გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი შეაჯამა. მან ხალხის სახელით ამერიკის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა "ხმამაღალი მხარდაჭერისთვის".

"მნიშვნელოვანი, რომ ის, რაც ვიცე პრეზიდენტმა განცხადა, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხმამაღალი მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უდნა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და მშვიდობიანად ამ პრობლემების მოგვარებისთვის," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როცა მთავარი პარტნიორი, აშშ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანას, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებას.

მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ჩამოვიდა. მას ჰქონდა შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და გააჟღერა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება.