ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
ლიბერთისა და "წინ და წინ - ფინანსობანას" მოგზაურობა ხულოში
ბავშვებს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ერთი რამ აერთიანებთ — ყველას აქვს სანუკვარი ოცნება, რომლის ახდენისაც ჯიუტად სჯერა.
თუმცა, თანამედროვე ბავშვები გამორჩეულები არიან — მათ იციან, რომ საკუთარ ოცნებებს თავადაც უნდა დაეხმარონ: სწავლით, ყულაბაში ფულის შეგროვებით, ინფორმაციის მოპოვებით, სხვების გამოცდილების გაზიარებით და ა.შ.
ხულოს თეატრში ზუსტად ასეთი მოტივირებული ბავშვები დაგვხვდნენ. ლიბერთის მხარდაჭერით აქ საბავშვო სპექტაკლი — წინ და წინ ფინანსობანა გაიმართა. სპექტაკლის პერსონაჟების, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან ნაცნობი კონტენტ კრეატორის ასე ახლოს, სცენიდან დანახვამ, მსახიობების უშუალო და მოსწავლეების ასაკზე გათვლილმა კომუნიკაციამ და მოზარდებისთვის საინტერესო თემების თანხვედრამ ბავშვების ისეთი აქტიური ინტერაქცია გამოიწვია, რომ წარმოდგენა ბოლოს ნამდვილ ზეიმად იქცა.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
წინ და წინ — ფინანსობანა — მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ქართული სპექტაკლია ფინანსურ თემაზე, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის ფორმით აცნობს მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოება, დაზოგვა, მიზნების დასახვა და მეწარმეობის საფუძვლები.
პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, კომპანია თამაშობასთან თანამშრომლობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით ხორციელდება.
ხულო 2026 წელს პირველი, ხოლო პროექტის ფარგლებში — უკვე მეცხრე რეგიონი იყო, სადაც სპექტაკლი გაიმართა. გასულ წელს თბილისსა და შვიდ რეგიონში წარმოდგენას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
“ფულის გლობალური კვირეული არის ფინანსური განათლების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კამპანია, რომლის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბრის წახალისება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ტური მაღალმთიან რეგიონებზეა ფოკუსირებული, სადაც მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია და ამ გზით ვცდილობთ, განათლება მაქსიმალურად თანაბრად მივაწოდოთ ყველა ბავშვს. ამჯერად, სამ რეგიონში დაახლოებით 400 მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, ფინანსური საკითხები ინტერაქციულ და სახალისო ფორმატში გაიცნოს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერას.
ხულოში გასტროლი ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით შედგა და შედეგად 6 სკოლის 120-მდე მოსწავლეს მიეცა სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთის მხარდაჭერით უკვე მესამე რეგიონალური გასტროლი აქვს ფინანსური განათლების სპექტაკლს“. — ნინო კიზირია, ფინანსური განათლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
“ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვახარა ეროვნული ბანკის ინიციატივამ და თამაშობანასთან ერთად შექმნილი სპექტაკლის — წინ და წინ ფინანსობანას მხარდაჭერის შესაძლებლობამ. ხულოში გასტროლი ლიბერთის ხელშეწყობით გახორციელდა და ალბათ ყველა, ვინც სპექტაკლს დაესწრო, დამეთანხმება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის. საოცარი ინტერაქცია შედგა, ძალიან აქტიური, მონდომებული და გათვითცნობიერებული მოზარდები ესწრებოდნენ წარმოდგენას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი შემეცნების გზა იყოს მაქსიმალურად თანამედროვე და მრავალფეროვანი. მოუთმენლად ველით ახალ წარმოდგენებს და ახალ შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც". — ნინი ბუკია, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი
სპექტაკლის გასაოცარ მაყურებელს შორის თავისი აქტიურობით რეზიმ და გოგამ მიიქციეს ჩვენი ყურადღება. ისინი ერთ კლასში სწავლობენ. უახლოესი მეგობრები არიან და ოცნებაც ერთი აქვთ — ორივეს ძალიან უნდა კვადროციკლი. სპექტაკლს განსაკუთრებით საქმიანად ადევნებდნენ თვალს და აქტიური ინტერაქციითაც გამოირჩეოდნენ — როგორც ჩანს, წარმოდგენა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. ბიჭებმა სპექტაკლის გმირებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს და საბოლოოდ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ახალი და საჭირო ცოდნით აღჭურვილები გამოვიდნენ სპექტაკლიდან.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
"მე ამ სპექტაკლიდან გავიგე, რომ, მაგალითად, თუ გაქვს ათი ლარი, უნდა დახარჯო ორი ლარი. დანარჩენი უნდა შეინახო და დააგროვო, რომ შენი ოცნება აიხდინო. ჩემი ოცნებაა, რომ მყავდეს კვადრო, მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი და დედა სულ გვერდით მყავდეს“. — გოგა აბულაძე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
“მე ამ სპექტაკლიდან გავიგე, რომ თუ გვაქვს მიზანი, არ უნდა დავნებდეთ; უნდა ვიშრომოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უნდა შევამოწმოთ კიბერუსაფრთხოება. თუ რაიმეს ყიდვა გვინდა, არ უნდა გადავიდეთ ყველა ლინკზე, იმიტომ რომ შეიძლება ფეიკი იყოს, შეგვატანინოს ბარათის ნომერი და მოგვპაროს ფული ბარათიდან“. — რეზი შავაძე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
ხულოში გამართულ სპექტაკლს ესწრებოდნენ, როგორც ფინედუს პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მოსწავლეები, ისე ადგილობრივი სკოლების დაინტერესებული მოზარდები. სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით ფინანსური საკითხების მიმართ მოზარდებისგან გამოვლენილი ცოდნითა თუ ლოგიკური აზროვნებით, რაც უპირობოდ, მათი მასწავლებლების დამსახურებაცაა.
ნესტანი ერთ-ერთი მასწავლებელია, რომელიც სპექტაკლს თავის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდა და რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული არაფორმალური განათლების არსი და მნიშვნელობა თანამედროვე მოზარდებისთვის.
“მე, ერთი რიგითი მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან, სულ ვცდილობ, რომ სასწავლო პროცესი არ იყოს მხოლოდ 40 წუთიანი გაკვეთილები. პირიქით, არაფორმალურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რეგიონში ბევრი გამოწვევაა, თუნდაც გეოგრაფიული იზოლაცია, რესურსების სიმცირე, ამიტომ მოსწავლეთა უმეტესობა ვერ ახერხებს სხვადასხვა პროექტში ჩართვას. ასეთი გასვლითი აქტივობები ძალიან აახლოებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. არაფორმალურ გარემოში მოსწავლე მასწავლებელს სხვანაირს ხედავს და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საოცარი ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან და ეს ყველაფერი კი ზუსტად ასეთმა აქტივობებმა გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა, ჩემს ყველა მოსწავლეს აქვს პატარა და დიდი ოცნებები. პატარებს ჯერ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა სჭირდებათ ოცნებების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად, მაგრამ უფროსკლასელებს უკვე გაწერილი გეგმებიც აქვთ — ზაფხულობით ბევრი მოსწავლე მუშაობს და აგროვებს ფულს თავისი საჭიროებებისთვის.
ამ ტიპის სპექტაკლი ბავშვებს ასწავლის, როგორ მართონ ფული — როგორ დაზოგონ, გააკეთონ სწორი არჩევანი და დაგეგმონ ხარჯები. ეს ცოდნა მათ რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. გამოადგებათ, განსაკუთრებით იქ, სადაც ასეთი თემები ნაკლებად ისწავლება“. — ნესტან ღორჯომელაძე, ტუნაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
წინ და წინ — ფინანსობანას მოგზაურობა ხულოში ბავშვებისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად და საჭირო გამოცდილებადაც იქცა. ამბავი გრძელდება. ხულო მესამე რეგიონია, სადაც ლიბერთის მხარდაჭერით სპექტაკლი გაიმართა. გასულ წელს ბანკის ხელშეწყობით წარმოდგენა ბათუმსა და ჩოხატაურში წარსდგა მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე. ლიბერთი სპექტაკლზე მოზარდებს თემატურ საჩუქრებსაც ახვედრებს და ამით საერთო ზეიმს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.
ასე რომ, შემდეგ გაჩერებამდე...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები