უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, რომ შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობა, შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე, ბანდიტურ ხუნტასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების შესაძლებლობას აუქმებს“, — განაცხადა ზახაროვამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმი არ წყვეტს კურსკის რეგიონში ტერორისტული აქტის გამართლების მცდელობებს და სულ უფრო მეტ ფსევდოარგუმენტს პოულობს.