავე, ქალები ცდილობდნენ მეტი შესაძლებლობების მოპოვებას, რათა ომის პროცესში თავისი წვლილი შეეტანათ, მათ შორის შეიარაღებულ სამსახურებში. ბრიტანეთში 1917 წელს ჩამოყალიბდა ქალთა არმიის დამხმარე კორპუსი, რომელშიც ომის ბოლოს 50 000-ზე მეტი მოხალისე იყო გაწევრიანებული.
დამხმარე კორპუსში ქალების როლი ძირითადად ადმინისტრაციული საქმიანობით შემოიფარგლებოდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ.
WAAC-ში მუშაობის დროს 80-ზე მეტი ქალი დაიღუპა. ომის დროს ასევე შეიქმნა ქალთა სამეფო საზღვაო სამსახური და ქალთა სამეფო საჰაერო სამსახური. მთლიანობაში, პირველ მსოფლიო ომში 100 000-ზე მეტი ქალი შეუერთდა ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს.
აშშ-ში ქალებმა საზღვაო ფლოტშიც დაიწყეს საქმიანობა. მათ გაინაწილეს სატვირთო მანქანების მძღოლებისა და რადიო ოპერატორების როლები.
1917 წელს გენერალმა ჯონ ჯ. პერშინგმა ქალებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა. დასავლეთ ფრონტზე კომუნიკაციის საკითხის გადასაჭრელად შეიქმნა სასიგნალო კორპუსი, ქალთა სატელეფონო ოპერატორთა განყოფილება. ქალები, რომლებსაც შეეძლოთ ინგლისურსა და ფრანგულ ენაზე ლაპარაკი, ახალ განყოფილებაში მიიღეს. ისინი ცნობილი გახდნენ, როგორც "Hello Girls".
4. ქალები სოფლის მეურნეობაში
ფოტო: The Collector
ამბობენ, ჯარი მუცელზე დადისო. პირველი მსოფლიო ომის დროს, ისევე, როგორც სხვა ომებისას, ვინმეს საკვები უნდა მოეყვანა, რათა ჯარს ფრონტზე წინსვლა შესძლებოდა.
მეურნეობა კიდევ ერთი სფერო იყო, სადაც ომის დროს მნიშვნელოვნად იკლო სამუშაო ძალამ.
პირველ მსოფლიო ომში ბრიტანეთში დაახლოებით 23 000 ქალი აიყვანეს ქალთა სახმელეთო არმიაში, თუმცა ეს მიწაზე მომუშავე ქალების რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილია.
ქალთა სახმელეთო არმია ჩამოყალიბდა 1917 წელს. ახალწვეულები მათი ფიზიკური და გონებრივი მომზადების საფუძველზე შეირჩნენ. მათ შეეძლოთ სამი მიმართულებით ემუშავათ: სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის ჭრა, საკვების მომზადება. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მოიცავდა საველე სამუშაოებს, ასევე ტრაქტორებისა და გუთნის ტარებასა და მართვას.
5. ქალები სარკინიგზო საქმიანობაში
ფოტო: The Collector
პირველ მსოფლიო ომში რკინიგზის ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან რკინიგზა ფრონტისა და ზურგის დამაკავშირებელი რგოლი იყო.
ომის დაწყებამდე 10 000-ზე მეტი ქალი უკვე მუშაობდა ბრიტანეთის რკინიგზაზე, ძირითადად დამლაგებლებად. ომის ბოლოს ეს რიცხვი დაახლოებით 70 000-ს შეადგენდა. ქალები ფაქტობრივად ყველა სამუშაოს ასრულებდნენ მატარებლების მართვის გარდა.
ისევე როგორც სხვა სამუშაო ადგილებზე, ქალები აქაც დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. 1915 წლამდე ისინი არსებითად ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, კაცებთან შედარებით. ომის დასასრულს, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა უმეტესობა სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ სამსახურის შენარჩუნება ბევრმა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ერთმანეთს პროფესიული გზის გაკაფვაში დაეხმარნენ, მატარებლის მართვის უფლება მათ მხოლოდ 1970-იან წლებში მისცეს.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა

კომენტარები