ევროინტეგრაციის მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე თქვა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს. ამის შესახებ დოლიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი სამართლებრივია და ამ მიზეზით ის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენელი ვერ ისაუბრებს.

"[მიხეილ] სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის წარსულია, გასული ეპოქა, ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი იქნება დამყარებული მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე", - განაცხადა მინისტრმა.