ახალი კვლევის თანახმად, შიმპანზეებს ადამიანის სიტყვების წარმოთქმა შეუძლიათ
გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შიმპანზე სიტყვა "mama"-ს (დედა) ამბობს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს უახლოეს ნათესავებს ლაპარაკისთვის საჭირო ნერვული საშენი მასალა აქვთ.
ათწლეულებია, რაც მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ პრიმატების ტვინს შორის სხვაობებია სწორედ ის, რაც ადამიანებს საუბრის საშუალებას აძლევს. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომი კადრების შესწავლისას, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოგნიტიური მეცნიერი, აქსელ ეკსტრომი საინტერესო მასალას წააწყდა. ეკსტრომისა და მისი კოლეგების თქმით, ზემოთ ხსენებული მოსაზრება შეიძლება მთლად მართალი არ იყოს.
ძველი მასალების შესწავლისას ეკსტრომმა და მისმა კოლეგებმა იპოვეს ორი ერთმანეთისთვის უცხო შიმპანზეს ვიდეო. მეტიც, ეს შიმპანზეები ორ სხვადასხვა კონტინენტზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ორივე წარმოთქვამდა "მამას". სავარაუდოა, რომ შიმპანზეებს სიტყვა ინგლისურენოვანმა მომვლელებმა ასწავლეს.
"ბევრს მიაჩნია, რომ "მამა" (დედა) ადამიანის მეტყველებაში გაჩენილ სიტყვებიდან ერთ-ერთი პირველი იქნებოდა", — ამბობენ მკვლევრები.
"მ" ადამიანის ყველა ენაში გხვდება და ის ძირითადად პირველი ბგერაა, რომელსაც ბავშვები წარმოთქვამენ.
ეკსტრომის ძველ კვლევასთან ერთად, ახალი მიგნება მიუთითებს, რომ შიმპანზეებს ტვინს გაგონილი ბგერების გამეორება შეუძლია.
"ჩვენი კვლევა იხრება იმისკენ, რომ ადამიანის მსგავს მაიმუნებს ადამიანის სიტყვების წარმოთქმის სწავლა შეუძლიათ“, — წერენ მკვლევრები.
ეს ნიშნავს, რომ აუდიოვოკალური სისტემა გაცილებით უფრო ძველი უნდა იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. პრიმატების ჩვენს ხაზს შიმპანზეებთან ბოლოს მილიონობით წლის წინ ჰყავდა საერთო წინაპარი.
რაც შეეხება ვიდეოებს, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს შიმპანზე, სახელად ჯონი, რომელიც ფლორიდის პრიმატების ნაკრძალიდან არის.
"ჯონი ყველას "მამას" (დედა) ეძახდა, რადგან ამ სიტყვის თქმისას მას საკვებს აძლევდნენ", — თქვა ვიდეოს ავტორმა.
ცნობილია, რომ შიმპანზეები (იშვიათად) ერთმანეთთან კომუნიკაციისას ბგერებს იყენებენ. მეტიც, მათი ჟესტებზე დაფუძნებული ენა სტრუქტურულად ჩვენი ვოკალური ენის მსგავსია. მაგალითად, გიბონები ოცზე მეტ სხვადასხვა ბგერას წარმოთქვამენ.
"ადამიანის მსგავს მაიმუნებს ჩვენი სიტყვების წარმოთქმა შეუძლიათ", — ასკვნიან ეკსტრომი და მისი კოლეგები.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები