უცხოეთიდან გამოტოვებული ზარი მიიღეთ? როგორ მუშაობს თაღლითური სქემა
დღეს, ბევრ ქართულ მობილურში, გამოტოვებული ზარები შევიდა — უცხო ნომრები პაპუა-ახალი გვინეიდან ან კარიბის აუზის ქვეყნებიდან რეკავდნენ. მათ შორის იყო ნომრები:
- +675 7089 4035
- +675 7089 4040
- +675 7089 4025
...და კიდევ რამდენიმე.
ასეთ დროს უნდა იცოდეთ, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან გაქვთ და არ გადაურეკოთ ამ ნომრებს.
ეს თაღლითობა ახალი არ არის, ადრეც ყოფილა მსგავსი ზარები ქართულ ნომრებზე, თუმცა, როგორც ფეისბუქ-მომხმარებლების რეაქციებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამჯერად უფრო მასშტაბურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
როგორ ხდება თაღლითობა?
ამ სქემას "ვანგირი ზარებს" ეძახიან — სიტყვა "ვანგირი" იაპონურია და ნიშნავს "ერთი ზარი და დაკიდება"-ს. სავარაუდოდ, თაღლითობის მეთოდიც იაპონიიდან იღებს სათავეს.
ბოროტმოქმედები სპეციალურ მოწყობილობებს ან პროგრამებს იყენებენ, რათა ავტომატურად დარეკონ შემთხვევით შერჩეულ ათასობით ნომერზე. ამ დროს, მსხვერპლის ნომერთან შედის მხოლოდ ერთი ზარი და შემდეგ — მომენტალურად ითიშება.
ვანგირი ზარების მიზანია, ადამიანმა შესულ ნომერზე გადარეკოს. ბევრი არც აკვირდება ნომერს, ან, უბრალოდ აინტერესებთ, ვინ ურეკავდათ ეგზოტიკური ქვეყნიდან და პირდაპირ რეკავენ ხოლმე. საბოლოოდ, ნომერი ე.წ. "პრემიუმ ფასიანი" აღმოჩნდება, სადაც (ასევე თაღლითური) "უფასო პრიზების" ან ინტიმური სერვისების რეკლამა დაგხვდებათ.
ზარის მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს დაგტოვონ ხაზზე, ამიტომ, შესაძლოა რეკლამის ნაცვლად სულაც მუსიკა ან ხუმრობები მოგასმენინონ. რეალურად კი, ასეთ დროს, თქვენი ტელეფონის ანგარიშიდან მნიშვნელოვანი თანხა იხარჯება. შესაძლოა, განსაკუთრებული ტარიფის მქონე ნომრის ზედმეტი საფასური არ მოჭრან ქართულმა ოპერატორებმა, მაგრამ ამის გარეშეც, პაპუა-ახალ გვინეაში საერთაშორისო ზარი, იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ.
გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ასეთი სქემით ბოროტმოქმედი თქვენს ტელეფონში ნამდვილად ვერ შემოაღწევს, ვერც "ვირუსს შემოუშვებს" და ვერც ფოტოებს მოგპარავთ. თუმცა, ფინანსური ზარალი არანაკლებად საყურადღებოა.
გაუზიარეთ ეს ამბავი მეგობრებს, იყავით ფრთხილად და გახსოვდეთ:
- მოერიდეთ უცხოურ, გამოტოვებულ ნომრებზე დარეკვას;
- თუ მაინც წაგძლევთ სული — მომენტალურად გათიშეთ, როგორც კი დარწმუნდებით, რომ თაღლითობაა;
- თუ არ გათიშავთ და საუბარს გააბამთ — გაერთეთ, თქვენი ნებაა, მაგრამ პირადი ინფორმაცია არასოდეს გათქვათ (სახელი, მისამართი, საბანკო ბარათების ნომრები და ა.შ.);
- აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს მობილურ ოპერატორს ამის შესახებ.
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები